x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138972
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ზვიგენი, პირანია, თუ დელფინი? როგორ ფიქრობთ, ჩვენთვის რომელი უფრო სახიფათოა?

image


გამოკითხვა რომ ჩავატაროთ, წყლის ბინადართა უსაფრთხოებაზე, ასიდან – ასი იტყვის, რომ ყველაზე სახიფათო ზვიგენი და პირანიაა, ხოლო უსაფრთხო – დელფინი. რეალურად კი, ის რომ ზვიგენები და პირანიები ჩვენთვის ძალიან სახიფათონი არიან, მხოლოდ მითია და ადამიანს, მათთან ერთად, შეუძლია მშვიდად იცუროს. მაგ., სამედიცინო ისტორიის მანძილზე, ადამიანზე პირანიების თავდასხმის არცერთი ფაქტი არ არის დაფიქსირებული. წვეტიან კბილებს კი, ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებენ, თუ მათ, ან მათ შთამომავლობას საფრთხე ელის.


image

იგივე სიტუაციაა ზვიგენებთან დაკავშირებით. ზვიგენების 360 სახეობიდან, ადამიაზე თავდასხმებში, მხოლოდ 4 სახეობაა შემჩნეული და ესეც გარკვეული მიზეზების გამო ხდება. მაგ., თუ ვინმე სერფინგის დაფით ცურავს და ხელი ან ფეხია აქვს წყალში, შეიძლება ზვიგენს თევზი ეგონოს, ან რამეზე იყოს გაბრაზებული და ა. შ. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ჩვენ, მათი ინტერესის სფეროში არ შევდივართ. ამ საუკუნის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ზვიგენების თავდასხმის საშუალო მაჩვენებელი, წელიწადში 84-ია, ხოლო სიკვდილის შემთხვევა – 9. ზვიგენების ნადირობის ობიექტი კი, მათზე ბევრად პატარა თევზები არიან.

და კიდევ, ფართოდ გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ზვიგენები ზღვაში სისხლის არსებობას, დიდ მანძილზე გრძნობენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

ასეთი მითია, ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ დელფინები, ყველაზე მოსიყვარულე და უსაფრთხო ცხოველები არიან. დელფინებთან დაკავშირებული, დადებითი სტერეოტიპების შექმნას, ხელი ამერიკულმა სერიალმა «ფლიპერმა» (Flipper) შეუწყო, რომელიც ჯერ აშშ-ში გადიოდა, ხოლო შემდეგ, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა «მოიარა» და მათ შორის, სსრ კავშირშიც იყო ნაჩვენები. სერიალის მთავარი გმირი დელფინი, სახელად, ფლიპერია, რომელიც ადამიანებთან მეგობრობს და მათ ყველაფერში ეხმარება.

სინამდვილეში, დელფინები არც ისეთი საყვარლები და კეთილმოსურნენი არიან და მათი ადამიანებზე თავდასხმის ფაქტი, არც თუ იშვიათია... და უნდა ითქვას, რომ თუ ზვიგენის თავდასხმის შემთხვევაში, გადარჩენის შანსი 100-დან – 80 %-ია, დელფინების შემთხვევაში, ეს შანსი, ფაქტობრივად, არ არსებობს.

დელფინებს ადამიანისთვის დარტყმის მიყენება ფარფლებით და კუდით შეუძლიათ. თავდასხმის დროს, ისინი მას ნაპირისკენ გამოცურვის საშუალებას არ აძლევენ და ზღვის სიღრმისკენ ექაჩებიან.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დელფინების მიერ, ადამიანების გადარჩენის არაერთი ფაქტიც არსებობს. მაგრამ, ასეთი რამ, უფრო იშვიათად ხდება, ვიდრე მათ მიერ განხორციელებული თავდასხმები. როგორც მეცნიერები ამბობენ, ის ვინც დელფინმა გადაარჩინა, ყოველთვის მოჰყვება ამ ბედნიერი შემთხვევის შესახებ, მაგრამ, ვინც დელფინმა მოკლა, უკვე ვერასდროს ვეღარაფერს იტყვის...

რაც შეეხება, დელფინების მიერ ადამიანის გადარჩენას, ამას ისინი 2 მიზეზით აკეთებენ: პირველ შემთხვევაში, ეს მაშინ ხდება, თუ ადამიანი მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის არეალში ხვდება. დელფინები მას იქიდან უბრალოდ აძევებენ და ზედაპირისკენ უბიძგებენ, რადგან მას კონკურენტად მიიჩნევენ.

გადარჩენის მეორე მიზეზი კი, მათი ბუნებრივი ინსტინქტია – თუ დელფინი ავად ხდება და ვერ მოძრაობს, სხვა დელფინებს ის წყლის ზედაპირზე აჰყავთ, რომ ჰაერი ჩაისუნთქოს... და როდესაც დელფინი ადამიანს უძრავ მდგომარეობაში ხედავს, ისევე ექცევა, როგორც ავადმყოფ დელფინს მოექცეოდა. ასე, რომ, თუ ადამიანი დელფინების გარემოცვაში მოხვდება, უმჯობესია ცურვა შეწყვიტოს, რომ მათ მისი გადარჩენის სურვილი გაუჩნდეთ და ნაპირზე გაიყვანონ.

არ შეიძლება დელფინებთან, მათ ბუნებრივ გარემოში მიახლოება, რადგან ამ ცხოველების კეთილგანწყობა, დელფინარიუმის კედლებს მიღმა აღარ ვრცელდება (თუმცა, უსაფრთხოების სრული გარანტი, არც დელფინარიუმში არსებობს). ადამიანთან «თამაშის» მოტივით, დელფინს მისი გადარჩენაც შეუძლიათ და დახრჩობაც.

