სხვა 1196 ადამიანიდან მხოლოდ 316 გადარჩა, დანარჩენი ზვიგენებმა შეჭამეს: საშინელი ისტორია "ინდიანაპოლისის" კატასტროფის შესახებ 2023, 2 აგვისტო, 10:44 კრეისერ "ინდიანაპოლისის" კატასტროფა ისტორიაში შევიდა, როგორც ერთი ხომალდის ჩაძირვის შედეგად პერსონალის ყველაზე მასიური დანაკარგი ამერიკის საზღვაო ძალების ისტორიაში. ეკიპაჟის 1196 წევრიდან სამასზე ცოტა მეტი გადარჩა. დანარჩენი ზღვის ბინადრებმა შეჭამეს. ორი საფეხბურთო მოედნის ზომის კრეისერი "ინდიანაპოლისი" 1931 წელს იქნა აგებული. მეორე მსოფლიო ომის დროს ის იყო შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ხომალდი, რომელიც იაპონელების დაბომბვის მოგერიებას სასწაულებრივად ახერხებდა.გასაკვირი არ არის, რომ სწორედ მას დაევალა განსაკუთრებული საიდუმლო დავალების შესრულებაც. 1945 წლის ზაფხულში "ინდიანაპოლისის" გემზე საიდუმლო ტვირთი იქნა ატანილი, ხოლო თუ რა სახის ტვირთი იყო ეს, კაპიტანმა ჩარლზ ბატლერ მაკვეიმ არ იცოდა. დანიშნულების შესახებ მან მხოლოდ ზღვაში შეიტყო - ისინი კუნძულ ტინიანისკენ მიემართებოდნენ, რათა ატომური ბომბისთვის "ბიჭუნა" ასაფეთქებელი ნივთიერება მიეწოდებინათ, რომელიც 6 აგვისტოს ამერიკელებმა ჰიროსიმაზე ჩამოაგდეს, როდესაც ტვირთი დანიშნულების ადგილზე მიიტანეს, კაპიტანმა მაკვეიმ შვებით ამოისუნთქა, თუმცა მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მისი და მისი გემის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი აწი იწყებოდა.SOS"ინდიანაპოლისმა" გუამში წასვლის ბრძანება მიიღო, შემდეგ კი ფილიპინების კუნძულ ლეიტზე. მას ცურვა მკაცრად გაწერილი ტრაექტორიის მიხედვით დაევალა, რათა მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავებს არ გადაყროდა, მაგრამ კაპიტანმა მაკვეიმ გადაწყვიტა ამ პუნქტის იგნორირება, მით უმეტეს, რომ ინფორმაცია იაპონური წყალქვეშა ნავების მოქმედებების შესახებ ამ მხარეში არ იყო, თუმცა მონაცემები შეიძლება არ იყო, მაგრამ წყალქვეშა ნავი, როგორც აღმოჩნდა, ნამდვილად იყო.1945 წლის 29 ივლისს, დაახლოებით საღამოს 23:00 საათზე, იაპონურმა წყალქვეშა ნავმა "I-58" კრეისერს 4 მილის დისტანციიდან შეუტია. 1 წუთისა 10 წამის შემდეგ ძლიერი აფეთქება მოხდა. ტორპედომ "ინდიანაპოლისის" სამანქანო განყოფილება გაანადგურა, რამაც იქ მყოფი ეკიპაჟის წევრების დაღუპვა გამოიწვია. როგორც აღმოჩნდა, მათ იღბლიანი ბილეთი ამოიღეს, რადგან რაც შემდეგ მოხდა მტერსაც კი არც უსურვებ.მიყენებული ზიანიდან გამომდინარე ცხადი იყო, რომ კრეისერს ზედაპირზე ყოფნის მხოლოდ რამდენიმე წუთი ჰქონდა დარჩენილი. რადიოგადამცემი მწყობრიდან გამოვიდა და ეკიპაჟმა უბედურების სიგნალის გაგზავნა ვერ შეძლო. შემდგომში გაირკვევა, რომ "ინდიანაპოლისის" რადიოოპერატორმა SOS სიგნალის გადაცემა მაინც მოახერხა. ის მიიღეს სულ მცირე სამ ამერიკულ სადგურზე, მაგრამ ან დააიგნორეს ან შეცდომით მიიჩნიეს იაპონურ დეზინფორმაციად.