x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135704
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510089
რა ხდება გუდვილში?
image
პოსტს ფეისბუქზე აქვეყნებს გუდვილის ყოფილი თანამშრომელი რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. აღნიშნული პოსტი გაზიარებული იყო არაერთ ფეისბუქ ჯგუფში რომელსაც უამრავი გაზიარება და მხარდამჭერი კომენტარი მოჰყვა.
"მოგესალმებით,
მე ვარ გიორგი და მინდა მოგიყვეთ, ჩემი ყოფილი დამსაქმებლის "გუდვილის" და ამავე კომპანიის წარმოების დირექტორის დამოკიდებულების შესახებ ჩემს მიმართ.
შევეცდები მოკლედ განვმარტო ჩემი და გუდვილის თანამშრომლობა. 2022 წლის ნოემბრის ბოლოს დამიკავშირდა გუდვილის HR-ის ხელმძღვანელი და მთხოვა შეხვედრა. შედგა 2 ეტაპიანი გასაუბრება, შევხვდი როგორც HR-ის წარმომადგენელს ასევე, ტოპ მენეჯმენტს. შემომთავაზეს წარმოების ხელმძღვანელის თანამდებობა და მეც დავთანხმდი.
ჩემი იქ მუშაობის პერიოდში, იყო ბევრი შრომატევადი და დამღლელი დღეები, მოგეხსენებათ სავაჭრო ობიექტისთვის რას ნიშნავს დღესასწაულების პერიოდი
(ახალი წელი, აღდგომა). მე და ჩემმა გუნდმა თავი გავართვით ყველაფერს შეფერხების გარეშე, ტოპ მენეჯმენტისგან დავიმსახურეთ მადლობა. ასევე, ჩემი მუშაობის პერიოდში მივიღეთ ISO-ს სერთიფიკატი.
ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც წარმოების დირექტორად დაინიშნა, რუსეთიდან მოწვეული ქალბატონი. მოსვლის დღიდან ის ახორციელებდა ჩემს მიმართ (და არამხოლოდ ჩემს მიმართ) დამამცირებელ მოპყრობას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას. უფრო გასაგები რომ იყოს, იყენებდა მსგავს ფრაზებს დიალოგისას: “თავი რისთვის გაქვს მხრებზე? მე დირექტორი ვარ და შენ მენეჯერი“.
მას არ შეეძლო არც ქათულად და არც ინგლისურად წერა და მეტყველება, მაიძულებდა რომ მესაუბრა რუსულად და ამას მოითხოვდა კატეგორიულად. მოგვთხოვა თანამშრომლებს გადმოგვეწერა რუსული შრიფტი, რადგან როგორც ამბობდა, ის არ იმყოფებოდა საბავშვო ბაღში და თარგმნის დრო არ ქონდა.
მოკლედ რომ ვთქვა, ყველანაირად მიქმნიდა იმ გარემოს, იძულებული გავმხდარიყავი ჩემი ნებით დამეტოვებინა სამსახური. ერთ დღესაც, დამიბარა მის სამუშაო ოთახში და მითხრა, რომ ჩემი სურვილით დამეწერა სამსახურიდან წასვლის განცხადება, წინააღმდეგშემთხვევაში, თავად გამანთავისუფლებდა და დაწერდა ისეთ მოხსენებას, რომ საქართველოში ვერცერთ კომპანიაში ვეღარ შევძლებდი მუშაობას. ჩემგან მიიღო უარი. როგორც კი, დავტოვე კაბინეტი, დავურეკე HR ხელმძღვანელს და მოვუყევი რაც მოხდა. მან კი მითხრა, “შენც ხომ იცი, ესე კადრების გაშვება არ ხდება, ან რამე უნდა დააშავო, ან ერთი თვით ადრე უნდა გაგაფრთხილოთ წერილობით”. მიუხედავად ამისა, ამავე დღეს, იმავე HR ხელმძღვანელისგან მივიღე შეტყობინება სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე ყოველგვარი ახსნა-განმარტების და მიზეზის გარეშე. რის შემდეგაც, მივმართე“პროფესიულ კავშირს- სოლიდარობის ქსელს” . ეს ორგანიზაცია მიწევს იურიდიულ დახმარებას, ვიბრძოლო სამართლებრივად და სასამართლო გზით მივაღწიო სამართლიანობას.
მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ გუდვილის წარმომადგენლობამ პირველმა გამოხატა ინიციატივა ჩემთან თანამშრომლობის, გამომდინარე იქედან, რომ მათივე თქმით, მიცნობდნენ როგორც შრომისმოყვარე და პასუხიმგებლიან ყოფილ თანამშრომელს და ასევე, არსებობდნენ ადამიანები ვინ მიწევდა კარგ რეკომენდაციას.
იმედს ვიტოვებ, სიმართლე გაიმარჯვებს!"
0
70
შეფასება არ არის
ავტორი:იკა ღლონტი
იკა ღლონტი
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0