x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139049
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512602
ნაპოლეონ ბონაპარტის 35 ყველაზე ცნობილი გამონათქვამი, რომლებიც უნდა წაიკითხოთ

1769 წლის 15 აგვისტოს დაიბადა დიდი სარდალი, საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტი. სულ რამდენიმე წელიწადში მან მოახერხა თითქმის მთელი ევროპის დაპყრობა და კვალიც დატოვა მსოფლიო ისტორიაში. წარმოგიდგენთ ნაპოლეონის ცნობილ გამონათქვამებს:image

1. ლამაზი ქალი თვალისთვის სასიამოვნოა, გულისთვის კი კეთილი; პირველი მშვენიერი რამაა, მეორე კი ნამდვილი განძი.

2. მამაკაცი, რომელიც თავის თავს უფლებას აძლევს, რომ ქალმა მართოს, არც კაცია და არც ქალი, უბრალოდ არაფერია.

3. ბუნებაში ქორწინება არაა გათვალისწინებული.

4. მეძავები აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, კაცები თავს დაესხმოდნენ წესიერ ქალებს ქუჩაში.

5. სიყვარულში ერთადერთი გამარჯვება გაქცევაა.

6. გამაღვიძეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცუდი ამბავი მოვა; და კარგია, მაშინ არავითარ შემთხვევაში.

7. პირობის შესრულების ყველაზე კარგი გზა მისი არ მიცემაა

8. ყველა დიდ საქმეში ყოველთვის უნდა დატოვო რაღაც ნაწილი შემთხვევითობისთვის.

9. რუსეთში გზები არ არის, მხოლოდ მიმართულებებია.

10. ნიჭიერი მეხოტბეები, როგორც წესი, არანაკლებ დახელოვნებული ცილისმწამებლები არიან.

11. ყველა თავისებურად მართალია.

12. დაწერე მოკლედ და გაურკვევლად

13. შემთხვევითობა მართავს მსოფლიოს

14. სულელს დიდი უპირატესობა აქვს განათლებულ კაცთან შედარებით: ის ყოველთვის კმაყოფილია საკუთარი თავით.

15. უნდა გინდოდეს სიცოცხლე და შეგეძლოს სიკვდილი

16. ლიდერი არის იმედით მოვაჭრე

17. ისტორია მხოლოდ ვერსიაა მომხდარი მოვლენების, ჩვენი ინტერპრეტაციით.

18. არსებობს ორი ბერკეტი, რომელსაც შეუძლია ხალხის მართვა- შიში და პირადი ინტერესი.

19. ერთი ცუდი მთავარსარდალი ჯობია ორ კარგს.

20. ცუდია, თუ ახალგაზრდები ომის ხელოვნებას წიგნებიდან იგებენ: ეს ცუდი გენერლების აღზრდის უტყუარი გზაა.

21. ჯარისკაცისგან პირველ რიგში გამძლეობა და მოთმინებაა საჭირო, სიმამაცე მეორე საკითხია.

22. ხალხი, რომელსაც არ სურს საკუთარი ჯარის გამოკვება, მალე იძულებული გახდება სხვისი გამოკვებოს.

23. ჯარისკაცები არიან ციფრები, რომლითაც წყვეტენ პოლიტიკურ პრობლემებს.

24. მტრის პატიება შეიძლება, მაგრამ ჯერ ის უნდა განადგურდეს.

25. სამხედრო ძალები არ არის საკმარისი ქვეყნის დასაცავად, ხოლო ხალხის მიერ დაცული ქვეყანა დაუმარცხებელია.

26. ომის საწარმოებლად სამი რამაა საჭირო: პირველი, ფული, მეორე, ფული და მესამეც ფული.

27. ომის ხელოვნება არის მეცნიერება, რომელშიც არაფერია წარმატებული, გარდა იმისა, რაც საგულდაგულოდ არის გათვლილი და გააზრებული.

28. როდესაც არაამხანაგი შეცდომას უშვებს, ხელი არ უნდა შეუშალო, ეს უზრდელობაა

29. რთულია მართვა, თუკი ამას კეთილსინდისიერად აკეთებ

30. ჯობია შექმნა კანონები, ვიდრე დაიცვა ისინი

31. პოლიტიკაში მთავარია მიჰყვეთ თქვენს მიზანს: საშუალებები არაფერს ნიშნავს.

32. როდესაც მონარქზე ამბობენ, რომ ის კეთილია, ნიშნავს რომ არაფერში ვარგა

33. პოლიტიკას არ აქვს გული, აქვს მხოლოდ თავი.

34. რელიგიის გარეშე ხალხი უბედური გემია კომპასის გარეშე. რელიგიის გარეშე ადამიანი სიბნელეში დადის. მხოლოდ რელიგია მიუთითებს ადამიანს მის დასაწყისზე და დასასრულზე. ქრისტე სასარგებლოა სახელმწიფოსთვის.

35. მედიცინა არის ალოგიკური რეცეპტების კრებული, რომელსაც უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი.

1
611
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
611
  
2023, 10 აგვისტო, 18:21
"ცუდია, თუ ახალგაზრდები ომის ხელოვნებას წიგნებიდან იგებენ: ეს ცუდი გენერლების აღზრდის უტყუარი გზაა" საქართველოს რეალობაა ასეთი,ქართულ ჯარში წოდებას წიგნების სწავლით იმაღლებენ. გემახსოვრებათ,იყო ასეთი გენერალი კაცი,კალანდაძე გვარად და ის მეოთხე ბრიგადის მეთაური იყო 2008 წელს. მისმა ბირგადამ ნორმალურად იბრძოლა,თუმცა წიგნით გამხდარი გენერალი იყო.

"ხალხი, რომელსაც არ სურს საკუთარი ჯარის გამოკვება, მალე იძულებული გახდება სხვისი გამოკვებოს" ესეც ქართული რეალობაა. ჩინოვნიკებს რო კითხოთ ეგრე არ არის,თუმცა ვინც ჯარებშია ნამყოფი მიხვდება რას ვგულისხმობ. ქართველ ჯარისკაცთა დიდ უმრავლესობას აქვს ფინანსური პრობლემები,რაც დაბალი ანაზღაურების ბრალია და საქმეც ეგრე მიდის,მალე ახდება ნაპოლეონის სიტყვები.
0 1 1