x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
"ბერას გადასარჩენად რამდენს მოასწრებდა ხვდებით?"- რას წერს თამარ ჩერგოლეიშვლი
image

"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის მიერ შოვის საზარელ ტრაგედისთან დაკავშირებით გაკეთებულ განხადებას იმასთან დაკავშირებით რომ თითქოს ადამიანებს ევაკუაციისთვის 12 წუთი არ ეყოფოდათ სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას სიცრუეში ამხელს. ჩერგოლეიშვილის თქმით, საქმე არა რიგითი ადამიანის, არამედ ბერა ივანიშვილის გადარჩენას რომ შეხებოდა აი, მაშინ 12 წუთი საკმარისზე მეტიც კი აღმოჩნდებოდა:


"ვიღაც სამთავრობო მძორს ალაპარაკებენ 12 წუთი ხალხის ევაკუაციისთვის არასაკმარისიაო, მაშინ როცა ყველა გადარჩა, ვინც ბუნებრივი არხიდან რამდენიმე ათეული მეტრით შორს - მაღლობზე იყო.


რამდენიმე ათეული მეტრი და 12 წუთი!

ანუ მათივე აღიარებით, 12 წუთი ჰქონდათ ადამიანებს სიცოცხლის გადასარჩენად და იმის გამო, რომ სისტემა ჩამპალია და ივანიშვილის 100 წლოვანი ხეების თრევა და მისი პოლიტიკური ოპონენტებისთვის ტალახის სროლაა თვითმმართველობის ფუნქცია, ეს 12 წუთი ვერ გამოიყენეს.


ბერას გადასარჩენად რომ ჰქონოდა კოლექტიურ გოჩა ენუქიძეს 12 წუთი, რამდენს მოასწრებდა ხვდებით?


ამიტომაა ეს სისტემა ჩამოსანგრევი თავისი ოლიგარხებიან-მონებიანად - იგივე მოხდება რეჟიმის ცვლილების შემთხვევაში, თუ ვირუსად ის ითვლება ვინც ფორმულას და მთავარის პატრონს არ ეთანხმება."- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.


გლა­ცი­ო­ლო­გი­ა­ში, ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბულ­ი პრო­ფე­სორ­ის და ახა­ლი ზე­ლან­დი­ის ანა­ტარ­ქტი­კის კვლე­ვი­თი ცენ­ტრის მეც­ნი­ერ­ის ლე­ვან ტი­ე­ლი­ძის თქმით, 5 წუთიც კი შესაძლოა საკმარისი ყოფილიყო ადამიანებისთვის თავის უსაფრთხო ადგილას შესაფარებლად:


"გა­აჩ­ნია, სად დგას ეს მო­წყო­ბი­ლო­ბა. რა თქმა უნდა, როცა უკვე გან­გა­შია, თუნ­დაც 10 წუთი საკ­მა­რი­სია, რომ გა­ე­რი­დო, მეტი შან­სი გაქვს, ვიდ­რე ის, რომ სიგ­ნა­ლი სა­ერ­თოდ არ გაქვს. 5 წუ­თიც შე­იძ­ლე­ბა იყოს საკ­მა­რი­სი, რომ სირ­ბი­ლით რა­ღაც მან­ძი­ლი და­ფა­რო და უსაფრ­თხო ადი­ლას გა­დახ­ვი­დე, მით უმე­ტეს, 10 წუთი. ეს არის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი მე­თო­დი, შვე­ი­ცა­რი­ის მყინ­ვა­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის ქსე­ლი რომ ნა­ხოთ, ალ­პე­ბი და­ფა­რუ­ლია ად­რე­უ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მე­ბით, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ იქ ხალ­ხი აღარ და­დის და აღარ ცხოვ­რობს, უბ­რა­ლოდ, უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი მი­ღე­ბუ­ლია და მშვი­დად აგ­რძე­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბას. ეს არის ყვე­ლა­ზე კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა, რათა გარ­კვე­უ­ლი დო­ზით პრე­ვენ­ცია მოხ­დეს."- განაცხადა ლე­ვან ტი­ე­ლი­ძემ.


შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო "სანსეტ შოვთან" მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე დაგვიანებით სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი ჩაფრინდა. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 13 ადამიანის ძებნა კვლავ გრძელდება. სტიქიის ზონიდან, ჯამში სულ 210 ადამიანია გამოყვანილი.








0
823
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
823