x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
უცნობი ცივილიზაციის ქალაქი, რომელიც ესპანელმა კონკისტადორმა ვერ იპოვეს და მისი აღმოჩენა თანამედროვე ტექნოლოგიებით მოხერხდა
image


ძველ სამყაროს, უძველესი და იდუმალი ქალაქის – ლა-სუდად-ბლანკას (თეთრი ქალაქი) შესახებ, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც მაიმუნების ღმერთის ქალაქი, პირველმა, ესპანელმა კონკისტადორმა ერნან კორტესმა აცნობა. მისი ინფორმაციით, რომელსაც ინდიელთა მითები ამყარებდა, ქალაქში ამ ღვთაების გიგანტური ქანდაკება იყო დამარხული, რომელიც მთლიანად ოქროსი იყო. თუმცა, დიდი ძალისხმევის და გარჯის მიუხედავად, მან სამხ. ამერიკის ჯუნგლებში დაკარგული ქალაქი ვერ იპოვა.


imageერნან კორტესი


თეთრ ქალაქზე საუბარი 1927 წ. ისევ დაიწყეს, როდესაც მფრინავმა ჩარლზ ლინდბერგმა, აშშ–ს ერთ-ერთ გამომცემელთან ინტერვიუში, მთელს მსოფლიოს გაუზიარა ისტორია, იმის შესახებ, რომ როდესაც ის, ჰონდურასის აღმ. ნაწილში მდებარე, ლა–მოსკიტიას ტროპიკული ტყის თავზე დაფრინავდა, ძველი ქალაქის ნანგრევები დაინახა, რომელიც თეთრი ქვით იყო ნაშენი. კორტესის და ლინდბერგის ისტორიებით შთაგონებულმა არქეოლოგმა და თავგადასავლების მაძიებელმა თეოდორ მორდემ, 1938 წ. დაკარგული ქალაქის მოსაძებნად, ექსპედიცია მოაწყო...


image


და უკვე 1939 წ. ის აშშ–ში ტრიუმფით დაბრუნდა. თან, რამდენიმე ათასი არტეფაქტიც ჩაიტანა, რომელიც ძირითადად, კოლუმბამდელ ეპოქას ეკუთვნოდა. მორდე ამტკიცებდა, რომ მან დაკარგული ქალაქის პოვნა, ინდიელთა ერთ–ერთი ტომის ბელადის მოსყიდვით შეძლო. ამ უკანასკნელმა მის ექსპედიციას რამდენიმე გამცილებელი გააყოლა და მათ მორდე იდუმალ ქალაქამდე მიიყვანეს. სავარაუდოდ, მას რუკა ჰქონდა, რომელზეც ქალაქი და იქამდე მისასვლელი მარშრუტი იყო დატანილი, მაგრამ ისე გარდაიცვალა, რომ მეორე ექსპედიციის მოწყობა ვერ შეძლო.


image


1952 წ. ჰონდურასის კულტურის მინისტრმა დაკარგული ქალაქის მოსაძებნად, ექსპედიცია დააფინანსა, რომელსაც ტიბორა სეკელჯა ხელმძღვანელობდა. მაგრამ, ყველას იმედგაცრუება ელოდა – ექსპედიცია უშედეგო აღმოჩნდა... ამის შემდეგ, ქალაქი დავიწყებას მიეცა და ლა-სუდად-ბლანკას ძებნის ისტორია 2012 წ. მაისში გაგრძელდა.



imageლიდარით სკანირება


სწორედ მაშინ, მეცნიერთა ჯგუფმა, კინოდოკუმენტალისტი რეჟისორის სტივ ელკინსის ხელმძღვანელობით, ლიდარის (დისტანციური ზონდირების ხელსაწყო) გამოყენებით, ლა–მოსკიტიას ჯუნგლების თავზე, აერო გადაღება ჩაატარა. სკანირებამ აჩვენა, რომ დაბურული ტროპიკული ტყის ქვეშ, გეომეტრიულად სწორი ფორმის ობიექტები მდებარეობდა.


image


ამის შემდეგ, სახმელეთო ექსპედიციის მოწყობა გადაწყდა. მისი შედეგი, ექსპედიციის ხელმძღვანელის, მესოამერიკის ექსპერტის და კოლორადოს უნივერსიტეტი (აშშ) პროფესორის კრისტოფერ ფიშერის ანგარიში იყო. მოხსენების მიხედვით, არქეოლოგთა ჯგუფმა, უზარმაზარი კომპლექსი აღმოაჩინა, რომელშიც სხვადასხვა სახის ნაგებობები, მათ შორის პირამიდებიც იყო. ქალაქში ასევე, გაყვანილი იყო სარწყავი არხების ქსელი. კვლევის თანახმად, ქალაქი, მოსახლეობამ დიდი ხნის წინ, ასობით, ან შეიძლება, ათასობით წლის წინ დატოვა.


image


"National Geographic" ამ აღმოჩენის შესახებ წერდა:

"მეზობელი მაიასგან განსხვავებით, ეს კულტურა, პრაქტიკულად, უცნობი რჩება. არქეოლოგებმა მას სახელიც კი არ დაარქვეს. ამ მომენტისთვის, 52 არტეფაქტია ნაპოვნი, მათ შორის ქვის სარიტუალო კონსტრუქციები, ზოომორფული ფიგურებით შემკული ჭურჭელი და სხვა.

იმ ექსპერტების აზრით, რომლებიც ადგილზე მუშაობდნენ, არტეფაქტების უმეტესობა, დიდი ალბათობით, მიწაშია ჩამარხული და იქიდან მის ამოღებას, არაერთი წელი დასჭირდება".


image


image

არხის სხვა სიახლეები:


* „ნიჩბები გაქვთ? საფლავები გაითხარეთ!“ – უთხრა სტალინმა ჟუკოვს

* ოკეანის ფსკერზე ყველაზე ძვირადღირებული განძი აღმოაჩინეს

* იმან რაც მეცნიერებმა ჩერნობილის ტყეში აღმოაჩინეს, მთელი მსოფლიო გააოცა

* ყვითელი და წითელი საზამთრო – იცით რა განსხვავებაა მათ შორის?



1
586
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
586
  
2023, 1 სექტემბერი, 23:26
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1