ფოტოგრაფია
იშვიათი საარქივო ფოტოკადრები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ!
2023, 30 ივლისი, 18:45
თქვენ წინაშეა რარიტეტული კადრების მორიგი სერია, რომლის წყალობითაც უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ ჩაუღრმავდეთ წარსულის ეპოქის ატმოსფეროს და გაიხსენოთ ის ისტორიად ქცეული იშვიათი კადრები, რომლებიც აღარასდროს განმეორდება.
ქალი ბიკინით დოვილის სანაპიროზე, საფრანგეთი, 1951 წელი
შეუდარებელი შერონ სტოუნი, ა.ლეიბოვიცის ფოტო, 1993 წელი
მასარუ იბუკა და აკიო მორიტა ტოკიოს ტელეკომუნიკაციების საინჟინრო კორპორაციის დამფუძნებლები, ტოკიო, იაპონია, 1946 წელი, 1958 წელს კომპანიამ შეიცვალა სახელი და გახდა "Sony"
ცნობილი ბალერინა მაია პლისეცკაია და ამერიკელი მსახიობი ნატალი ვუდი, 1960-იანი წლები
ბრიტანელი ტანკერები სამხრეთ იტალიაში მდებარე მდინარე ბიფერნოში ბანაობისას, 1943 წლის ოქტომბერი
საძილე ტომარა, რომელიც ჯარისკაცებს საშუალებას აძლევდა დაუყოვნებლივ ჩართულიყვნენ ბრძოლაში, აშშ, 1947 წელი
"სპაგეტი - ვესტერნების" ოსტატი სერჯო ლეონე თავის საყვარელ სამუშაო ადგილზე, 1960-იანი წლები
ფრანგი მსახიობი და ცხოველთა უფლებების დამცველი ბრიჯიტ ბარდო გრენლანდიურ სელაპთან ერთად ნიუფაუნდლენდზე, კანადა, 1977 წლის მარტი
სანდრა ბალოკი, 1995 წელი
პამელა ანდერსონი, 1989 წელი
ამერიკის "ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმის" თანამშრომლები ბრონტოზავრის აწყობისას, 1904 წელი
ჰოლივუდელი ლამაზმანები, 40-იანი წლები
უიმბლდონზე მეოცნებე ვნებიანი ზულუსები, 1910 წელი
ამერიკულ საშუალო სკოლაში გამოსაშვები საღამოსთვის გამოწყობილი გოგონები, 1920 წელი
კოვბოური ცეკვა, აშშ, 1910 წლის ოქტომბერი
1940-იან წლებში ამერიკაში პოლიომიელიტის გავრცელების დროს ბავშვები დისტანციური სწავლისას, მასწავლებლები სასწავლო მასალას რადიოში კითხულობდნენ