x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138344
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512019
ყველაზე საშინელი მოვლენა ევროპის ისტორიაში

შუა საუკუნეების ევროპაში, არსებული სოფლის მეურნეობის დონის გამო, შიმშილი იშვიათობას არ წარმოადგენდა. იყო ცუდი და შედარებით ცუდი წლები. მაგრამ, სამი წლის მანძილზე, 1315-1317 წწ. მოსავალი თითქმის არ მოვიდა და მილიონობით ადამიანი შიმშილით დაიღუპა (ქალაქებში მოსახლეობის მეოთხედი ამოწყდა, ხოლო სოფლად, — მსხვერპლის რაოდენობა ცნობილი არ არის, რადგან არავის აინტერესებდა და არც არავინ ითვლიდა). გარდა ამისა, თითქოს ეს საკმარისი არ იყო, გადარჩენილებს «შავი ჭირის» ეპიდემია «დაერია»... მისი პიკი 1348 წ. იყო, როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში, 30-დან – 90%-მდე მოსახლეობა დაიღუპა.


image

ბევრს მაშინ ეგონა, რომ ქვეყნის აღსასრული დადგა და როგორც რთულ პერიოდებში ხდებოდა, კუდიანებზე დაიწყეს ნადირობა, — ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით. ძირითადი ბრალდება, რომელსაც ეჭვმიტანილებს უყენებდნენ — ამინდზე ცუდი გავლენა და დაავადების გამოწვევა იყო. ხოლო, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პატიმარს სიკვდილით დასჯა ელოდა.

გარდა ამისა, საზოგადოებამ გაველურება დაიწყო — მორალის ყველა ნორმა, გადარჩენის ცხოველურ ინსტინქტებს შეეწირა... იმ პერიოდის ქრონიკებს თუ დავუჯერებთ, «1315 წელს ლივონიაში (ისტორიული მხარე ბალტიისპირეთში XIII-XVI სს.) საკვებ პროდუქტებზე ისეთი მაღალი ფასები და ისეთი შიმშილი იყო, რომ ადამიანები საკუთარ შვილებს ხოცავდნენ, საფლავებიდან მიცვალებულებს თხრიდნენ, სახრჩობელიდან გვამებს ხსნიდნენ, ხარშავდნენ და ჭამდნენ» (ჰერმან ვარტბერგი (Hermann von Wartberge) (? - 1330 წწ.), «ლივონიის ქრონიკა»).
«1315 წელს ლივონიაში და ესტონეთში ისეთი შიმშილობა იყო, რომ დედები საკუთარ შვილებს ჭამდნენ» («სამბიელი (Samland – აღმ. პრუსია) კანონიკი, პრუსიის საქმის ამონაწერი» (ლათ. Canonici Sambiensis epitome gestorum Prussie), ისტორიული თხზულება, XIV ს. I ნახევარი, მოიცავს ).


image


ისტორიული ქრონიკის გარდა, ამ საშინელმა პერიოდმა ჩვენამდე, ყველასთვის ცნობილი ზღაპრების და ლეგენდების სახით მოაღწია. მაგ., ზღაპრები კაციჭამიებზე, ტყეში დატოვებულ ბავშვებზე, რომლის გამოკვება მშობლებს არ შეეძლოთ და სხვა...
სწორედ იმ ბნელ პერიოდში შეიქმნა ლეგენდა ჰამელნელი (Hameln, ქ. გერმანიაში) ვირთხების მჟლეტველის შესახებ, რომელმაც ჯადოსნური სალამურით, ქალაქი ვირთხებისგან გაწმინდა (მდინარისკენ გაიტყუა და ჩაახრჩო), ხოლო როდესაც გაწეული საქმისთვის, გასამრჯელო არ გადაუხადეს, მან იგივე სალამურით, ქალაქის უმადური მცხოვრებლების შვილები მთებში გაიტყუა და მას შემდეგ, ბავშვების შესახებ, არავის არაფერი გაუგია...


image

არხის სხვა სიახლეები:


* ის უფსკრულზე 18 მ. სიმაღლეზე ეკიდა და მხოლოდ ჯიბის დასაკეცი დანა ჰქონდა...

* კატასტროფა, რომელმაც მზის სისტემაში უდიდესი ცვლილებები გამოიწვია

* ფოლადის არმატურამ ტვინში გაიარა... გადარჩენის წარმოუდგენელი ისტორიები

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



0
752
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
752
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0