საზოგადოებრივი რატომ დადიოდა სტალინი გრიმით და რამ შეაშფოთა მავზოლეუმის თანამშრომელი გარდაცვლილი ბელადის ნახვისას? 2023, 2 აგვისტო, 8:34 სტალინის ნეშტი, რომლის ბალზამირებაც იგეგმებოდა, მავზოლეუმის ლაბორატორიაში, მისი გარდაცვალებიდან 2 საათში გადაიტანეს. ბელადის სახის ნახვისას, მავზოლეუმის ბევრი თანამშრომელი შოკში ჩავარდა, რადგან ცხოვრებაში, ის სხვანაირად გამოიყურებოდა. ბავშვობაში მომავალმა ბელადმა ყვავილი გადაიტანა და როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, მაშინ ის სიკვდილის ზღვარზე იყო, თუმცა ავადმყოფობას მაინც სძლია. მაგრამ, გადატანილმა დაავადებამ სახის კანზე ნაყვავილარი დაუტოვა, რასაც სტალინი დიდ ფიზიკურ ნაკლად თვლიდა. ამიტომ, მის ფოტოებზე და მითუმეტეს, ფერწერულ პორტრეტებზე, დაზიანებული სახის კანის ნახვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მხატვრები ნაყვავილარს, უბრალოდ, არ ასახავდნენ, ხოლო ფოტოებს რეტუში უტარდებოდა. გარდა ამისა, როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, იმის გამო რომ ბელადი, სიკვდილამდე, რამდენიმე დღე ავადმყოფობდა, მისი კანი გარდაცვალების შემდეგ, უფრო რელიეფური გახდა. ასე რომ, გასაკვირი არ არის, რომ პირველი, რაც თვალში მავზოლეუმის ლაბორატორიის თანამშრომლებს მოხვდათ და რამაც გააკვირვა, ეს ნაყვავილარი იყო. გარდა ამისა, შოკი გამოიწვია პიგმენტურმა ლაქებმაც, რომელიც პარტიის ლიდერის სახეს მთლიანად ფარავდა. გარდა ამისა, ასეთი რეაქციის მიზეზი კიდევ ის იყო, რომ მავზოლეუმის თანამშრომლებს, ისევე როგორც საბჭოთა მოქალაქეების უმეტესობა, სტალინს მხოლოდ ფოტოებზე ხედავდნენ, ხოლო, რეალური ბელადის გარეგნობასა და «პორტრეტულ» იმიჯს შორის განსხვავება, არსებითი იყო. სტალინის ფოტოებიდან მხოლოდ ნაყვავილარს კი არ შლიდნენ, შუბლსაც უდიდებდნენ. თავად ბელადი კი, ძირითადად, ქუდით დადიოდა და სახეზე გადატანილი ავადმყოფობის კვალს გრიმის სქელი ფენით მალავდა. არხის სხვა სიახლეები:* გარდაცვალებით ყველაფერი არ მთავრდება – 9 ფაქტი სიკვდილის შესახებ* უცნაური ხელსაწყო, რომელმაც არაერთი ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა* უცნაური რამეები და სახალისო ფოტოები (VI ნაწილი)* რემონტამდე და რემონტის მერე – 55 პრაქტიკული იდეა650 3-ს მოსწონს
|