x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
"ბევრს ვილაქლაქებთ და რაღაცის გამოსწორების მაგივრად, მომდევნო ტრაგედიამდე დავიშლებით"-ლევან ყურაშვილი
image

"მეწყერსაშიშ ზონაში რა უნდოდა სასტუმროსა და კოტეჯებსო.


ხალხო, მთიანი სოფლების დიდი ნაწილი არის გაშენებული მსგავს მეწყერსაშიშ ზონებში.


წვიმების სეზონზე წყალმოვარდნები და მეწყერები არის ამ ადამიანების ცხოვრების ყოველდღიურობა.



მაგალითად, ლეჩხუმში, ჩემს სოფელში, ჯერ კიდევ კომუნისტების დროს მეწყერმა რამდენიმე ათეული ადამიანი მოკლა. მდინარე კვერეშულას ნაპირებზე დღემდეა შემორჩენილი მეწყერისგან ჩამოტანილი ლოდები. ერთ-ერთი მაგალითად 3-5 სართულიანი კორპუსის სიმაღლისაა და ხეები იზრდება ზედ, იმხელაა.


სახელმწიფო იმისთვის გვინდა, რომ მეწყერსაშიში ზონები გაამაგროს და ადრეული აღმოჩენის სისტემები დანერგოს და სადაც ეს შეუძლებელია ან არაადეკვატურად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ადგილობრივი მაცხოვრებლების განსახლების გეგმა ჰქონდეს.


ბუნებრივი კატასტროფები ყოველთვის ხდებოდა და სამწუხაროდ კიდევ მოხდება.


ნორმალურ ქვეყანას ბანანის რესპუბლიკისაგან განასხვავებს არა ბუნებრივი კატასტროფა, არამედ კატასტროფაზე სახელმწიფოს სწრაფი, ადეკვატური და ეფექტური რეაგირება.


და ჩვენ გვაქვს ბანანის რესპუბლიკის რეაქცია.


ბევრს ვილაქლაქებთ და რაღაცის გამოსწორების მაგივრად, მომდევნო ტრაგედიამდე დავიშლებით!


ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონია რაჭა.


ჰყავთ ადგილობრივი ფეოდალი გოჩა ენუქიძე, რომელიც სულ მთავრობაშია.

ნაცების ნომრით ორჯერ გახდა დეპუტატი, ორჯერაც ქოცების დროს.


მისი მთავარი ფუნქცია არის ადგილობრივების იაფად ყიდვა საარჩევნოდ.


რაც უფრო ღარიბი იქნება მოსახლეობა, მით უფრო იოლი და იაფია ხმების ყიდვა.


არჩევნებზე დახარჯულ ფულს ათმაგად იღებს მერე ტენდერებითა და ბიუჯეტის ხრამუნით.


როგორ ფიქრობთ, ყველა ხელისუფლების დროს რომ მთავრობაშია, ეგეთ ადამიანს ფულისა და ძალაუფლების გარდა რამე პრინციპი აქვს ცხოვრებაში, ქვეყნის განვითარებაზე და მსგავს მაღალ მატერიებზე ფიქრობს?


არა, რა თქმა უნდა.

მისი ერთადერთი საზრუნავი პირადი კეთილდღეობა და უსაფრთხოებაა. ხვალ კადიროვი რომ მოვიდეს, იმასთანაც დაალაგებს, ისევ დეპუტატი იქნება.


ვიდგეთ ჩვენ პირდაფჩენილი და ვუყუროთ ჩვენს ხარჯზე როგორ იწყობენ ცხოვრებას და არჩევნებზე 100 ლარის ან ერთი ტომარა კარტოფილის ხათრით ვუგროვოთ ხმები ფეოდალებს.


ოღონდ მერე მოთხოვნებიც შესაბამისი რა, თუ შეიძლება!

თანამედროვე სამაშველო ვერტმფრენი მომინდომეთ ახლა!

მერე ენუქიძის ახლობლებმა რა ჭამონ?!"-წერს სოციალურ ქსელში ბლოგერი ლევან ყურაშვილი

1
193
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
193
  
2023, 5 აგვისტო, 19:02
ამაშია საქმე მერე,რო არის არ უნდა იყისო. ვიღაცეები პაპუა ახალ გვინიეშიც ჩადის დასასვენებლად,შენ რატო არ მიდიხარ? სახელმწიფო რა ადამიანი არ არის,თუ არ მეცოდებოდეს... საკურორტო ზონაც გინდათ,ფულის შოვნაც და უსაფრთხოებაც,ერთად არ გამოდის და რომელია მნიშვნელოვანი? რატომ ირჩევ პირველ ორს? ბუნებრივი კატასტროფები ხდებოდა და მოხდება,თუმცა ადამიანს მეტი აზროვნება მოეთხოვება. იყო დრო,ადამიანები ჭუჭყიანი ხელებით სჭამდა საჭმელს,თუმცა მერე მიხვდა რო ჯამრთელობისთვის საზიანოა,ამიტომ დაბანილი ხელებით ვჭამთ საჭმელს. უპირველესი არის უსაფრთხოება და მერე დანარჩენი.
0 1 1