x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
5 მოძველებული ტენდენცია, რომელიც დროა დაივიწყოთ
მოდა (ფრანგ. mode, ლათ.-გან modus — ზომა, სახე, საშუალება, წესი) — არის ტერმინი, რომელიც გამომსახველობის (ექსპრესიის) გაბატონებულ მიმდინარეობას მიუთითებს, თუმცა ხშირად ასევე ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის. მასში ასევე ჩაქსოვილია იდეა, რომ მოდა უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე კულტურა ზოგადად. ტერმინები "მოდური" ან "მოდიდან გასული" გამოიყენება ვინმეზე ან რაიმეზე, რომელიც ექსპრესიის თანამედროვე პოპულარული მოდის ფარგლებში ჯდება. ტერმინს ხშირად დადებითი მნიშვნელობა ენიჭება და სტილისა და მომხიბვლელობის სინონიმია. თუმცა ხანდახან მოდას ნეგატიური მნიშვნელობაც აქვს, როგორც ყოფიერების და მატერიალიზმის სინონიმს.



image



პრაქტიკულად მაღალი მოდა წარმოიშვა პარიზში. შემდეგ ლონდონში. მოდის მაღაზიები სხვადასხვა ქვეყნებიდან აგზავნიდნენ მოდური ჟურნალების რედაქტორებს მოდურ ჩვენებებზე. მაღაზიის ხელმძღვანელები აგზავნიდნენ მყიდველებს, ე.წ. „ბაიერებს“ პარიზის მოდის ჩვენებებზე, სადაც ისინი იძენდნენ ტანსაცმელს რათა ასლი გადაეღოთ. ფაქტობრივად ისინი ღიად იპარავდნენ ტანსსაცმლის სტილს, ხაზს, მორთულობას და მთლიან დეტალებს.




მოდა! ძალიან გამომწვევი სიტყვაა, რომელიც მუდმივად მოითხოვს მიყოლას, მიუხედავად იმისა, უხდება თუ არა ვინმეს. სამწუხაროდ, მოდის უამრავი მსხევრპლი გვყავს და ვინ არის ამაში დამნაშავე, თუ არა თავად მოდა?





თუ ჯერ კიდევ შესაძლებელია ტენდენციების და ანტი-ტენდენციების თვალყურის დევნება, მაშინ ადვილი არ არის იმის გაგება, რომ მოდის წესები გამუდმებით იცვლება. რა შეიცვალა ბოლო წლებში და რა ტენდენციები მოძველდა? სწორედ დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ.




5 მოძველებული ტენდენცია, რომელიც დროა დაივიწყოთ




1. ერთნაირი მანიკური და პედიკური. image

აღარ არის ტენდენციური მანიკური და პედიკური ერთ ფერში. თუ ის განსხვავებულია, მაგრამ ჰარმონიულია ერთმანეთთან, გაცილებით უკეთ გამოიყურება.






2. ვარცხნილობა ე.წ. ღერი-ღერში. image

დიდი ხანია მოდიდან გადავიდა ე.წ ღერი-ღერში დალაგებული და დაყენებული ვარცხნილობები. ის ახალგაზრდა გოგონებსაც კი აბერებს, რაც მათ ასევე მკაცრი მასწავლებლების გამომეტყველებას აძლევს. რთული ვარცხნილობები სტილის პროდუქტების სიმრავლით მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყურება კარგად, ჩვეულებრივ ცხოვრებაში უმჯობესია უარი თქვათ მათზე. მოდაშია ბუნებრიობა და დაუდევრობა, თუმცა ზომიერად, რა თქმა უნდა.






3. ვერცხლისა და ოქროს კომბინირებული ტარება. image

ვაშა! ეს მოდური წესი აღარ არის აქტუალური და შეგიძლიათ უსაფრთხოდ დააკავშიროთ ოქროსა და ვერცხლის სამკაულები კომბინაციაში. სხვათა შორის, ვიზუალურად მშვენივრად გამოიყურება. მთავარია გახსოვდეთ, რომ აქსესუარებში მინიმალიზმი მოდის ერთ-ერთი აქტუალური წესია, რომელსაც დახვეწილი ქალბატონები იცავენ.






4. დამალული მკერდი. image

აღარ არის აქტუალური ჩვენი ფორმების გამომზიურება, განსაკუთრებით, თუ ის პატარა ზომისაა, მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მამაკაცებს სწორედ პატარა ზომის მკერდი მოსწონთ. ნუ დაგვავიწყდება, რომ თითოეული ქალი უნიკალურია და ეს უნდა იყოს ხაზგასმული.






5. მხოლოდ გარდამავალი ფერების ტანსაცმელი... image

არ არსებობს ფერი, რომლის ტარებაც არ შეიძლება. უბრალოდ უნდა ოსტატურად დააკავშიროთ ისინი ერთმანეთთან. მწვანე გიხდება? არ ჩაიცვათ სრულიად მწვანე ფერებში, არამედ იყიდეთ მწვანე ჩანთა ან ფეხსაცმელი. სწორი კომბინაციით, ნებისმიერი ფერის ტარება შეიძლება. სცადეთ, ექსპერიმენტი, მაგრამ არ ჩაიციკლოთ სულ ერთ ფერზე.



0
912
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
912
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0