x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
"ეს მოხდა საგრიმიოროში, ეს არის სიმართლე, სამარცხვინო მატყუარა და ცილისმწამებელია "- ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელს, თამარ ჩერგოლეიშვილსა და "ფორმულას" ერთ - ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს შორის დაპირისპირება კვლავ გრძელდება, ამჯერად, "ტაბულას" დამფუძნებელი მშვილდაძესთან დაკავშირებით ერთ ისტორიას იხსენებს, რომელსაც ადგილი მისივე თქმით, ზემოაღნიშნული ტელეკომპანიის საგრიმიოროში ჰქონდა:


"გულისამრევი კიდევ ისაა, რომ მშვილდაძეს ჩემთან პირად საუბარში დადასტურებული აქვს, რომ მართალი ვარ კეზერაშვილზე ????


როდესაც კეზერაშვილს “ბოკერიას გაწევის” და ევროპული საქართველოს hostile takeover-ის სპეცოპერაცია ჩაუვარდა, მაშინ ვისაუბრეთ.

ჯერ კეზერაშვილისთვის საჯაროდ ცეცხლი არ მქონდა გახსნილი და ფორმულაზე ვიყავი.

ხმამაღლა ვისაუბრეთ საგრიმიოროში – ვცდილობდი გამეგო, რატომ აღარ ნიშნავს ფასეულობები მისთვის აღარაფერს.

თავს იმართლებდა.

მეო, წინააღმდეგი ვიყავიო.

ანუ სანამ კეზერაშვილს საჯაროდ ცეცხლს გავუხსნიდი, მშვილდაძე მეთანხმებოდა რომ ჩრდილიდან იხლართება პოლიტიკოსების გაწევ-გამოწევის ოპერაციები და ეს არასწორია.

აი როდესაც კეზერაშვილის არასწორზე საჯარო საუბარი დავიწყე – დაბლოკვის ბრძანება მიიღეს და ფორმულამ დამბლოკა იმ ამბების თხრობის გამო, რაზეც თავად მშვილდაძე მეთანხმებოდა.

ეს არის სიმართლე. ეს მოხდა ფორმულას საგრიმიოროში, ვყვიროდით – და შეიძლება სხვებმაც გაიგეს.

სამარცხვინო მატყუარა და ცილისმწამებელია (წავიკითხე, რომ

თავის მართლების მიზნით ცილს მწამებს და სამარცხვინო მოტივებს მაბრალებს), ლუზერთან ერთად ????

p.s. საჯარო თავდასხმამდე, მე ის პირადად გავაფრთხილე, რომ ამას ვიზამდი და ვესაუბრე იმ მიზეზებზეც, რატომაც ამას ვიზამდი (დამეთანხმა თავის მართლებით, რომ არასწორი იყო კეზერას მოქმედება). ამ ბინძური სისტემის ჩამონგრევასაც დავპირდი.

ანუ მან ზუსტად იცის, რატომ ვერჩი და განზრახ ცილს მწამებს."- წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


0
805
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
805