x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რაზეც ისტორია დუმს: შოკისმომგვრელი სიმართლე გულაგის ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ

image


საბჭოთა პერიოდს მარტივს ვერ ვუწოდებთ: ისტორიაში არაერთი შავი ფურცელი არსებობს, რომლის შესახებაც არაერთი წიგნი დაწერილა, სადაც ნაწილი ფიქციაა, ნაწილიც კი - სრული სიმართლე. საკონცენტრაციო ბანაკებში არა მარტო ხალხის მტრებად მიჩნეული - კაცები ხვდებოდნენ, არამედ ქალებიც, რომლებიც ამ "მტრების" ცოლები, დედები და ქალიშვილები იყვნენ. სინამდვილეში, მათი ბრალი მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი არასანდო ელემენტების ახლო ნათესავები იყვნენ, რაც იმას ნიშნავდა რომ მათ შრომითი "გადამზადება" ელოდათ, თუმცა ამასთან, მათ გაუსაძლისი ტკივილისა და დამცირების ატანაც უწევდათ.

image


სისტემა საკუთარ მოქალაქეებს როგორც შეეძლო ისე "ტეხავდა" - ისინი უნდა ყოფილიყვნენ მორჩილნი და მდუმარენი, ამიტომ სირთულეები შრომით-გამოსასწორებელ ბანაკში მოხვედრისთანავე იწყებოდა. ქალებს აშიშვლებდნენ და აბანოში გზავნიდნენ, სადაც პატიმრების საფუძვლიანი შემოწმება და დათვალიერება ხდებოდა: მათ აფასებდნენ, როგორც - საქონელს თანაცხოვრებისთვის.

image


პატიმარი ქალების ბადრაგთან იძულებითი თანაცხოვრება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. კერძოდ, სოლოვეცკის საკონცენტრაციო ბანაკში პატიმარი ქალები ზედამხედველებისთვის არამარტო საჭმელს ამზადებდნენ და მათ ჩექმებს უწმენდნენ, არამედ მათ სხვა სურვილებსაც პირველი მოთხოვნისთნავე აკმაყოფილებდნენ. ქალებს სამ კატეგორიად ყოფოდნენ: "რუბლიანებად", "ნახევარ რუბლიანებად" და "კაპიკიანებად". გასაგებია, რომ ჯანსაღი და ლამაზი ქალები პირველ კატეგორიაში ხვდებოდნენ და მათზე განსაკუთრებული მოთხოვნაც იყო.

image


ჭორების თანახმად, სოლოვეცკიზე თითოეულ ჩეკისტს ხუთამდე ხარჭა ჰყავდა, ხოლო ზოგს კი საერთოდ საკუთარი ჰარამხანაც კი ჰქონდა. ცნობილია, რომ პატიმრებიდან მუდმივად ირჩევდნენ რამდენიმე ათეულ ქალს, რომლებიც ბანაკების მცველ ჯარისკაცებს "ემსახურებოდნენ", რომლებიც იმდენად იყვნენ გათავხედებული რომ ყოველ ჯერზე სულ ახალ ხარჭებს ითხოვდნენ, თუმცა ყველა ქალი მორჩილი არ იყო, ზოგი წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, რაზეც ბანაკის მცველები თვალს არ ხუჭავდნენ, მათ სხვადასხვა საბაბით სადამსჯელო საკანში აგზავნიდნენ, სადაც დღიური რაციონისა და თბილი ტანსაცმლის გარეშე ტოვებდნენ.. თუ ეს მარტივი მეთოდები სასურველ შედეგს არ იძლეოდა, პატიმრები შეიძლება უბრალოდ შიმშილით მოეკლათ ან გაეუპატიურებინათ, რასაც ყველა ვერ უძლებდა.

image


სოლოვეცკიზე მოხვდა ერთი პოლონელი გოგონაც, დაახლოებით ჩვიდმეტი წლის, რომელსაც არ გაუმართლა და ტოროპოვის ყურადღება მიიქცია, თუმცა ეყო გამბედაობა მის ჩაგვრას შეწინააღმდეგებოდა. ერთ დღეს ქალთა ყაზარმში ტოროპოვის მეთაურობით რამდენიმე მთვრალი მცველი შევიდა. მან გოგონა საწოლიდან გადმოათრია, და ოთახში ყოველმა შესულმა რიგრიგობით იძალადა...


image


ქალებს სხვანაირადაც "ტეხდნენ", როგორ? წარმოუდგენელი შრომით. პატიმრებს აიძულებდნენ წყალი ერთი გუბურადან მეორეში ესხათ ან მძიმე მორები ერთი ადგილიდან მეორეზე ეთრიათ. ამის გაძლება ძნელი იყო არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მორალურადაც...


image


კარცერი - 400 გრამი პური და ორი ჭიქა ცხელი წყალი - ეს იყო მთელი დღიური რაციონი. უფანჯრო შენობა, რომელიც არ თბებოდა. მსჯავრდებულებს "გონზე მოსასვლელად" რამდენიმე დღე სჭიდებოდათ. კარცერის შემდეგ პატიმრები ლაზარეთში ხვდებოდნენ, სადაც ყველას ვერ შველოდნენ....


image


წამება სიცივით - ცნობილია შემთხვევა, როდესაც ბანაკის ერთ-ერთმა უფროსმა, დასასჯელად 30 გრადუსიან ყინვაში ყინულზე ოცდაათზე მეტი პატიმარი დატოვა, მათ შორის ქალებიც. შედეგად, უკლებლივ ყველა მათგანს, მოყინული ფეხები მოკვეთეს, რის შემდეგაც პატიმართა უმეტესობა ლაზარეთშივე გარდაიცვალა...


image


წამება ბავშვებით - ამ სასჯელის მოფიქრება კი მხოლოდ ფსიქოპათს შეეძლო. ცნობილია, რომ ქალები კაცებთან შედარებით უფრო ამტანები არიან, ამიტომ მათ დასასჯელად ყველაზე სასტიკი ფორმა მოიფიქრეს. შვილებზე დედების თვალწინ ძალადობდნენ. ზოგი ნანახით შოკირებული უბრალოდ გიჟდებოდა, ამ საშინელ სანახაობას ზოგი ზედამხედველიც კი ვერ უძლებდა...


image

დახვრეტა - ქალებს სიკვდილით ისევე სჯიდნენ, როგორც - ხალხის მტერ - კაცებს. ამის შესახებ საუბარი მიღებული არ არის, თუმცა ეს რეალურად იყო. ახლა ბევრი ფაქტებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს, ახალ მითებს თხზავს და თითს თანამზრახველებისკენ იშვერს, თუმცა სისტემა დღესაც იგივე მეთოდებით მოქმედებს, წლებთან ერთად არაფერი შეცვლილა და სახელმწიფო მანქანის შეშლილი მმართველის აკვიატებული აზრებისა და ფობიების გამო დღესაც ათი ათასობით უდანაშაულო ადამიანი იღუპება.


image











0
1600
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1600