x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508659
"ოპოზიციურმა ტელევიზიებმა და ოპოზიციასთან აფილირებულმა „პერსონებმა“ იმდენი სისულელე „აბრეხვეს“, რომ მეწყერი დამავიწყდა" - ნიკო კახეთელიძე

imageურბანისტი ნიკო კახეთელიძე რაჭაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ რაჭის რეგიონი მუდმივად წარმოადგენდა სეისმურად აქტიურ ზონას, რამაც რაჭველები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დასახლება გამოიწვია.


„როგორ აღმოჩნდნენ რაჭველები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში (კახეთი, ქვემო ქართლი, აფხაზეთი)? რაჭა ყოველთვის წარმოადგენდა მეწყერსაშიშ არეალს. სხვადასხვა დროს მთლიანად სოფლებიც კი „მოწყვეტილა“ და ჩახერგილა მდინარეების კალაპოტები. ამის გამო ხდებოდა მათი „გადასახლება“. ბევრ კუთხეშია სოფელი რაჭისუბანი! სხვადასხვა დროს ეს უკავშირდებოდა ზუსტად ამ მოვლენებს. სამწუხაროდ დღესაც მოხდა მსგავსი მოვლენა. მადლობა ღმერთს არ იყო იმ მასშტაბის რაც უწინ ხდებოდა. არც მოსახლეობის მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამის მიუხედავად ოპოზიციურმა ტელევიზიებმა და ოპოზიციასთან აფილირებულმა „პერსონებმა“ იმდენი სისულელე „აბრეხვეს“, რომ მეწყერი დამავიწყდა. ვაკვირდები ხოლმე და ვცდილობ გამოვიცნო ის ვერსიები რა შეიძლება მოიფიქრონ ასეთ დროს. ვერასდროს ვერ „გავარტყი“, ძონძები და ბოროტები ხართ და სულ ტყუილად გგონიათ რომ ამ უნიჭო პიარსვლებში ვინმე აგყვებათ. გაუმარჯოს რაჭველებს! ღმერთი იყოს თქვენი და დანარჩენი საქართველოს მფარველი. მიყვარხართ P.S სამწუხაროდ ამ წუთს გავრცელდა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია. ღმერთო გაანათლე მათი სულები“, - წერს ნიკო კახეთელიძე.


ნიკო კახეთელიძემ კიდევ ერთი პოსტი დაწერა ამ ამბებზე:


რაღაცას რომ წერთ ან ისმენთ ცოტა ხომ უნდა დაფიქრდეთ? ვერტმფრენს განათება როგორ არა აქვს, მაგრამ თუ ხართ იმ ხეობაში ნამყოფი ან ვერტმფრენით ნაფრენი? სამაშველო-საძიებო სამუშაოები მაქსიმალურად დაბალი სიმაღლიდან ხორციელდება. რა განათებამ უნდა უშველს ვერტმფრენს ისე რომ არაფერს წამოედოს რელიეფის სირთულიდან გამომდინარე?
თქვა ერთმა კრეტინმა რაღაც და აყვნენ. იქნებ გამოვიჭიროთ რაღაცაშიო. დაატანეთ ტვინი რაღაცას, რამ გაგაბოროტად ასე?
ბოლო მონაცემებით, რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესების განვითარებით დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა. მაშველებმა ოთხი ცხედარი დღეს აღმოაჩინეს.

სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე უცნობია, მოხდა თუ არა ნაპოვნი ცხედრების იდენტიფიცირება.

1
467
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
467
  
2023, 16 აგვისტო, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1