x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მე ვიტვირთე ამ ყ@ეკაცას ბოლომდე ამოცნობა, და გავყევი ჩვილ ბავშვთა სახლში…" - რას წერს ანა მიქაძე–ჩიკვაიძე

image


ყველის გილდის თავმჯდომარე, ანა მიქაძე–ჩიკვაიძე რამდენიმე დღის წინ, დედის მიერ სამშობიაროში ჩვილის მიტოვების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"ცხადია, ვერ დავწერ ვის, ისედაც მიხვდება და არ გამინაწყენდება. მაგრამ ჩათვალეთ რომ პირველწყარო ვარ, მონაწილე გოგონა სრულწლოვანიც იყო და საკმაოდ ქმედითიც, როცა შეყვარებულმა შესთავაზა არასასურველი ორსულობის შეწყვეტა.

როცა გოგონას პოზიცია იყო შეუვალი და

სულ არ მჭირდები, მე მივხედავ, _

ვაჟმა დაიწყო კლასიკური ხერხების მოძიება.

ჯერ მზად არ ვართ

სახლი არ გვაქვს

შენც უნდა ისწავლო და, ბლა ბლა ბლა

ბოლოს ბიჭის წინადადება იყო_

მიდი დროებით ჩვილ ბავშვთა, სახლში ჩავაბაროთ. გოგონას რეაქციაზე და ცრემლებზე არაფერს დავწერ. ეს ცალკე ტკივილი იყო..

მე ვიტვირთე ამ ყლეკაცას ბოლომდე ამოცნობა, და გავყევი ჩვილ ბავშვთა სახლში…

ეს იყო კინო

მთავარი ექიმი ისეთი სინანულით უსმენდა.

ეს ნაბიჭვარი ცას და დედამუწას ეფიცებოდა, რომ ბავშვს მოინახულებდნენ ყოველდღე.

პირდაპირ მითხარი ბავშვის თავიდან მოშორება გინდაო..

და ისე შეამკო.. ცოტა იმედი მომეცა, ტიპი გადაიფიქრებდა .

ოთახებშიც შეგვიყვანა ამ მართლა კარგმა ქალმა და აჩვენა ეს დაბადებიდან სევდიანი ბავშვები.

.უკვე რომ იციან როდის მივა მორიგე ძიძის მორიგი რიგი საჭმლის და გამოცვლის.

კი ტირიან ჩუმად სლუკუნებდნ თავისთვის ძლივს გასაგონად.

ამანაც არ გაჭრა. მეხვეწა, დაარწმუნე დამეთანხმოსო..

ის ბავშვი გაჩნდა

ზედაპირულ მინაწილეობას იღებდა ე წ მამა

სულ დედას ბიჭი იყო – ოქრო და ბრილიანტი ბავშვი

ხოდა ასეთი მამების თავზეც გავიარე.

100 დან 99 ე წ სპერმის მფლობელები აიძულებენ გოგინებს ბავშვის დატოვებას

ასეა ეს..


ერთი ბიჭო პირადად მისი დედიკოს და ჩემი გადარჩენილია."– ვკითხულობთ ანა მიქაძე–ჩიკვაიძის ფეისბუქპოსტში.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, დედამ შვილი სამშობიაროშივე მიატოვა, ამის შესახებ ინფორმაცია პირველი სამედიცინო ცენტრის სამეანო განყოფილების ხელმძღვანელმა, დიანა ხონელიძემ გაავრცელა, რომელმაც აღნიშნულ თემაზე მორიგი პოსტი ცოტა ხნის სოციალურ ქსელში გააზიარა.


"თუ რამეს არ იტყვი ის არ იარსებებს? თუ რამეზე თვალს დახუჭავ, თავისით მოგვარდება? არა, უბრალოდ ჩვენ არ შეგვეხება. ტოლერანტობა მოდურია დღეს, თუმცა ასევე მოდურია ყვირილი იმაზე "სად იყო ყველა ამ დროს" .


ამ საკითხის მიმართ არასოდეს ვყოფილვარ გულგრილი. ყოველთვის მაქვს მწვავე რეაქცია. ყოველთვის ვცდილობ გადავაფიქრებინო, შევთავაზო სხვა ვარიანტი. 17 წლის მანძილზე 4 ჯერ მოვახერხე ეს და ბედნიერი ვარ ამით. და ვეცდები ყოველთვის, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი ყოველთვის არსებობს.


