x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ზოდიაქოს ნიშნები უპირატესობას ერთ კონკრეტულ სასმელს ანიჭებენ – ნახეთ, ყველაზე მეტად რა გესიამოვნებათ?

მეგობრების წრეში შეთავაზებულ სასმელზე, ჩვეულებრივ, უარს არავინ ამბობს. თუმცა, ყველა ზოდიაქოს ნიშანი უპირატესობას კონკრეტულად ერთ, რომელიმე სასმელს ანიჭებს. და თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანს რომელი სასმელი უფრო სიამოვნებს, ამის შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ:


image


ვერძი. იდეალური სასმელი ვერძებისთვის არაყია. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს არ უყვართ ცქრიალა ღვინის ნელა სმა და იშვიათად არიან ლუდის თაყვანისმცემლები. რაც შეეხება არაყს, მის დალევასაც ცოდნა უნდა – ამ შემთხვევაში, საუბარი რაოდენობაზე კი არა, – ხარისხზეა, რაც ვერძებს ძალიან კარგად გამოსდით. მათ შეუძლიათ კარგი კოქტეილების მომზადება აღნიშნული სასმლით. ხოლო ბარში ყოველთვის ისეთ სასმელს უკვეთენ, რომლის შემადგენლობაში ერთ-ერთი ინგრედიენტი არაყია.


კურო. შეიძლება თამამად ითქვას, რომ დამღლელი დღის ბოლოს, ყველაზე დიდ სიამოვნებას კუროს ლუდი ანიჭებს. ამ ნიშნით დაბადებულებს არ უყვართ სმა გონების არევამდე. მაგრამ, ძალიან მოსწონთ დაბალ ალკოჰოლური სასმელი მოსადუნებლად, რომელიც ადამიანს ამავდროულად სასიამოვნო საუბრისთვის განაწყობს. ლუდის გარდა, კუროებისთვის მისაღებია სიდრიც, თუმცა ის უფრო მეტად ქალბატონებს მოსწონთ.


მარჩბივი. საერთოდ, ტყუპები თავგადასავლების მოყვარული ადამიანები არიან და გიჟური საქციელი მათ მაგნიტივით იზიდავთ! შესაძლებელია, სწორედ ამიტომ არის მათი საყვარელი სასმელი ტეკილა, რომლის შემდეგ, საღამოს პროგრამაში ცეცხლოვანი ცეკვების და მხიარულების დრო დგება.


კირჩხიბი. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს სმა აზრიანად უყვართ, – რაც მათთვის მსუბუქი მელანქოლიური განწყობის შექმნას და ცხოვრებაზე ფიქრს ნიშნავს. ხოლო, ღირსეულ ალკოჰოლურ პარტნიორად ისინი ჯინის მიიჩნევენ და უნდა ითქვას, რომ ხან სუფთა ჯინსაც სვამენ, ტონიკის გარეშე.


ლომი. ლომებისთვის გარკვეული სიდიადე და იდუმალება არის დამახასიათებელია. ამიტომ, უპირატესობას ისინი წითელ ღვინოს ანიჭებენ. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ არც ექსპერიმენტებზე ამბობენ უარს, – თუმცა ყველა ვარიანტში, მათ ბოკალში ღვინო უნდა იყოს, თან უმაღლესი ხარისხის.


ქალწული. ქალწულები შინაგანი მრწამსით რაღაცით ლომებს ჰგვანან და ახალი წინადადებებისადმი შეიძლება მეტად კრიტიკულები იყვნენ. საყვარელ სასმელად კი, დაუფიქრებლად, თეთრ ღვინოს ასახელებენ და თვლიან, რომ ის, ნებისმიერი შემთხვევისთვის, იდეალურია. გარდა ამისა, ითხოვენ, რომ ღვინო ყოველთვის ცივი სახით მიართვან, – წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე უარს ამბობენ.


სასწორი. სასწორის ნიშნით დაბადებულები მეტისმეტად სერიოზულები და დაკვირვებულები არიან, გადაწყვეტილებას მხოლოდ ხანგრძლივი განსჯის შემდეგ იღებენ და სასმელიც ხასიათის მიხედვით შეარჩიეს. იდეალური სასმელი სასწორებისთვის – ვისკია და აქ არაფრის დამატება აღარ არის საჭირო.


მორიელი. მორიელები, თუ არჩევანი ღვინოს და შამპანურს შორის არის გასაკეთებელი, უპირატესობას შამპანურს ანიჭებენ. ისინი არც ტეკილაზე და ჯინზე ამბობენ უარს. მაგრამ, საუკეთესო და ყველაზე მისაღები ალკოჰოლური სასმელი მათთვის –კონიაკი არის.


მშვილდოსანი. მშვილდოსნებს ძალიან უყვართ ახალი წელი – პერიოდი, როდესაც შამპანური მდინარესავით მოედინება. გარდა ამისა, ისინი არ თვლიან, რომ მათი საყვარელი სასმლის დასაგემოვნებლად განსაკუთრებული დრო და სიტუაცია არის საჭირო და მათთან სტუმრობის შემთხვევაში, დიდია ალბათობა, რომ სწორედ შამპანური შემოგთავაზონ.


თხის რქა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები უარს არ ამბობენ მსუბუქ ალკოჰოლურ სასმელზე. თუმცა, ნამდვილ სიამოვნებას მათ მხოლოდ სკოჩი (შოტლანდიური ვისკი) ანიჭებთ. სკოჩი საკმაოდ ძვირიანი სასმელია და მას უფრო ხშირად, დამღლელი დღის შემდეგ, მარტო სვამენ, მცირე დოზებით, რომ მისგან მიღებული სიამოვნება რაც შეიძლება მეტად გაიხანგრძლივონ.


მერწყული. მერწყულებს ექსპერიმენტების ჩატარება უყვართ ალკოჰოლურ სასმელებთან დაკავშირებით. ისინი პერიოდულად რომელიმე სასმელზე აკეთებენ არჩევანს და უფრო ხშირად, ასეთი სასმელი სხვადასხვა სახის კოქტეილია. მაგრამ, დგება დრო და ისინი ხვდებიან, რომ რომზე უკეთესი სასმელი არ არსებობს დედამიწაზე.


თევზები. თევზებს არ უყვართ ერთფეროვნება და გამუდმებით ძიებაში არიან. მათთვის მთავარი ემოციები, შთაგონება და თავისუფლების შეგრძნება არის და ხანგრძლივი ექსპერიმენტების შემდეგ იმ დასკვნამდე მიდიან, რომ მათთვის სასურველი მდგომარეობის შექმნა, მხოლოდ აბსენთს შეუძლია.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ყველაზე საშინელი ადგილი მსოფლიოში

* ლა-პალმაზე ვეშაპის კუჭში ძვირფასი განძი აღმოაჩინეს

* უცნაური რამეები და სახალისო ფოტოები (VI ნაწილი)

* პატარა კოტეჯი ბორბლებზე საოცრად მიმზიდველი ინტერიერით



0
184
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0