ამოცანები ლოგიკური გამოცანები (პასუხები აქვს) 2023, 14 აგვისტო, 8:41 1. ალბათ, ხშირად გსმენიათ, გამოკითხვების შესახებ, რომლებსაც ესა თუ ის ინსტიტუტი ატარებს. ზოგჯერ, ასეთი გამოკითხვის თემა, მსუბუქად რომ ვთქვათ, ნამდვილად ღიმილის მომგვრელია... და აი, ერთ დიდ ქალაქში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 100 მამაკაცი და ამდენივე, ქალი გამოჰკითხეს. კითხვა კი ასეთი იყო: " წახვიდოდით, თუ არა სამუშაოზე, 1.000.000 მლნ. დოლარის სანაცვლოდ, სრულიად შიშველი?" გამოკითხვის შედეგების დაჯამების შემდეგ, გაირკვა, რომ ასეთი უჩვეულო წესით გამდიდრებაზე თანხმობა, მამაკაცების უმრავლესობა – 80%, ხოლო ქალების, მხოლოდ, 20 % განაცხადა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბევრმა ქალმა, რომელმაც მაშინვე "არა" თქვა, დაამატა, რომ წინააღმდეგი არ იქნებოდა, თუ ამ "აქციის" შესახებ, ერთ–ორი თვით ადრე გააფრთხილებდნენ. კითხვა: რაში სჭირდებოდათ ეს დრო? 2. ჩინელი ქალები უფრო მეტ ბრინჯს ჭამენ, ვიდრე იაპონელები. რატომ? 3. ერთ მოვაჭრეს კლიენტმა, ონლაინ, საზამთრო და მწყრის 20 კვერცხი შეუკვეთა. გამყიდველმა ყველაფერი ყუთში ჩადო და კლიენტთან კურიერს გაატანა, რომელიც მაღაზიისგან მომსახურების საფასურს, წაღებული ყუთის რაოდენობის მიხედვით იღებდა.
ეკონომიის მიზნით, გამყიდველმა ყველაფერი, – საზამთრო და კვერცხები, ერთ ყუთში მოათავსა. მაგრამ, გზაში საზამთროს, ხომ შეეძლო კვერცხის დამტვრევა? თუმცა, გამყიდველი სწორედ ასე მოიქცა... და კვერცხი, ადგილამდე, მთელი მიიტანეს. რა მოიფიქრა მოვაჭრემ?
|
|