x
მეტი
  • 04.03.2024
  • სტატია:133636
  • ვიდეო:354892
  • სურათი:507995
ბოლო 10 წლის ღვარცოფისგან და მეწყერისგან გამოწვეული ყველაზე ცნობილი კატასტროფები
image

შოვის ტრაგედიამ გვაიძულა გადაგვეხედა უახლესი წასულისთვის და გაგვეხსენებინა მსოფლიოში მომხდარი მეწყერისგან და ღვარცოფისგან გამოწვეული ყველაზე დიდი კატასტროფები ბოლო 10 წლის მანძილზე.(სია არასრულია)





2010 წლის 1 იანვარს, ბრაზილიის შტატ რიო-დე-ჟანეიროს კუნძულ კურორტ ილჰა გრანდეზე, ძლიერი წვიმის შემდეგ, მეწყერმა მათ სულ მცირე 52 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. მიწის მასის ქვეშ მოყვა სანაპიროს სასტუმრო, სადაც მაშველებმა 31 დაღუპულის ცხედარი იპოვეს.



2010 წლის 2 აპრილს ჰუანუკოს (პერუ) დეპარტამენტში ღვარცოფის შედეგად სოფელი აროიტო მთლიანად განადგურდა. სტიქიის მსხვერპლი სულ მცირე 12 ადამიანი გახდა, 100-მდე კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.




2010 წლის 7 მაისს სამხრეთ ტაჯიკეთში ღვარცოფის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 40 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. დაინგრა 1500-ზე მეტი სახლი, ათობით ხიდი, ასობით კილომეტრი საავტომობილო გზა.



2010 წლის 28 ივნისს ჩინეთის პროვინცია გუიჟოუში, დაჩჟაის დასახლების მიდამოებში, დიდი ღვარცოფმა მთლიანად დაფარა სოფელი. მეწყერის ქვეშ მოყვა 99 ადამიანი, მათ შორის მინიმუმ 30 დაწყებითი სკოლის მოსწავლე. სამწუხაროდ მათ გაქცევის საშუალება არ ჰქონდათ, რადგან ღვარცოფმა საცხოვრებელი ფართი სულ რაღაც ორ წუთში დაფარა.



2010 წლის 7 აგვისტოს ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით განსუს პროვინციაში ღვარცოფს 1250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 500-მდე კი გაუჩინარდა. სტიქიის ღამეს ღვარცოფის ზონაში 40 წუთში 98 მილიმეტრი ნალექი მოვიდა (წლიური ნორმა დაახლოებით 200 მილიმეტრია).



2010 წლის 9 აგვისტოს, ინდოეთის ჯამუსა და ქაშმირის შტატებში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული მასიური ღვარცოფის შედეგად, 145 ადამიანი დაიღუპა ლადახის რაიონში, კიდევ 500 დაკარგულად ითვლება. დაზიანდა მრავალი შენობა და ინფრასტრუქტურა.




2011 წლის 12 იანვარს ძლიერი წვიმის შემდეგ რიო-დე-ჟანეიროს (ბრაზილია) შტატის მთიან ნაწილში ერთდროულად რამდენიმე ქალაქს მოაწყდა ძლიერი ღვარცოფი. დღის განმავლობაში რეგიონში 800 მილიმეტრამდე ნალექი მოვიდა, რაც ყოველთვიურ ნორმას შეესაბამება. სტიქიის შედეგად 630-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 13 ათასზე მეტი უსახლკაროდ დარჩა. ეს ბუნებრივი კატასტროფა იყო ყველაზე დიდი სტიქია ბრაზილიის ისტორიაში.



2013 წლის 24 აპრილის ღამეს ავღანეთში ღვარცოფი დაატყდა ერთბაშად რამდენიმე დასახლებას. მაზარ-ი-შარიფში, შულგარის, კუშანდას და ჩარკანდის რაიონულ ცენტრებში დაიღუპა 20 ადამიანი, განადგურდა ორი ათასზე მეტი სახლი და შენობა.



2014 წლის 22 მარტს ამერიკის ქალაქ სიეტლის ჩრდილოეთით მეწყერი ჩამოწვა, დაახლოებით 30 სახლი დაინგრა. ღვარცოფმა გადაკეტა მდინარე სტილაგუამიშის ერთ-ერთი განშტოება, რამაც წყალდიდობის საფრთხე შექმნა. დაიღუპა 41 ადამიანი.



2017 წლის 1 აპრილის ღამეს კოლუმბიაში, მდინარეების მოკოას, სანგოიაკოსა და მულატოსის ნაპირების ადიდებამ ღვარცოფი გამოიწვია. მან მოიცვა ქალაქ მოკოას 17 რაიონი, სადაც 45000 ადამიანი ცხოვრობს. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 254 ადამიანი. ასევე, ადგილობრივი წითელი ჯვრის მონაცემებით, კიდევ 400 ადამიანი დაშავდა, 220 დაკარგულად ითვლება.



2018 წლის 9 იანვარს სამხრეთ კალიფორნიაში ჩამოწვა მეწყერი. ეს მოხდა რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც მთელმა რიგმა ტყის ხანძრებმა გაანადგურა მიმდებარე ტერიტორიები, ასევე ტყის გაჩეხვამ, დაიღუპა 20 ადამიანი.



2019 წლის 9 აგვისტოს ბირმაში, პაუნგის დასახლებაში ხანგრძლივმა წვიმებმა გამოიწვია 27 სახლის დანგრევა სოფლებში მოტამაში და ტაე ფუ კონეში.დაიღუპა 70 ადამიანი.



2019 წლის 4/23 დეკემებრს ბურუნდიაში, პროვინცია ჩიბიტოკეში, მეწყერი გამოიწვია არა არასასეზონური ძლიერი ნალექის გამო, ნაწილობრივ ციკლური ამინდის და ოკეანის დათბობის შედეგად.დაიღუპა 41, უგზო-უკვლოდ დაიკარგა 10.



2020 წლის 30 დეკემებერი, ნორვეგია, გჯერდრუმი, ჯერ კიდევ 2005 წელს ერთ-ერთ მოხსენებაში ნათქვამი იყო ეს ტერიტორია“ როგორც „მაღალი რისკის" ზონა", დაიღუპა 10 ადამიანი.



2021 წელის 3 ივნისი, იაპონია, ატამი.იაპონიის ხანძარსაწინააღმდეგო და კატასტროფების კონტროლის სააგენტოს და იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ოფიციალური ანგარიშის თანახმად, 411-დან 442 მილიმეტრამდე ნალექის გამო ჩამოიშალა 70000 კუბური მეტრი ბორცვი, რამაც საცხოვრებელ უბნებში დაანგრია მრავალი სახლი და ელექტროგადამცემი ხაზები .წვიმები გრძელდებოდა 1-დან 3 ივლისამდე.დაიღუპა 27 ადამიანი.



2022 წლის 30 ივნისს ინდოეთში, მანიპურის შტატში ღვარცოფმა შეიწირა 58 ადამიანი, 9 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.




2022 წლის 26 ნოემებრია, ისკია, იტალია.გადაბმულმა წვიმებმა გამოიწვია ღვარცოფი, დაიღუპა 12 ადამიანი.

0
295
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
295
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0