შემდეგ ვიღაცამ ჩათვალა, რომ დედა ბულინგის მსხვერპლია, მიუხედავად იმისა, რომ მისი ვინაობა არავინ იცის, მაინც დაჩაგრავენ და ქარმა სხვა მიმართულებით დაუბერა. ავიტაცეთ, შევწუხდით ამით, მოვიშველიეთ ქალთა უფლებები, ქრისტიანობა, უსახსრობა, უქმრობა, მთავრობის უვარგისობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით გავუგეთ...


ჩემი აზრით, ამ ისტორიის მთავარი მსხვერპლი ბავშვია, რომელიც მარტო დარჩა და წინ ძალიან რთული და დიდი გზა აქვს. რომელსაც არჩევანი არ ჰქონდა მისი დედისგან განსხვავებით.


არ იცოდით, რომ ასეთი სიხშირე ჰქონდა ამ ამბავს? ახლა იცით.


იცოდით და ეგუებოდით? გაატარეთ ჩვეულებრივ. არავის უფლებები დარღვეულა. აბსურდია ეს. (ა. არ არიან იდენტიფიცირებული პიროვნებები, ბ. არ ჩანს არასრულწლოვანის სახე, გ. არ არის აღწერილი ჯანმრთელობის მდგომარეობა) მორალზე კიდე შეგვიძლია უსასრულოდ ვილაპარაკოთ და მაინც ყველას მისი დაგვრჩება.


კარგია თუ ამ კომენტარების მერე, რამდენიმე ოჯახში მაინც ქალიშვილთან ისაუბრებენ ფასეულობებზე, მეზობლების აზრის მეორეხარისხოვნებაზე. კარგია თუ მამაკაცები გაიზიარებენ ორსულობის არსებობის პასუცისმგებლობას და საკუთარ როლს ამ ამბავში (კომენტარები ბევრი იყო ამაზე).

კარგია თუ ამაყი ქართველი ძმები წარმოიდგენენ თავის დებს ამ მდგომარეობაში და ისევე გაგებით მოეკიდებიან მას, როგორც ამას კომენტარებში წერდნენ.


კარგია თუ ერთი ქალი მაინც გადაიფიქრებს შვილის დატოვებას, როცა საზოგადოების ასეთ რეაქციას ნახავს", - ვკითხულობთ დიანა ხონელიძის პოსტში.


ცნობისთვის, გინეკოლოგმა, რომელმაც სამშობიაროში მიტოვებულ ჩვილზე ინფორმაცია გაავრცელა საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქარ- ცეცხლში აღმოჩნდა, რის გამოც მან პირველი პოსტი მალევე წაშალა:


"უამრავი კეთილი ადამიანი გამოეხმაურა პოსტსს, ბევრმა პირადში მომწერა.


ზოგმა კვება, ზოგმა ნივთები შემოგვთავაზა. ზოგმაც კიდევ წაყვანის სურვილი გამოხატა.
მადლობა ასეთები რომ არსებობთ.


საერთოდ სხვა რამეს ემსახურებოდა ეს.
დახმარებას არ მითხოვია. ყველაფერი აქვს.
რა თქმა უნდა შეუძლებელია სამშობიაროდან იშვილოთ. წლებია უკვე ასე არ ხდება.


პოსტი იყო ზნეობაზე, დედობაზე, ადამიანობაზე…
ქეთის, ვაკოს და კონსტანტინეს დედის პოსტი იყო და არა დიანა ექიმის((((


გასაკვირია ოფიციალური გვერდების ასეთი დაინტერესება, ეს ხომ არაა პირველი, არც იშვიათია და სამწუხაროდ არც უკანასკნელია.


პოსტი ავიღე, მე ჩემი გულის ტკივილის გაზიარება მინდოდა და არა სეირი და ზეიმი, რომელიც მოაწყვეს. პს. ყველას ვერ ვუპასუხებ პირადში. მადლობა კიდევ ერთხელ გულისხმიერებისთვის!" – დაწერა დიანა ხონელიძემ.





0
150
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
150