კაპიტანმა მაკვეიმ გემის დატოვების ბრძანება გასცა. ის ეკიპაჟის გამხნევებას ცდილობდა და ჰპირდებოდა რომ მათ მალე იპოვნიდნენ, რადგან ისინი იმ ზონაში იმყოფებოდნენ, სადაც გემები გამუდმებით კურსირებდნენ. ტორპედოს შეჯახებიდან ზუსტად 12 წუთის შემდეგ "ინდიანაპოლისი" ფსკერზე დაეშვა, მასთან ერთად ეკიპაჟის 1196 წევრიდან დაახლოებით 300 ადამიანიც. სამი დღის განმავლობაში, სანამ დახმარება არ მოვიდა, შუა ოკეანეში საშინელი დრამა ვითარდებოდა....სამი დღე ზვიგენებს შორისგადარჩენილი მეზღვაურები ოკეანეში 250 კვადრატულ კილომეტრ ფართობზე მიმოფანტულნი იყვნენ. მხოლოდ რამდენიმე მათგანმა მოახერხა სამაშველო ჟილეტის ჩაცმა. ზოგს გაუმართლა და წყალში სამაშველო ტივი იპოვა, რომელზეც ასვლა შეძლო. ღამის განმავლობაში ბევრი მძიმედ დაშავებული დაიღუპა, ზოგიერთი მეზღვაური კი წყლის ზედაპირიდან გადაყლაპული საწვავის გამო ბოდავდა, ახალ დღეს ეკიპაჟი მცხუნვარე მზის სხივებთან ერთად შეხვდა, რომელმაც მთელი ღამის ნატანჯი სხეული სრულ გამოფიტვამდე მიიყვანა.მეორე დღეს კატასტროფის ადგილი ათეულობით მშიერი ზვიგენით იყო გარშემორტყმული. თავიდან მათ ნადავლად ეკიპაჟის დაღუპული წევრები იქცნენ, რომლებსაც ნაკუწებად აქცევდნენ. ზღვის წყალთან შერეული სისხლი ადგილზე სულ უფრო მეტ მტაცებელს იზიდავდა, რამდენიმე დღის განმავლობაში ზვიგენები კრეისერის დაღუპვის ადგილზე გამუდმებით ტრიალებდნენ. გრძელფარფლიანებს ერთად შეკრებილი გადარჩენილების გარშემო წრე ჰქონდათ შეკრული. 80 კაციანი ჯგუფიდან დილით მხოლოდ ჩვიდმეტიღა იყო დარჩენილი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, როგორც გადარჩენილი ვეტერანები იხსენებენ, ზვიგენები კიდევ არ წარმოადგენდნენ ყველაზე საშინელ განსაცდელს, რაც მათ ელოდათ, მათი თქმით, მეზღვაურები ძირითადად, დეჰიდრატაციისგან და ჰიპოთერმიისგან იღუპებოდნენ, ზოგი კი უბრალოდ გიჟდებოდა. "ვნახე, როგორ დაიღუპა რამდენიმე ადამიანი ზვიგენის თავდასხმისგან", - იხსენებს 89 წლის დიკ თელენი, თუმცა ის ასევე იმასაც ხედავდა, თუ როგორ იღუპებოდა ორჯერ ან სამჯერ მეტი ადამიანი ზღვის წყლის დალევისგან. სამი დღის შემდეგ, ადამიანებმა სამაშველო ჟილეტებით ჩაძირვა დაიწყეს, რადგანაც ისინი ბამბის ბოჭკოსგან იყო დამზადებული და ზედაპირზე გაჩერების შესაძლებლობა მხოლოდ 48 საათის განმავლობაში ჰქონდა.გადარჩენავინაიდან ნახევრად ჩაძირული "ინდიანაპოლისისგან" უბედურების სიგნალი არავინ მიიღო, ჩაძირული კრეისერის ძებნა არც არავის უფიქრია. 2 აგვისტოს ნახევრად ცოცხალ - მკვდარი მეზღვაურები ამ მხარეში პატრულირებისას ამერიკული თვითმფრინავის "PV-1 Ventura"-ას პილოტმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა. პილოტების მოხსენების შემდეგ რაიონში ჰიდროთვითმფრინავი და ამერიკული ხომალდები გაგზავნეს.წყლიდან მათ სულ 321 ცოცხალი ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან ხუთი სამაშველო გემზევე დაიღუპა. 883 მეზღვაური გაუწყლოებისგან, ჭრილობებისგან, სიცხისგან, გაგიჟებისგან და ზვიგენების თავდასხმებისგან გარდაიცვალა, ამ რიცხვში იყვნენ ისინიც, ვინც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. კრეისერი "ინდიანაპოლისი" 2017 წლის აგვისტოში ფილიპინების ზღვის ფსკერზე მომხდარი კატასტროფიდან მხოლოდ 72 წლის შემდეგ იპოვეს.1221 შეფასება არ არის |