x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508667
"სანამ მთელ რაჭას არ წაიღებს, მოდი მდინარეს ჯებირები არ გავუკეთოთ და ჰესები ვაშენოთ.."- რას წერდა სამი წლის წინ მარიტა გუტაშვილი
image

"სანამ ურემი გადაბრუნებაო" ან " ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა" ეს ცნობილი გამონათქვამები გაგახსენდებათ, როდესაც მარიტა გუტაშვილის სამი წლის წინანდელ პოსტს ნახავთ, ეს ის მარიტა გუტაშვილია, რომელიც სტიქიის ზონაში მოყვა, თვითონ გადარჩა, მაგრამ ამ დრომდე არ იცის, ცოცხალია თუ არა მისი ძმა, და, დეიდა, ორი დეიდაშვილი, ბიძაშვილი სამი შვილით, რომელმაც წუხანდელი ღამე ტყეში გაათენა, დანარჩენ ადამიანებათან ერთად, რადგან სახელმწიფომ ამ ადამიანებს უთხრა, ბოდიში, ღამე და ვერ გამოგიყვანთო და ვერც მეზობელი ქვეყნებისთვის ვერტმფრენების თხოვნის საჭიროებააო.


გამოდის, რომ რაჭა წინასწარ განწირული იყო, წაიკითხეთ პოსტი და დასკვნები თქვენთვის მომინდვია.


პოსტი დაწერილია 2020 წლის 29 ივლისს


"SOS !!! მოგესალმებით ყველას. მშვიდობიან დილას გისურვებთ ???? ვისაც გიყვართ რაჭა, გული შეგტკივათ შოვზე მინდა ყველას გაგაგებინოთ როგორი დილა გაგვითენდა აქ.
???????? უკვე მერამდენე წელია საკუთარი ძალებით, საკუთარი ხელებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად ვცდილობთ შევინარჩუნოთ ის სამოთხე რაც აქ გვაქვს. შევინარჩუნოდ მხოლოდ ჩვენთვის კი არა, მთელი საქართველოსთვის.????????
????რამოდენიმე წლის წინ უხვი ნალექის გამო კურორტ შოვში, მდინარე ბუმბურას ადიდების შედეგად დაზიანდა კურორტის მთავარი გზა, მდინარემ კალაპოტი გაარღვია. მაშინაც ისეთი სიტუაცია იყო ( შედარებით უფრო მსუბუქი- მალე ვუშველეთ ჩვენივე ძალებით), როგორსაც ახლა ფოტო მასალაში ნახავთ. მაშინ, მიუხედავად იმისა რომ ონის რაიონულმა გამგეობამ ძალიან კარგად იცოდა არსებული მდგომარეობის შესახებ, მხოლოდ ამოსვლით, ნახვით, ფოტოების გადაღებითა და მწუხარების გამოხატვით შემოიფარგლა. ????მადლობა დიდი !
➡️ჩვენი ხელით, გელა გუტაშვილის სპეც-ტექნიკით, გავამაგრეთ მდინარის კალაპოტი და გადავარჩინეთ მთლიანად წალეკვას შოვი. ნორმალურად შეფასებული მდგომარეობის ფონზე, უნდა გაეკეთებინათ მობრძანებულ "ექსპერტებს" ჯებირები, გაემაგრებინათ კალაპოტი, მაგრამ არავინ არ შეწუხებულა არსებული პრობლემით. ????
გავიდა რამოდენიმე წელი... ჩვენ ისევ აქ ვართ.. დღესაც იგივე ხდება რაც მაშინ, უარესიც. მიწასთან გასწორდა მთელი კურორტი, ცარიელი ხელებით ვეღარ ვშველით. ვიცი ყველას თავის გასაჭირი აქვს და მთლიანად რაჭისთვის გათენდა ის დილა რისიც გვეშინოდა... მაგრამ.. სანამ მთელ რაჭას არ წაიღებს, მოდი მდინარეს ჯებირები არ გავუკეთოთ და ჰესები ვაშენოთ.. მარტო შოვი არა, ასეთ დღეშია გონა, ღები, ჭიორა, გლოლა, უწერა.. ????ასეთ დღეშია ნაკიეთი და ალბათ კიდევ ბევრი ადგილი რაც მე ჯერ არ ვიცი კიდევ. ახლა გვიანია.. საკმაოდ გვიანი ... და რომც გინდოდეთ.. არ ვიცი საერთოდ დაგრჩათ თუ არა შესაძლებლობა იმის, რომ დაგვეხმაროთ .. მოგვაქციეთ ცოტა მეტი ყურადღება... არაა საჭირო ჰესების აშენება, ისედაც "ვიხრჩობით" . გვეყოფა მზიანი ამინდის ყურება, სიძნელესთან გამკლავებას ერთად შევძლებთ თუ არ დაიმალებით. გვეყოფა ზღაპრების მოყოლა, კეთილი დასასრული მაინც არცერთს არ აქვს და ნუ ვიწვალებთ შეთხზვით თავს... მარტო საკუთარი სახლებისთვის საძირკველის გამაგრება არ კმარა.. წყლიან საძირკველში ისევ ჩადგება წყალი.. ადვილად მისახვედრი ამბავია????
მადლობა დიდი ყურადღებისთვის ❤️ და კიდევ..
მადლობა დიდი ყველას ვინც ამ დროის მანძილზე გვერდით გვიდგას ❣️ როგორც რაჭველები ვიტყვით ხოლმე.. წყლის ძალა მოგცეთ ღმერთმა ყველას ❣️

