ფოტოგრაფია საინტერესო ისტორიული კადრები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ! 2023, 2 აგვისტო, 15:40
რამდენ საიდუმლოს ინახავს ისტორია და რა იშვიათად გვეძლევა ხოლმე შანსი მასთან ოდნავ მაინც მიახლოების. დღეს, სწორედ ასეთი უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ. დღევანდელ სტატიაში თქვენს ყურადღებას ცნობილი ადამიანებისა და საინტერესო მოვლენების ამსახველი ფოტოების მორიგ სერიაზე შევაჩერებ და იშვიათ ისტორიულ ფოტოებს წარმოგიდგენთ, რომლებიც დროებით წარსულში დაგაბრუნდებთ და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გამოგზაურებთ.
გოგონების ინგლისური პოპ - ჯგუფი "Spice Girls" 1994 წელს ლონდონში დაარსდა. თავისი სადებიუტო სინგლი - "Wannabe" ხუთეულმა 1996 წელს გამოუშვა. სიმღერამ გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჰიტ-აღლუმის სათავეში შვიდი კვირა დაჰყო და ჯგუფს საერთაშორისო სტატუსის მოხვეჭაშიც დაეხმარა, 1995 წელი
კენედის ავტოკოლონა დალასში მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე, აშშ, 1963 წელი
პლაჟის მობილური გასახდელი, 1929 წელი
იაპონური "Krispy Kreme"-ის დონატების დემონსტრირება, 1950-იანი წლები
კაპიტან სკოტის ექსპედიციის პოლარული მკვლევარები პონის ვისკით გაათბობას ცდილობენ, 1911 წლის 8 თებერვალი
იტალიელი პარტიზანი პროსპერინა ვალე, 1944 წელი
ექსტრემალი - მოთხილამურე დაგ კუმბსი კლდიდან დაშვებისას, ვაიომინგი, აშშ, 1989 წელი
ასე გამოიყურებოდა მსოფლიოში პირველი უკაბელო ტელეფონი, 1919 წელი
პარიზში, პიგალის მოედანზე მდებარე პაემნის ოთახში, ფოტოგრაფი ემილ სავიტრი, მონპარნასის ბოჰემა და პარიზის შემოქმედებითი ცხოვრება, 1938 წელი
თვალებახვეული გერმანელი მეხანძრეების ჯგუფი სწავლობს ხმის წყაროს ძებნას ბნელ, ცეცხლმოკიდებულ შენობაში, 1940 წელი
აშშ-ს პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი მთვარიდან დაბრუნების შემდეგ მოძრავი საკარანტინო კაფსულაში მყოფ "აპოლო 11"-ის ეკიპაჟის წევრებს სტუმრობს
ახალგაზრდა მადონა, 1974 წელი
ბილ კლინტონი და თეთრი სახლის სტაჟიორი მონიკა ლევინსკი, 1998 წელი
მხიარული ცხოვრება ავსტრალიაში, 1930-იანი წლები
კაპიტანი რონალდ რეიგანი, კოდაქრომი, 1945 წელი
პატარა ჰოლანდიელი ბიჭუნა ბრიტანელ სამხედრო ფოსტალიონს ტალახიდან ამოყვანაში ეხმარება, 1944 წლის 11 დეკემბერი
19 წლის მებილეთე ქალმა მარგარეტ ლუისმა პიკადილზე სრული ფურორი მოახდინა, როდესაც სამსახურში წასვლა მხოლოდ ბიკინითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით გადაწყვიტა, 1952 წლის 19 აპრილი
ლონდონში მდებარე კემბრიჯის თეატრის სპექტაკლის "ტარტარის სოუსის" მსახიობები სახურავზე ყინულის ბლოკით გრილდებიან. გოგონა მარცხნივ, რომელიც ოდრი ჰეპბერნს ძალიან ჰგავს, ნამდვილად ოდრი ჰეპბერნია, 1949 წლის 28 ივნისი
ბრიჯიტ ბარდო, 1964 წელი
მბალანტუს ქალები ნამიბიიდან 1900-იან წლებში წარმოუდგენლად გრძელი ნაწნავებით გამოირჩეოდნენ
ახალგაზრდა, პერსპექტიული მქსოველი, 1930-იანი წლები
|