x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138992
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
რა ხდება სამთავრობო არხებზე?
image

ვახო სანაიამ Facebook-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, იმის შესახებ რომ საზოგადოებრივი არხის დირექტორმა, ყოველგვარი ახსნის გარეშე დახურა ვახოს გადაცემა "რეპორტაჟი". მხოლოდ უთხრა, რომ სანაია მისთვის პრობლმას წარმოადგენდა და მისი გადაცემები პოლიტიკურ პროცესებზე არ აწყობდა.

imageასევე დაიხურა საზოგადოებრივ არხზე, ეკა ხოფერიას გადაცემა "აუდიტორია", რომელიც სრულიად აპოლიტიკური იყო და საზოგადოების პრობლემურ საკითხებს ეხებოდა.

image


facebook-ის ოფოციალურ გვერდზე ნანიკო ხაზარაძემ, გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იმედზე გადაცემა "დღის შოუ" დაიხურა, რასაც საზოგადოების, განსაკუთრებით ქალბატონთა უკმაყოფილება მოყვა. უამრავი ადამიანი გამოეხმაურა ნანუკას ამ სტატუს, აინტერესებდათ, რატომ დახურეს გადაცემა. ერთ-ერთმა facebook-ის მომხმარებელმა ასეთი კომენტარიც კი გააკეთა: "მიზეზი?...იმედია ესეც ივანიშვილს არ დაბრალდება. ყველაფერს აფუჭებენ წასვლისას....არაუშავს დროებითია ისევ დაგვიბრუნდებით მჯერა... ", რაზეც ნანუკამ უპასუხა: "ოცნება არაფერ შუაში არ არის!!!!! უსახსრობის გამო დაიხურა და ასე თქვეს ფული აღარ არისო და არამგონია დავბრუნდეთ ისევ", ასევე ნანიკომ კითხვაზე "ცეკვავენ ვარსკვლავები" იქნებ თუ არაო, უპასუხა რომ იქნებაო. გთავაზობთ ერთ-ერთი facebook-ის მომხმარებლის კომენტარს: "თქვენი გადაცემა ჩემთვის უბრალოდ გადაცემა არ ყოფილა: ყველა იმ ადამიანს, ვინც სულმოუთქმელად ელოდებოდა იმედის ეთერში ჩვენთვის უსაყვარლესი ადამიანების გადაცემას, ნამდვილად გაუჭირდება არსებობა თქვენს გარეშე, "დღის შოუმ" პირადად მე ძალიან ბევრ საყვარელ ადამიანებთან დამაკავშირა, ისინი ახლა ჩემთვის ძალიან ახლობელი მეგობრები არიან: ჩემი ქეთი, ვანო, ნათია-დადუ, ეთო, ლოლი, ჯონი და კიდევ ძალიან ბევრი საყვარელი, თბილი და განათლებული ადამიანი, ერთსა და იმავე დროს, როცა იწყებოდა "დღის შოუ" სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, მივუსხდებოდით კომპიუტერებს და ამ გადაცემის წამყვანებთან ერთად ჩავებმეოდით დისკუსიებში, ხან ვიცინოდით, ხან ვტიროდით, თითქოს რაღაცა ხნის განმავლობაში ერთნი ვიყავით...მართლა ძალიან მწყდება გული, რომ ყოველივე ეს აღარ განმეორდება, მიყვარხართ ძალიან ძალიან, არ ვკარგავ იმედს, რომ გიხილავთ კიდევ სხვა გადაცემებში, სხვა ტელევიზიებში და ისევ ძველებურად გავაგრძელებთ ურთიერთობებს...წარმატებები ". აი ასეთ სიყვარულს გამოხატავდნენ ამ გადაცემის მიმართ მისი მაყურებლები.

კიდევ რომელ გადაცემას დახურავენ ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი. მაგრამ ამ გასართობ გადაცემებს რატომ ხურავენ ვერ გავიგე? დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.



2
511
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
511
  
2012, 7 ოქტომბერი, 20:32
ექუნთს ვყიდი imortal0071 momweret da davilaparakot
2012, 6 ოქტომბერი, 15:45
დაველოდოთ...
0 1 2