x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
რა სამარცხვინო შეცდომა იპოვეს გაიდაის ფილმში "სპორტლოტო-82" -ში, რომელიც 40 წლის განმავლობაში ვერავინ შეამჩნია
image

რა თქმა უნდა, ლეგენდარულს ფილმს ამით არ დააკლდება, მაგრამ ეს სასაცილო ფაქტი რეჟისორის თაყვანისმცემლებში გაოცებასა და კითხვებს იწვევს. შეცდომაა თუ განზრახ გაკეთებული?


1982 წელს ლეგენდარულმა რეჟისორმა და სცენარისტმა ლეონიდ გაიდაიმ, რომელმაც საბჭოთა კინომაყურებელს ისეთი შედევრები აჩუქა, როგორებიცაა: "კავკასიელი ტყვე ქალი, "ბრილიანტის ხელი", "12 სკამი", "ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას" და სხვა, გამოუშვა კიდევ ერთი ფილმი, "სპორტლოტო-82". მიუხედავად იმისა, რომ ფილმი 55 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა და გახდა საბჭოთა კინოგაქირავების ლიდერი, ამ ფილმის მიმართ შეფასებები უფრო თავშეკავებული იყო, ვიდრე მანამდე გადაღებული სურათებისა, სხვათა შორის ეს ბოლო სურათი იყო საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის კარიერაში.


მთელი სიუჟეტი აგებულია "სპორტლოტოს" მოგებული ლატარიის ბილეთის გარშემო. მთავარი გმირი კოსტია ლუკოვი, რომელსაც ლიტვურ-ესპანური წარმოშობის მსახიობი ალგის არლაუსკასი განასახიერებს, კიდევ სამ მგზავრთან:სპეკულანტთან, ტურისტთან და გოგონასთან, რომელიც თავის საქმროს შესახვედრად მიემართება, მიემგზავრება გამოგონილ ქალაქ იუჟნოგორსკში - უნებლიედ ისინი ყველანი აღმოჩნდებიან ჩათრეულნი ნანატრი მოგებისათვის ბრძოლაში მხიარული და რთული მოვლენების ფონზე.


image

მაგრამ ყველაზე საინტერესო ამ ფილმში არის რაღაც სრულიად განსხვავებული - ჭეშმარიტად ეპიკური კინოშეცდომა, რომელიც 40 წლის შემდეგ იპოვეს და თავად ლეონიდ გაიდაიმაც მთელმა გადამღებმა ჯგუფმაც კი ვერ შეამჩნია. ფაქტია, რომ მთელი ფილმის განმავლობაშუ ჩვენ ვხედავთ მომგებიანი ლატარიის ბილეთის სხვადასხვა ვარიანტს.(დააკვირდით ლატარიის ბილეთების სერიულ ნომრებს, ყველა სხვადასხვა ციფრით მთავრდება).


ნუთუ ფილმის ავტორებს რა გაუჭირდათ საამისო, რომ დაებეჭდათ ლატარიის ბილეთი იდენტური ნომრებით?

მიუხედავად იმისა, არსებობს ვერსია, რომ ასეთი ფალში გაკეთდა განზრახ, ყურადღებიანი მაყურებლის დასაჭერად.

ბოლოს და ბოლოს, ძნელი დასაჯერებელია, რომ თავად დიდ გაიდაის გაეპარა ასეთი უხეში შეცდომა.

image

გამარჯვებული ბილეთის ნომრები იცვლება კადრიდან კადრში. რით აიხსნება ასეთი შეცდომა? ამას ალბათ ვეღარასოდეს გავიგებთ.

image

0
605
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
605
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0