x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
როგორ ცხოვრობს ქალი, რომელიც დედა 66 წლის ასაკში გახდა? - დღეს მისი ქალიშვილი უკვე 18 წლის არის

2005 წ. მსოფლიოში დამაინტრიგებელი ამბავი გავრცელდა: 66 წლის რუმინელმა ადრიანა ილიესკომ ბავშვი გააჩინა და გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე ხანდაზმული მშობიარე ქალი მოხვდა. დღეს ის 18 წლის ქალიშვილთან ერთად, ბუქარესტში ცხოვრობს.

85 წლის ადრეანა, წარსულში, რუმინული ენის პროფესორი და საბავშვო მწერალი, 25–ზე მეტი წიგნის ავტორია და ის საკუთარ თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად მას შემდეგ თვლის, რაც ელიზა შეეძინა.


image


რა თქმა უნდა, 66 წლის ქალი ბუნებრივი გზით ვერ დაფეხმძიმდებოდა და მას ხელოვნური განაყოფიერება დასჭირდა... და ეს ნამდვილად რომ უნიკალური ისტორიაა, ბედნიერი დასასრულით. მაგრამ, ყველა ქალი ვერ გაბედავს, ასეთი ნაბიჯის გადადგმას, მხოლოდ ფიზიკური კი არა, მორალური თვალსაზრისითაც. გარდა ამისა, ამ ამბავმა, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია: ზოგი შოკირებული იყო, ქალს კიცხავდა და ამბობდა, რომ ის ეგოისტი იყო, რადგან მისი სიკვდილის შემთხვევაში, ბავშვი მშობლიური ოჯახის გარეშე დარჩებოდა; სხვები, პირიქით, — აღფრთოვანებულნი იყვნენ მისი საქციელით და ყველანაირად უჭერდნენ მხარს.


imageადრეანა ილიესკო, ქალიშვილთან ერთად


ამ გახმაურებული შემთხვევის და დისკუსიის გამო, რუმინეთის ხელისუფლებამ კანონმდებლობას გადახედა და ქალებისთვის რეპროდუქციული დახმარების ზღვრად, 50 წელი დააწესა. ხელისუფლების გადაწყვეტილება რუმინეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამაც მოიწონა — სასულიერო პირების აზრით, ქალმა ამ საქციელით, საღვთო კანონი დაარღვია.


imageადრეანა და ელიზა


თავად ადრიანამ კი, ერთ–ერთ ინტერვიუში აღიარა რომ, მართალია, გვიანი დედობა მისთვის ადვილი არ იყო და მხოლოდ ერთ რამეს ნანობს, რომ ელიზა მის ცხოვრებაში, უფრო ადრე არ გამოჩნდა... და სევდას განიცდის იმის გამო, რომ ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა, ქალიშვილის ცხოვრებაში, მის გარეშე ჩაივლის.


გზა დედობისკენ


ადრეანა ილიესკუ 1938 წლის 31 მაისს დაიბადა. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, რუმინული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი იყო სკოლაში. შემდეგ, კარიერა აიწყო და ლექციების კითხვა უნივერსიტეტში დაიწყო, პარალელურად, ლექსებს და პროზას წერდა და ერთი პერიოდი, ლიტერატურულ კრიტიკოსადაც მუშაობდა.



imageადრეანა ილიესკო ახალგაზრდობაში


20 წლის ასაკში, ადრიანა გათხოვდა და მალევე დაფეხმძიმდა. მაგრამ, სამედიცინო მაჩვენებლების გამო, ბავშვის გაჩენაზე უარის თქმა მოუხდა: მას ტუბერკულოზი ახალი დამარცხებული ჰქონდა და რეციდივის თავიდან ასაცილებლად, სერიოზული მკურნალობა სჭირდებოდა, რაც ნაყოფზე არასასურველ გავლენას მოახდენდა.

ადრეანას არც პირადი ცხოვრება აეწყო და ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მისი ქორწინება დასრულდა... მარტო დარჩენილმა ქალმა მთელი თავისი დრო და ენერგია სამუშაოს მიუძღვნა. თუმცა დედობაზე ოცნებას აგრძელებდა. რამდენჯერმე ბუნებრივი გზით სცადა დაფეხმძიმება. მაგრამ, — უშედეგოდ. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ უნაყოფო იყო... და შედეგი, არც ხანგრძლივმა მკურნალობამ გამოიღო. ასე, რომ, მისმა პირადმა ცხოვრებამ სამომავლო გეგმებში გადაინაცვლა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც პენსიაზე გავიდა, გააცნობიერა, რომ მარტოსული იყო...


