ვარსკვლავები მოკლე თმის მოყვარული ცნობილი ქალბატონები 2012, 5 ოქტომბერი, 21:16 როგორც უმრავლესობა აღიარებს ქალს გრძელი, ლამაზი თმა ამშვენებს. გრძელი თმითა და განსხვავებული ვარცხნილობებით მართლაც ბევრი ქალბატონი იწონებს თავს, მაგრამ ამჯერად იმ ცნობილ ვარსკვლავებზე გავამახვილებთ ყურადღებას მოკლე თმას რომ ანიჭებენ უპირატესობას და ზოგიერთნი კი საერთოდაც ვერ ელევიან. თმის მოკლე ვარცხნილობებით ყოველთვის გამოირჩეოდა ცნობილი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის მეუღლე, მომღერალი ვიქტორია ბექჰემი, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის არც გრძელი თმა ყოფილა უცხო. თუმცა ვიქტორია ნაკლებად თუ გაუწევს კონკურანციას მსახიობ ჰოლი ბერის, რომლის სიმპატიურ თავზეც გრძელი თმა ცოტას თუ შეიძლებაღა ახსოვდეს. მოკლე თმა ვარსკვლავის განუყრელ იმიჯად იქცა. მოკლე ვარცხნილობების სიყვარულით ცნობილია ასევე ჰოლივუდის ''ცუდი გოგო'' პერის ჰილტონი ახალგაზრდა მომღერალმა რიანამაც ბევრი მოკლე ვარცხნილობა მოირგო. მოკლე თმის მოყვარულია ასევე ''ჰარი პოტერი''-ს ვარსკვლავი ემა უოთსონიც. არც კირა ნაითლი, ოდრი ტატუ და რენე ზელვეგერი უნდა გამოგვრჩეს. სხვათა შორის მოკლე ვარცხნილობა ძალიან უხდება ნატალი პორტმანსაც. 1259 6-ს მოსწონს 1-ს არა
|