3
403
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
403
  
2023, 4 აგვისტო, 22:33
კაჭრეთანა ერთი სოფელია,კამეჩანთკარი სახელად. ხოო და,ამ სოფელში ცხოვრობდა ერთი ექიმი,გვარად ყაყიტაშვილი.ამ ყაყიტაშვილსა ისეთი სახლი ქონდა და ეზო ისე ქონდა დავარცხნილი რო ადამიანი ვერ დაივარცხნი თმასა. ამას წინათ,ჩემს ბიძაშვილთან ვიყავი და ვიფიქრე,წავალ,ვნახავ ყაყიტანთ სახლსთქო... მივედი და სად არის სახლი?! ასეა,ჩვენი ხელით ვანგრევთ ყველაფერსა და მაგიტომაც გვენ... ერთი შავდია გვყავს სამსახურში და ამბობს,უუხ,ერთი სტალინი წამოაყენა ფეხზე,24 საათში დაამყარებდა წესრიგსო... შეგნებასა სახრე და სტალინი რათ უნდა? არ ვარგივართ ძმაო,ჩვენივე ხელით ვანგრევთ ყველაფერსა." ამ სერიალის ეს სცენა უნდა აჩვენოს ყველა არხმა დღეში სამჯერ,მამაოჩვენოსავით უნდა დაიზეპიროს ყველამ და მერე აღარ გვექნება ესეთი ტრაგედიები ან თუ იქნება იშვიათად და ნაკლები მსხვრეპლით.
2023, 4 აგვისტო, 22:25
სადღაც გაუვალ ადგილას ვოყიდე მიწა,გავკაფე და გავასწორე,ავაშენე ქარხანა(პირობითად) და უცებ მივხვდი რო გზა არ მიდის იქამდე ნორმალური,რა ვქნა მთავრობას დაველოდო? არა ბატონებო. უნდა ავდგე და მოვიძიო სახსრები,გავიყვანო ნორმალური გზა,რადგან ჩემს ბიზნესს ასე სჭირდება და მე ვერ დაველოდები ბიუროკრატს,რადგან იქ დასაქმებულები უნდა მივიდნენ და იქედან პროდუქტის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს. არის თუ არა ალბათობა რო ჩემი გაკეთებული გზით სხვაც ისარგებლბეს? რა თქმა უნდა,თან დიდი შანსია ამის. მე ხარჯი გავიღე და სხვამ რატომ უნდა ისარგებლოს? კი,ხარჯი მე გავიღე,თუმცა ჩემი საქმისთვის იყო საჭირო.თუ მინდა სარგებელი ვნახო აქედან,მუნიციპალიტეტს ვუთანხმდები,თუ გზას დავაგებ,მაშინ გარკვეული დროით ჩემს მფლობელობაში უნდა იყოს და თუ ვინმე რაიმე ბიზნესისთვის გამოიყენებს ამ გზას,საკომისიო უნდა გადამიხადოს. ასე იქცევიან ცივილიზებულ საზოგადოებაში.

ეს გოგონა ამას წერს ე.ი. ადგილობრივებმა და ბიზნესებმა იცოდნენ იმის შესახებ რო პრობლემა იყო,არ იყო უსაფრთხოება დაცული,ხოდა რატომ იღებდნენ დამსვენებლებს? მათი პასუხისმგებლობა არ არის? არ ვიძახი,მუნიციპალიტეტს უნდა გაეკეთებინა,თუმცა ბიუროკრატია და სირია,არ გააკეთა ვიღაცამ,ხოდა შენ რატო აშავებ?
2023, 4 აგვისტო, 22:15
ძალიან ცუდი ამბავი მოხდა,რისი არიდებაც შეიძლებოდა,ნუ მე ასე მჯერა,თუმცა ახლა აზრი არ აქვს. მიუხედავად იმისა,რომ ამ გოგონას ვითანაგრძნობ მთელი გულით და მინდა,მისი ახლობლები,ზოგადად ყველა დაკარგული ცოცხალი იპოვონ,ვერ დავეთანხმები ამ საკითხში,თითქოს ჯებირები უნდა და ჰესები არა. რატომ არა ორივე? გამაგრებითი სამუშაოები რო უნდა ჩატარდეს ყველა საჭირო ადგილას ეს უეჭველია,თუმცა ამას ჰესი ხელს რატომ უშლის? რა თქმა უნდა,ჰესი ყველაგან არ უნდა გააკეთო,თუმცა მისი საჭიროებაც დიდი გვაქვს. ენერგო დამოუკიდებლობა გვჭირდება ქვეყანას და ჰესების გარეშე ეს შეუძლებელია.

არც იმას ვეთანხმები,რომ მხოლოდ მუნიციპალიტეტი და ზოგადად,მთავრობებია დამნაშავე ამაში,ყველა რაჭველის პასუხისმგებლობა არის ამაში და იმისიც ვინც იქ ჩადის ან ბიზნესს აწარმოებს. უნდა გაკეთებულიყო არის ტრუხა საუბარი,ეგ ყველაზე ცუდია,რადგან აქამდე იყო უნდა გაკეთდეს,მაგრამ არ გაკეთდა. ცივილიზებულ ქვეყნებში,თვითონ ბიზნესები აკეთებენ ამგვარ რაღაცეებს,რადგან კურორტი არის მათი შემოსავლის წყარო და მომხმარებლის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია,ხოდა რატომ არ გააკეთა ეს იქ არსებულმა ბიზნესებმა?თითის გაშვერა ადვილია,თუმცა საქმეს არ შველის.
0 1 3