x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
სრული სიმართლე ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკების სე@სმონების ცხოვრების შესახებ!

image


შედარებით უახლესი ისტორიაც კი სავსეა თეთრი ლაქებით. ისტორიკოსები ზოგიერთ დეტალს მხოლოდ ათწლეულების შემდეგ, ინფორმაციის თანდათან, მისხალ - მისხალ შეგროვებისას იგებენ. აღმოჩნდა, რომ ნაციზმის მსხვერპლთა შორის ჯერ კიდევ არსებობს ადამიანთა ის კატეგორია, რომელთა უფლებებიც ჯერ კიდევ არ აღდგენილა! საუბარია ეგრეთ წოდებული სპეციალური დაწესებულებების - საკონცენტრაციო ბანაკების ბორდელების სექს - მუშაკებზე.


image


აღმოჩნდა, რომ მეორე მსოფლიო ომის ბორდელები ემსახურებოდნენ არა მხოლოდ ვერმახტის ჯარისკაცებს, არამედ საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრებსაც. ნაცისტები ამგვარად აჯილდოვებდნენ პატიმრებს სანიმუშო ქცევისა და კარგი მუშაობისთვის. ამ ტიპის წახალისება 1942 წლის ბოლოს შუცშტაფელის რაიხსფიურერის ჰიმლერის ბრძანებით იქნა შემოღებული, საკონცენტრაციო ბანაკების პატიმრები სხვადასხვა სამუშაოებში იყვნენ ჩართულნი, რომელთა შორისაც თავიანთი ხელობის ნამდვილ ოსტატებსაც შეხვდებოდით, რომელთაც საკონცენტრაციო ბანაკების ხელმძღვანელობა საგანგებოდ იცავდა და მცირე ხელფასსაც კი უხდიდა.


image


პატიმრებს შეეძლოთ ფულის ხარჯვა საკვებზე, სიგარეტსა და ბორდელებზე. სიყვარულის ქურუმთან 15 წუთი 2 მარკა (შედარებისთვის: სიგარეტის ერთი კოლოფის ღირებულება 3 მარკა იყო) ღირდა. მართალია, ეს პრივილეგიები ებრაელებზე არ ვრცელდებოდა.


image


ბორდელში ნებისმიერ დროს მისვლა იკრძალებოდა, იქ მოსახვედრად ჯერ პეტიციის დაწერა იყო საჭირო, და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლო საკონცენტრაციო ბანაკის ხელმძღვანელობას მკაცრად გამოყოფილ დროს სპეციალური დაწესებულების მონახულებაზე ნებართვის გაცემა.


image


სელექციონერი ყვირილით ამოიკითხავდა პატიმრისა და ოთახის ნომერს, რომელიც მამაკაცს უნდა დაეკავებინა. ყველაფერზე არაუმეტეს 15 წუთი იყო გამოყოფილი, ხოლო თავად ბორდელში ვიზიტი მხოლოდ 19-დან 22 საათამდე იყო ნებადართული. თითოეული ოთახის კარი აღჭურვილი იყო საჭვრეტელით, ხოლო თავად აქტი მხოლოდ მისიონერულ პოზას ითვალისწინებდა.


image


ბუხენვალდის, დახაუს, საქსენჰაუზენისა და ოსვენციმის ბანაკების მომსახურე ქალთა რაოდენობა სულ ორასამდე იყო, რომლებიც ათ სპეციალურ დაწესებულებაში იყვნენ გადანაწილებული, თუ სამხედრო ბორდელებში სამუშაოდ ნამდვილი მეძავები იყვნენ დასაქმებულები, პატიმრების მომსახურებისთვის ქალებს რავენსბრიუკისა და აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკებიდან არჩევდნენ.

image

ამ მიზნით ძირითადად, 17-35 წლის ქალები ირჩეოდნენ. ბევრი მათგანი ანტისოციალური ქცევისა და სამუშაო ვალდებულებისთვის თავის არიდების გამო იქნა დაპატიმრებული, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ასეთ უხამს საქმიანობას ნებაყოფლობით თანხმდებოდნენ.


image


საქმე იმაშია, რომ პატიმრებისთვის ეს გადარჩენის ერთადერთი გზა იყო! ქალებს "სამსახურში" გაგზავნამდე 10 დღე კარგად კვებავდნენ. საკონცენტრაციო ბანაკების ხელმძღვანელობას სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების ეშინოდა, ამიტომ ბორდელების თანამშრომლები რეგულარულ სამედიცინო შემოწმებას გადიოდნენ, რაც შეეხება ორსულობას ამასთან დაკავშირებით საქმე გაცილებით უფრო მარტივად იდგა.










0
296
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
296