გაჩენა, ნებისმიერ ფასად


90–იან წლებში, როგორც კი, ხელოვნური განაყოფიერება რუმინეთშიც ხელმისაწვდომი გახდა, ილიესკომ მაშინვე გადაწყვიტა სერვისით სარგებლობა, მაგრამ, პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის შემდეგ, ადრეანა დიდი ხნის მანძილზე მკურნალობდა და 9 წლის შემდეგ, ისევ ჩაიტარა სრული გამოკვლევა და როგორც გაირკვა, მას ბავშვის გაჩენა უკვე შეეძლო... მაგრამ, იმ დროს, ქალი უკვე 66 წლის იყო და მენოპაუზა ჰქონდა. ამიტომ, ბიოლოგიური მასალა დონარებს ეკუთვნოდათ, ანუ ადრეანა ბავშვის ბიოლოგიური დედა არ იყო. მაგრამ, ეს უკან დახევის მიზეზი არ გამხდარა... თუმცა, იყო 2 რამ, რაც ადრეანას აფიქრებდა: ჯერ ერთი, ის საკუთარ სიცოცხლეს აყენებდა რისკის ქვეშ და მეორე – ყველაფერს კარგად რომ ჩაევლო, კიდევ რამდენ ხანს იცოცხლებდა? შეძლებდა კი, ბავშვის აღზრდას? ამიტომ, მან ხელშეკრულება გააფორმა თავის ექიმთან, რომლის მიხედვით, მისი სიკვდილის შემთხვევაში, ბავშვის მეურვე, სრულწლოვანებამდე, ექიმი ბ. მარინესკო გახდებოდა. თუმცა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ექიმი, მოგვიანებით, ადრეანას ქალიშვილის ნათლია გახდა.


image ადრეანა ქალიშვილთან ერთად


2005 წლის 16 იანვარს ადრეანას ელიზა შეეძინა. ბავშვი დროზე ადრე დაიბადა და ის გარკვეული პერიოდი რეანიმაციაში იყო. ხოლო, თავად ადრეანა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს და არც ექიმი დაინდეს...

ამ მომენტისთვის, ის ყველაზე ხამდაზმული დედა იყო, რომელმაც მსოფლიო რეკორდი მოხსნა (ერთი წლის შემდეგ, გინესის რეკორდების წიგნში ინდოელი ქალი შევიდა, რომელმაც 70 წლის ასაკში იმშობიარა).


გვიანი დედობის, დიდი ხნის ნანატრი ბედნიერება


ქალი რომელიც დედა 66 წლის ასაკში გახდა, წარმოუდგენლად ბედნიერი იყო. ის თავის პატარას ზრუნვას და ყურადღებას არ აკლებდა... თუმცა, უფრო მეტად კონცენტრირებული, მის განათლებაზე, განვითარებაზე და შესაძლებლობებზე იყო. ელიზამ საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო წერა–კითხვა, კარგად სწავლობდა სკოლაში. ადრიანამ დიდი ენერგია ჩადო ქალიშვილის განათლებაში და დაუფასდა კიდეც... ის, სკოლაში სწავლისას, ხშირად იმარჯვებდა სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში.


image«... ის ჩემთვის ყველაფერია და სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა»


«ელიზა ენერგიული და ხალისიანი, ძალიან ბედნიერი ბავშვია. ის ჩემთვის ყველაფერია და სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა», — ამბობს ხანდაზმული დედა. და ქალიშვილი მისდამი იგივეს განიცდის — დედა ყოველთვის იყო და რჩება ელიზასთვის უახლოეს და ძვირფას ადამიანად.


imageელიზა და ადრეანა, უფრო ბებიას და შვილიშვილს ჰგვანან, მაგრამ გოგონა კითხვაზე, ის მისი ბებიაა, თუ არა? – ყოველთვის პასუხობს, რომ ადრეანა საუკეთესო დედაა მსოფლიოში.


ადრიანას და მის ქალიშვილს სრული გაგება აქვთ. და ეს გასაკვირი არ არის, რადგან ბევრი ახალგაზრდა მშობლისგან განსხვავებით, რომლებიც მუდამ სამსახურში არიან დაკავებულნი, ადრიანა, თავისუფალი დრო და მთელ ყურადღებას შვილს უთმობს.


სრულწლოვანება და სამომავლო გეგმები


imageადრიანა და ელიზა ილიესკუ


იანვარში ელიზა 18 წლის გახდა. გოგონას ყოველთვის უნდოდა ორი პროფესიის მიღება. ამიტომ, გასულ წელს, მან ბუქარესტის 2 უნივერსიტეტში ერთდროულად ჩააბარა და სწავლას, ორივეში წარმატებით ახერხებს, რითაც დედა ძალიან ამაყობს.
ხოლო ადრიანა, ფარულად ოცნებობს, რომ მისმა ქალიშვილმა, მომავალში, ბედნიერი ოჯახი შექმნას და შვილიშვილი აჩუქოს...


imageელიზა ილიესკუ


image

არხის სხვა სიახლეები:


* "გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ..." – რა გველის გლობალური კატასტროფის შემთხვევაში?

* ფარულად მიმდინარე დაავადებები, რომლის დიაგნოსტირება ცხვირით შეიძლება

* უცნაური და წარმოუდგენელი ფაქტები ტიტანიკის შესახებ

* ყვითელი და წითელი საზამთრო – იცით რა განსხვავებაა მათ შორის?



1
179
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
179
  
2023, 1 სექტემბერი, 23:24
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1