x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138410
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ნაცისტების საიდუმლო ლაბორატორია და ჰიტლერის ექსპერიმენტები

ჰიტლერი ოკულტური მეცნიერებების განვითარების მომხრე იყო და მან საკუთარი ნაბიჯების უმეტესობა, მხოლოდ წინასწარმეტყველების და ასტროლოგების რჩევით გადადგა. სვასტიკაც* კი, ფაშიზმის სიმბოლო შემთხვევით არ გამხდარა... ხოლო კენიგსბერგში, ნაცისტებმა იმდენი მოახერხეს, რომ ნამდვილი ლაბორატორია შექმნეს, რომელშიც სხვადასხვა, მსუბუქად რომ ვთქვათ, უცნაურ ექსპერიმენტებს ატარებდნენ.


image


ოკულტური ლაბორატორია კენიგსბერგიში (დღევანდელი კალინინგრადი) 1939 წ. დაარსდა და ის ძირითადად, ჰიტლერის დაკვეთით, სხვადასხვა სახის მაგიურ და ფსიქოტროპული იარაღის შექმნაზე მუშაობდა.

ჰიტლერს სჯეროდა ჰიპოთეზის, მისი დანიშნულების შესახებ და ასევე, იმ წარმოუდგენელი ძალების, რომლებიც მას სისხლიან საქმიანობაში, რეგულარულად ეხმარებოდნენ. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ ლაბორატორიის მისამართი – კენიგსბერგის 13 იყო და სსრ კავშირის არმიის ქალაქში შესვლამდე, 13 დღით ადრე, იქ მომუშავე ყველა ასტროლოგი და მაგი, იდუმალ ვითარებაში, მოკლეს.

ერთი ვერსიით, ისინი "ყაჩაღობის მცდელობას" შეეწირნენ, თუმცა იმასაც ამბობდნენ, რომ "მათ თავის მოკვლა გადაწყვიტეს" და ერთმანეთი დახოცეს.

ლაბორატორიაში ყველა სახის ექსპერიმენტს ტარდებოდა. მაგ., ამა, თუ იმ ადამიანის ვუდუს თოჯინებს აკეთებდნენ და ნემსებს ურჭობდნენ, რომ მისთვის სასიცოცხლო ენერგია გამოეცალათ. ე. წ. სპეციალისტები როგორც ცოცხალ, ისე მკვდარ ტყვეებზე მუშაობდნენ, რომლებსაც მათთვის, საკონცენტრაციო ბანაკებში არჩევდნენ.

ფიზიკური ექსპერიმენტების გარდა, ამ ლაბორატორიისთვის უცხო არც დისტანციური მანიპულაციები იყო. მაგ., ლაბორატორიის "მეცნიერებმა" მაგიური რიტუალის ჩატარებით, ბრიტანეთის იმპერია დაწყევლეს.

II მსოფლიო ომის ბოლოს, ნაცისტებმა ლაბორატორიის მიწისქვეშა ნაწილი, სადაც ყველაზე იდუმალი ექსპერიმენტები ტარდებოდა, დატბორეს. ამიტომ, ახლა რთული გასარკვევია, იქ რას აკეთებდნენ, ან სამომავლოდ რას გეგმავდნენ?!


* 1871 წ. არქეოლოგის ჰენრიხ შლიმანის ჩატარებული ექსპედიცია, მხოლოდ ბერძნული ქალაქის – ტროას გათხრებით არ არის ცნობილი. მან ძველი ქალაქის ნანგრევებთან ერთად, სვასტიკა — ძველი კულტურის სიმბოლოც აღმოაჩინა.

ამ აღმოჩენიდან, სულ მალე, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, არქეოლოგები გათხრების დროს, არტეფაქტებს პოულობდნენ, რომლებზეც ანალოგიური სიმბოლოები იყო გამოსახული. ისტორიკოსების აზრით, ძველი ცივილიზაციების წარმომადგენლებს სჯეროდათ, რომ სვასტიკას წარმატების მოტანა შეეძლო. შლიმანმა გერმანიის ტერიტორიაზეც ჩაატარა არაერთი არქეოლოგიური ექსპედიცია და გათხრების დროს, ნაპოვნი ზოგიერთი არტეფაქტი, სწორედ სვასტიკით იყო დამშვენებული. იქიდან მოყოლებული, ანუ XIX საუკუნის II ნახევრიდან, სვასტიკა გერმანელებს საკუთარი კულტურის განუყოფელ ნაწილად მიაჩნდათ. ხოლო, დროთა განმავლობაში, ის «არიული რასის» და გერმანელი ხალხის ფიქტიური კავშირის განსახიერებად იქცა. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:

* ფაქტები სტალინის ცხოვრებიდან, რომლის აფიშირება მას არასოდეს მოუხდენია

* უძველესი ცივილიზაციის იდუმალი ქვის ფიგურები

* ეს ის არ არის, რაც გაიფიქრეთ – უცნაური ფოტოები, რომელსაც კარგად უნდა დააკვირდეთ

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



0
353
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
353
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0