ფოტოგრაფია და აქ რა ხდება? წარსულის უცნაური ფოტოები, რომლებიც დღეს სრულ გაურკვევლობას იწვევს 2023, 7 აგვისტო, 14:05 საინტერესო ისტორიული მასალაც კი მხოლოდ მშრალი ფაქტებია, მაშინ როდესაც დამთვალიერებელზე ისტორიული ფოტოები სრულიად განსხვავებულ შთაბეჭდილებას ახდენს და მათ ისტორიული რეალობის უკეთ გაგებაში ეხმარება. შემთხვევით გადაღებული კადრების უკან როგორც წესი, მომნუსხველი ისტორიები იმალება, რომელთა გაცნობასაც თქვენთვის სწორედ ახლა ვაპირებ.თქვენ წინაშეა ფუსაკო შიგენობუ - იაპონელი რევოლუციონერი, მილიტარიზებული კომუნისტური ჯგუფის "იაპონიის წითელი არმიის" დამფუძნებელი და ლიდერიქალები ორი შოტლანდიელი ჯარისკაცის კილტის თვალიერებისას, საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა, 1914 წლის 5 ოქტომბერიბევრ თქვენგანს მატარებლის კატასტროფის ეს უცნაური ფოტო ალბათ, არაერთხელ უნახავს, თუმცა დეტალები არ იცის... ყველაფერი კი შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს დაიწყო, 1895 წლის 22 ოქტომბერს "გრანვილი - პარიზის" ექსპრესი, რომელზეც 131 მგზავრი იმყოფებოდა, გრაფიკს შესამჩნევად ჩამორჩებოდა, პარიზში დროულად ჩასავლელად მძღოლმა სიჩქარე გაზარდა, მალევე დიდი სიჩქარით მიმავალი მატარებელი (დაახლოებით 40 კმ/სთ) ძველი დასავლეთის სადგურის ბაქანზე გადავიდა, მთელი სადგური გაიარა, ფასადურ კედელს შეეჯახა, გაარღვია ის და 10 მეტრის სიმაღლიდან პირდაპირ ქუჩაზე ჩავარდა. ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი მგზავრი დაშავდა. კატასტროფას მხოლოდ საღამოს გაზეთის გამყიდველი, მარი-ოგიუსტინ აგილარი ემსხვერპლა, რომლის კიოსკსაც ჩამონგრეული კედელი დაეცა. ოთხი დღის განმავლობაში ორთქმავალი ჰაერში ასე იყო გადმოკიდული, რამაც ცნობისმოყვარე ქალაქელების ყურადღება მიიპყრონორვეგიელი წარმოშობის ამერიკელი ჰანს ლანგსეთი ისტორიაში ყველაზე გრძელწვერიან მამაკაცად ითვლება, ფოტო 1912 წელს არის გადაღებული, წვერის გაზრდა მან 19 წლიდან დაიწყო, შემდეგ კი "ფრიკების ცირკში" მონაწილეობდა. ჰანსმა სიბერეში წვერის უმეტესი ნაწილის მოჭრა გადაწყვიტა, რომლის სიგრძეც 5, 33 მ აღწევდაძნელი დასაჯერებელია, თუმცა "კაბინები" საჯარო პლაჟებზე ყოველთვის არ იყო, გიყვარს ცურვა - მაშინ პორტატული "გასახდელის" ტარებაც უნდა გიყვარდეს, აშშ, 1938 წელიქალბატონები ისლანდიის კურორტზე გეოთერმული ტალახის აბაზანების მიღებისას, 1950-იანი წლების დასაწყისი. ტალახით მკურნალობა ამშვიდებდა კუნთებს, ხოლო მინერალები სასარგებლო იყო კანისთვის. 38°C ტალახის აბაზანაში პროცედურა 15 წუთს გრძელდებოდა, ხოლო გულისა და ფილტვის დაავადებების მქონე პაციენტებისთვის აღნიშნული პროცედურის მიღება იკრძალებოდანუ იჩქარებთ ბავშვების ეკრანებთან მოხმობას! ეს "ტელეღიპუცების" მორიგი სერია არ გეგონოთ, ეს გახლავთ მთვარის კოსმოსური კოსტიუმის პროტოტიპის ტესტირება "აპოლოს" მთვარის მისიისთვის, 1962 წელი, მოჰავეს უდაბნო, ლავის ველები, ფოტო ჟურნალ "Life"-სთვისსკაფანდრის კიდევ ერთი ვარიანტი მთვარეზე გასაფრენად, რომელიც რესპუბლიკური საავიაციო კორპორაციის მიერ იქნა შექმნილი, 1960 წლის 16 მარტიარ გსურთ საყოფაცხოვრებო მაღაზიაში წასვლა? მაშინ ის თქვენთან თავად მოვა. მამაკაცი, რომელიც ცოცხებსა და კალათებს ჰყიდის, იაპონია, 1890-1896 წწ, და რაც მთავარია არავითარი პლასტმასი, ყველა ნივთი ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა იყოპინბოლის აპარატები შეერთებულ შტატებში 30-იან წლებში პოპულარობის პიკში იყო. მას თამაშობდნენ მოზრდილებიც და ბავშვებიც გაკვეთილების გაცდენისას. მორალისტები სამოქალაქო ომის სირენებზე უფრო ხმამაღლა აყვირდნენ და მას ღია ომი გამოუცხადეს. სოციალურმა ისტერიამ უვნებელი პინბოლი აზარტულ თამაშთან გააიგივა, რის შედეგადაც 1939 წელს ის ლოს - ანჯელესში აკრძალეს, ამ ფაქტს პოლიციის მხრიდან სერიოზული ზომების მიღება მოჰყვა, პოლიცია ავტომატებს საჯაროდ ამტვრევდა, ამნისტია მას მხოლოდ 1974 წელს შეეხო...მემაქმანეები ბრეტანში, საფრანგეთი, 1920 წელი, დრო, როცა ქალებს ტელეფონი არ ჰქონდათ...624 შეფასება არ არის |