x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:139006
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512555
მსოფლიოს შვიდი საოცრება

imageმსოფლიოს შვიდი საოცრება - ასე უწოდებენ კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე შექმნილ ყველაზე ცნობილ სიას, თუმცა ამ შვიდი საოცრების ჩამოთვლა დღეს ცოტა ვინმეს თუ შეუძლია.რიცხვ "შვიდს" უხსოვარი დროიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ რატომ აირჩიეს სწორედ შვიდი ნაგებობა?შვიდი საოცრება პირველად ძვ. წ. მე-5 საუკუნეში მცხოვრებმა ბერძნებმა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ მოიხსენია თავის საოცრებათა სიაში, რომელიც პირამიდებსა და ბაბილონის დაკიდებულ ბაღებს შეიცავდა.ცნობები ამ საოცრებების შესახებ გვხვდება, აგრეთვე, მათემატიკოს ფილონ ბიზანტიელისა ( დაახლოებით ძვ. წ. 225 წლებში ) და ბერძენი მწერლის ანტიპატრე სიდონელის ( დაახლოებით ძვ. წ. 130 წელი ) შრომებში.იმ დროისთვის ალექსანდრიაში ფაროსის შუქურა ჯერ კიდევ არ არსებობდა, ამიტომ სიაში მის ნაცვლად ბაბილონის გალავანი იყო შესული.

შუა საუკუნეებისთვის მსოფლიო საოცრებათა ეს სია საყოველთაოდ იუო აღიარებული, მაგრამ ამ შვიდიდან დღეს მხოლოდდიდი პირამიდა არსებობს.სხვა საოცრებები განადგურდა და მათგან მმხოლოდ ნანგრევები და თვითმხილველთა ჩანაწერები შემოგვრჩა.


შვიდი საოცრების რუკა.

შვიდი საოცრება, რომელთაც ბერძნები მწერლები აღწერდენ, ალექსანდრე მაკედონელის იმპერიაში იყო.ეს საოცრებებია: გიზას დიდი პირამიდა, ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში, ჰალიკარნასის მავზოლეუმი ( აკლდამა ), დაკიდებული ბაღები ბაბილონში, როდოსის კოლოსი ( გიგანტური ქანდაკება ), ფაროსის შუქურა ალექსანდრიაში და არტემიდას ტაძარი ეფესოში...

2
108
5-ს მოსწონს
ავტორი:წყალტუბო
წყალტუბო
108
  
2012, 6 ოქტომბერი, 13:43
რამდენი ვწერე :D
0 1 2