ნიგერიელებმა გემის საჭეზე მიბმულებმა გადაცურეს ატლანტის ოკეანე ევროპაში მოსახვედრად და ბრაზილიაში აღმოჩნდნენ
ნიგერია აფრიკის უდიდესი ქვეყანაა 184 მილიონი მოქალაქით, ქვეყანა ძალიან მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, მაგრამ ათწლეულებია ნიგერიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს და სახელმწიფოში ანარქია და ქაოსი სუფევს, ამიტომაც ქვეყნის მოქალაქეები ცდილობენ ნებისმიერი ხერხით დატოვონ სამშობლო და როგორმე მოხვდნენ ევროპაში, სადაც მათ მშვიდო ცხოვრება და სამომავლო პერსპექტივა ელოდებათ.
ნიგერიელები ძირითადად გემებზე ადიან მალულად და "კურდღლის" სტატუსით (უბილეთო მგზავრი) ცდილობენ ევროპაში მოხვედრას, რაც ძალიან ხშირად მათი პირველივე პორტში გადასმით მთავრდება.
ხანდახან მოზრდილი მოტორიანი ნავებით ცდილობენ საფრთხის მიუხედავად ოკეანის გადალახვას, რაც ტრაგედიით მთავრდება.
ახლახანს ნიგერიელებმა ასე ვთქვათ რეკორდი დაამყარეს, ოთხმა ნიგერიელმა პორტში მდგარ გემამდე მიცურა, თან საკვების და წყლის გარკვეული მარაგი წაიღეს და გემის საჭის მექანიზმზე მიიბეს თავი იმის იმედად, რომ ატლანტის ოკეანეს გადაცურავდნენ ამ ფორმით და ევროპაში მოხვდებოდნენ, თუმცა გემის სვლა ძალიან გაჭიანურდა, ნიგერიელებმა აბა რა იცოდნენ გემი საით მიცურავდა და რამდენიმე დღეში საკვებიც შემოელიათ და წყალიც, მამაკაცები ოკეანის მარილიან წყალს სვამდნენ რაც წყურვილის სურვილს კიდევ უფრო აძლიერებდა, მაგრამ საოცარი გამძლეობა გამოავლინეს და როცა გემი პორტს მიუახლოვდა ისინი სანაპირო დაცვის სამსახურის კატარღიდან შეამჩნიეს, სწორედ ეს კადრია დაფიქსირებული სტატიის მთავარ სურათად.
წარმოიდგინეთ ოთხმა მამაკაცმა გემის საჭეზე მიბმულებმა ოკეანეში გაატარეს 2 კვირა და გადალახეს გემთან ერთად 5600 კილომეტრი.
მათდა საუბედუროდ გემი ევროპის ნაცვლად ბრაზილიის პორტს მიადგა. ნიგერიელებს წარმოუდგენელი იმედგაცრუება განიცადეს, რადგან ბრაზილიის კანონებით არალეგალებს უკანვე აბრუნებენ სამშობლოში.