ფოტოგრაფია საუკეთესო ნამუშევრები კონკურსიდან BigPicture Natural World Photography 2023 2023, 4 აგვისტო, 17:37 კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემია, ყოველწლიურად, BigPicture Natural World Photography კონკურსს მასპინძლობს, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენად მრავალფეროვანია სიცოცხლე დედამიწაზე. ცოტა ხნის წინ, კონკურსის წლევანდელი წლის საუკეთესო ნამუშევრები გამოავლინეს და აქ, ფოტოების სწორედ ამ ნაკრებს წარმოგიდგენთ: «საიმედოდ გახვეულები», მარკუს ვესტბერგი, კატეგორია – «ადამიანი და ბუნება»–ს ფინალისტი. კაჰუზი–ბიეგას ეროვნული პარკი, კონგო, აფრიკა «ნაკრძალის თანამშრომელი ისე ზრუნავს ორ გადარჩენილ შიმპანზეზე (Pan troglodytes), როგორც საკუთარ შვილებზე. ნაკრძალში 100–ზე მეტი შიმპანზეა, რომლებმაც ცხოვრებაში მეორე შანსი მიიღეს». «ცხვირი ცხვირზე», დუგლას გიმესი, «ადამიანი და ბუნება»–ს კატეგორიის გამარჯვებული. Joey and Bat Sanctuary–ს ველური ცხოველთა გადარჩენის სამსახური, ბევერიჯი, ვიქტორია, ავსტრალია. «ვეტერინარიის სტუდენტური, ცოტა ხნის წინ ნაპოვნ, ვომბატს (Vombatus ursinus) ეფერება და აძინებს. ამ სახეობის ცხოველებს ძალიან მგრძნობიარე ცხვირი აქვთ და განსაკუთრებით აფასებენ ასეთ კონტაქტს». «საფარის (პლედის) რვაფეხა», ჰენგ კაი, ფინალისტი «წყლის სიცოცხლის» კატეგორიაში. ანილაო, ფილიპინები «საფარის (მოლივლივე ან მემბრანული) რვაფეხას (Tremoctopus violaceus), ასე დიდი გამჭვირვალე მემბრანის გამო ეძახიან. მაგრამ, ასეთი გარეგნობა მხოლოდ მდედრებს აქვთ. სქესობრივი მომწიფების პერიოდისთვის, მდედრი რვაფეხას სიგრძე, თითქმის, 2 მ–ს აღწევს. ხოლო, მამრს ასეთი მემბრანა არ აქვს და სულ რამდენიმე სანტიმეტრია». «სიცოცხლე ზღვარზე», ამიტ ეშელი, ფინალისტი «ხმელეთის ველური ბუნებას» კატეგორიაში. ზინის უდაბნო, ისრაელი «დღეს მსოფლიოში 5000–ზე ნაკლები ნუბიური თხა (Capra nubiana) არის და მათი ბრძოლის ნახვა და გადაღება ადვილი არ არის». «გაველურებული ქალაქები», კორი არნოლდი, ფინალისტი კატეგორიაში – «დროის საკითხია». სან ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ «ენოტები დიდი ინტერესით აკვირდებიან ავტომობილებს, რომლებიც მათ სიახლოვეს მოძრაობენ «ოქროს ჭიშკრის» პარკში. იქ ღამე, შეიძლება, 20–მდე ენოტს შეხვდეთ. ქალაქისთვის ეს ნამდვილად რომ ბევრია. მიზეზი კი ის არის, რომ ქალაქში ბევრი დაუცველი ნაგავია». «ოცნების ველი», ჯ. ფრიც რუმპფი, გამარჯვებული კატეგორიაში – «ბუნების ხელოვნება». თეთრი მთები, არიზონა, აშშ «როგორ ფიქრობთ ეს რა ხაზებია? რამდენიც არ უნდა იფიქროთ, მაინც ვერ მიხვდებით... — ეს Lactarius ოჯახის სოკოს ქვედა ნაწილია». «გავლით...», ლინ სიაოპინი, გამარჯვებული კატეგორიაში «ფრთიანთა ცხოვრება». ქსიამენი, ჩინეთი «სიამინი — ათასობით ყანჩის სახლია. სწორედ ამიტომ შეარქვეს მას მეტსახელად — «ყანჩების კუნძული» «ბრძოლა გადარჩენისთვის», დონლინ ჩჟოუ, გამარჯვებული კატეგორიაში – «ხმელეთის ველური ბუნება». შიციუ, სიჩუანის პროვინცია, ჩინეთი «ირბისი (Panthera uncia) და მანულა (Otocolobus manul) სანადიროდ გავიდნენ და ერთმანეთს შეხვდნენ... ეს დიდ იშვიათობას წარმოადგენს, მითუმეტეს, დღის საათებში, როდესაც ისინი ნაკლებად აქტიურები არიან». «პატარა ფრთიანი მეომარი», რობერტ დოდსონი, «ფრთიანთა ცხოვრება»–ის კატეგორიის ფინალისტი. ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა «რაც ბუნებამ ზომაში დააკლო, კომპენსირება გამბედაობაში მოახდინა! წითური კალიბრი (Selasphorus rufus) ცნობილია დაუნდობელი თავდასხმებით ყვავილებზე და ასევე, საკუთარ გვარის წარმომადგენლებზე». «დაისი», რენე კაპოცოლა, «წყლის სიცოცხლის» კატეგორიის ფინალისტი, რანგიროა, საფრანგეთის პოლინეზია «ფოტო ტუამოტუს კუნძულების ატოლშია გადაღებული და ერთ კადრში, ერთდროულად, ორი სამყაროა ასახული — წყლის ზედაპირის ზედა და ქვედა სამყაროები». არხის სხვა სიახლეები:* 4 უძველესი ცივილიზაციებიდან რატომ გადარჩა მხოლოდ ჩინური?.. და ვისი შთამომავლები ვართ "ევროპელები"* გარდაცვალებით ყველაფერი არ მთავრდება – 9 ფაქტი სიკვდილის შესახებ* ლოგიკური გამოცანები, მხოლოდ დაკვირვებულებისთვის* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?
39 2-ს მოსწონს
|