იხტიოლოგების აზრით, ადამიანებისადმი დელფინების აგრესია, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით გაიზარდა. დელფინების ჯგუფს შეიძლება, მარტოხელა მცურავი შუაზეც კი გაგლიჯოს, – ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით. ისინი მას ჯერ აქეთ-იქით «აბურთავებენ», ხოლო შემდეგ, როდესაც ასეთი გართობა მოსწყინდებათ, ერთმანეთთან, საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად, მის გაყოფას ცდილობენ...


image


შოტლანდიელი მეცნიერები ბენ უილსონი და გარი როსი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, ამ «კეთილგონიერ და საყვარელ» ცხოველებს სწავლობდნენ და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ დელფინებს შეუძლიათ, ზღვის ცხოველები, «ისე, უბრალოდ», გართობის გამო, მოკლან. მაგ., 1996 წელს დელფინებმა შოტლანდიის სანაპიროზე ზღვის ღორების პოპულაციის ნახევარი გაანადგურეს. მათი გვამების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ისინი უბრალოდ დასახიჩრებულები იყვნენ, მაგრამ შეჭმული – არა. ამან მეცნიერები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ მტაცებლები უბრალოდ ერთობოდნენ... ზღვაში მყოფი ადამიანი კი, დელფინებისთვის, ზღვის ღორისგან არაფრით განსხვავდება. გარდა ამისა, დელფინებს შეუძლიათ, ნავსაც «გაეთამაშნენ» და გადმოაბრუნონ კიდეც. დელფინები, სინამდვილეში, «ცინიკოსი მკვლელები» არიან და ისე კლავენ, რომ «თვალსაც არ ახამხამებენ». სწორედ ამის გამო ეშინიათ მათი ზვიგენებს და თუ წყალში დიდი ზომის მუქ არსებას დაინახავენ, უკანმოუხედავად გარბიან. სწორედ ამიტომ არის რეკომენდებული, წყალქვეშა ცურვისთვის, შავი ფერის კოსტიუმის გამოყენება... და როგორც მეცნიერები ამბობენ, ვისაც ზვიგენების ეშინია, მაგრამ წყალში მაინც ჩადის, წარმოდგენაც არა აქვს, მათთან ერთად, რამდენჯერ უცურავს.

მითს, იმის შესახებ, რომ დელფინები კეთილი და მოსიყვარულე ცხოველები არიან, მათი მომხიბვლელი «ღიმილიც» აძლიერებს. დელფინის ყურებისას, ისეთი გრძნება გვიჩნდება, რომ თითქოს ჩვენი დანახვა ძალიან ახარებთ. თუმცა ის, რაც ჩვენ ღიმილი გვგონია, ცხოველის ემოციის გამოვლენა სულაც არ არის. საქმე იმაშია, რომ ამ ცხოველს, სახის სხვა გამომეტყველების მიღება არ შეუძლია, რადგან მისი ყბები, ფიზიოლოგიურად (ქვედა ყბა რამდენიმე სანტიმეტრითაა წინ გამოწეული), ასეა მოწყობილი.

რადგან ბიოლოგიას შევეხეთ, აქვე აღვნიშნავთ, რომ დელფინები ცხოველთა სამყაროს ერთადერთი წარმომადგენლები არიან, რომლებიც სექსით შთამომავლობის გაგრძელებისთვის კი არა, სიამოვნებისთვის კავდებიან. ამიტომ, არც თუ ისე იშვიათია შემთხვევა, როდესაც მამრი დელფინები, იმისთვის რომ, მდედრებს სექსუალური ლტოლვა გაუჩნდეთ (მეძუძურ დელფინს ამგვარი ურთიერთობის სურვილი არ გააჩნია), მათ ახალშობილ შვილებს ხოცავენ.

და ბოლოს, ზვიგენებს დიდი ზომის არსებების ეშინიათ და ამიტომ, ისინი ნაკლებად საშიშნი არიან. ხოლო, დელფინებს – საერთოდ არაფრის ეშინიათ და ჩვენთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენენ...


image

არხის სხვა სიახლეები:


* ის უფსკრულზე 18 მ. სიმაღლეზე ეკიდა და მხოლოდ ჯიბის დასაკეცი დანა ჰქონდა...

* კატასტროფა, რომელმაც მზის სისტემაში უდიდესი ცვლილებები გამოიწვია

* ფოლადის არმატურამ ტვინში გაიარა... გადარჩენის წარმოუდგენელი ისტორიები

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



1
257
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
257
  
2023, 8 აგვისტო, 15:20
სადავო თემაა, ფლორიდაში უზარმაზარი ტერიტორიაა, სადაც ცურვა საერთოდ აკრძალულია ზვიგენებისგან მომდინარე საფრთხის გამო.
გემზე ვმუშაობდი 6 წელი და ხშირად მინახია თუ როგორ მიცურავენ დელფინები გემის გვერდით, ოკეანეშიც ხშირაც მიცურავია დელფინების სიახლოვეს, არანაირი აგრესია არ ყოფილა, ძალიან საინტერესო ხმებს გამოსცემენ ასეთ დროს.
აგრესია თუ ფიქსირდება ეს თავდაცვითი რეფლექსია, იჭერენ ბადეებით დელფინებს და დელფინარიუმებში მიჰყავთ, დელფინი ძუძუმწოვარი არსებაა, თან ძალიან ჭკვიანი და როცა ხედავს თუ როგორ ექცევა ადამიანი მის თანამოძმეს ბუნებრივია მათი რეაქცია.
ზოგადად კი დელფინი არ ცხოვრობს ერთ ლოკაციაზე, საკვების ძიებაში მუდმივად მიგრაციის რეჟიმშია.
0 1 1