სხვა ფოტოებით მოყოლილი ისტორია 2023, 1 აგვისტო, 19:37 სახელმძღვანელოებიდან ისტორიის სწავლა საკმაოდ მოსაწყენია, ვინაიდან მის ფურცლებზე მხოლოდ დიდებული საზოგადო მოღვაწეების პორტრეტები და რუკებია განთავსებული. ვიზუალური ინფორმაციის აღქმა კი არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ დიდებისთვისაც საკმაოდ საინტერესო და თავშესაქცევი პროცესია: ფოტოებზე აღბეჭდილი წარსულის ატმოსფერო წინაპრების ჩვევების უკეთ გააზრებასა და გარკვეული ისტორიული მოვლენების მიზეზების გაგებაში გვეხმარება. თქვენ წინაშე იშვიათი ისტორიული ფოტოები, რომელთა მიღმაც იდუმალებით მოცული ისტორიები იმალება.![]() მშენებარე კაპიტოლიუმი, ჯერ კიდევ გუმბათის გარეშე, აშშ, 1859 წელი![]() სამი კრიმინალი ქალი, რომლებსაც ბრალს ჯადოქრობაში სდებდნენ, ჩინეთი, 1885 წელი![]() ცხენზე ამხედრებული აფრიკის მეფე ქოლგით, გერმანიის აღმოსავლეთი აფრიკა, 1913 წელი, აფრიკის ქვეყნებში ქოლგები ძალაუფლებისა და სიმდიდრის სიმბოლო იყო![]() მცირეგაბარიტიანი ავტომობილი, მოხვევის თანამედროვე მანიშნებელი მხოლოდ 1939 წელს გაჩნდა, 1924 წელი, აშშ![]() 2811 ბოთლი ღვინის პარტიის (თითო 2, 5 ლიტრიანი) ფლორენციაში ტრანსპორტირება, იტალია 1935 წელი![]() კამერიანი რევოლვერი, 1938 წელი, აღნიშნული იარაღი სად გაჩნდა ან ვის მიერ ზუსტად ცნობილი არ არის, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღი ძალიან პატარა (მეოცე საუკუნის შუა პერიოდის სტანდარტების მიხედვით) კამერას წარმოადგენდა, რომელიც ლულის ძირზე და "Colt. 38 Special'-ის რევოლვერის ჩახმახის წინა მხარეს იყო დამაგრებული. კამერა დაყენებული იყო ისე, რომ თითის ჩახმახზე ყოველი გამოკვრისას ფოტოს იღებდა, სანამ ტყვია მიზანში ხვდებოდა კამერა შავ-თეთრ ფოტოებს მანამდე იღებდა, ასე იგეგმებოდა პოლიციის მიერ გასროლის გარემოებების დაფიქსირებაიაპონურ-ამერიკული ოჯახში "FBI"-ს მიერ წარმოებული ჩხრეკა, 1941 წლის დეკემბერი![]() მარგრეტ ციმერმანი კიოლნის ნანგრევების ფონზე ბაწარზე სიარულისას, გერმანია, 1946 წელი![]() ჯიმი და როზალინ კარტერები ქორწილის დღეს, 1946 წლის 7 ივლისს. შეერთებული შტატების 39-ე პრეზიდენტი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პრეზიდენტად და ამავედროს, ერთ-ერთ ყველაზე კარგ ადამიანად მათ შორის, ვინც კი ოდესმე აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფილა![]() წყალდიდობის დროს სასმელი წყლის აღება, კანადა, ტორონტო, 1954 წლის ოქტომბერი![]() საფეხბურთო გუნდ "Sparta"-ას მეკარე მატჩის დროს, პრაღა, 1958 წელი![]() ატომური ომის შემთხვევაში საოჯახო თავშესაფრის ყიდვის პროცესი, აშშ, 1961 წელი![]() ეს მშვენიერი ქალბატონი ცნობილი იტალიელი კინომსახიობი ანტონია სანტილია, მან რომის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაამთავრა თანამედროვე ლიტერატურის განხრით, თუმცა გოგონას ხელოვნებისადმი სიყვარული უკვალოდ არ გამქრალა, ის სამოყვარულო თეატრში თამაშის გარდა, ასევე ბედს სამოდელო სფეროშიც ცდიდა, 1972 წლიდან კი თამაში კინოშიც დაიწყო. ანტონია რეჟისორ უმბერტო ლენცის ფილმში "შესანიშნავი ადგილი მკვლელობისთვის" ორნელა მუტის დუბლიორი იყო. მის ანგარიშზე სულ 12 მხატვრული ფილმი ირიცხება. მსახიობის მიერ განსახიერებული იტალიელი ოლგა ფილმში "იტალიელების არაჩვეულებრივი თავგადასავალი რუსეთში" მისი უკანასკნელი როლი აღმოჩნდა. 1971 წლის აგვისტოს ფოტო![]() 1971 წლის 9 აგვისტო, ჰოლანდია, ბოძზე ჯდომის მსოფლიო ჩემპიონატი, ფოტოგრაფ Rob Mieremet-ის ფოტო![]() 1968 წელს შეერთებულ შტატებში, დუგლას ენგელბარტმა, მეცნიერთა დიდ შეკრებაზე მთელი მსოფლიოდან 90 წუთიანი პრეზენტაცია წარმოადგინა, რაც ექსპერიმენტულ კომპიუტერულ ფუნქციებსა და ტექნოლოგიებს მოიცავდა, რომელთა შორისაც იყო - პირველი კომპიუტერული მაუსი, მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი, ფაილის ატვირთვა, ტექსტის დამუშავება, ელფოსტა და ვიდეო კონფერენცია![]() აგათა კრისტი იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი ბრიტანეთში, ვინც სერფინგის ხელოვნებას დაეუფლა, ვაიკიკის სანაპიროზე, ჰავაი, 1922 წელი478 შეფასება არ არის |