ტექნიკური ხელოვნურ ინტელექტს თავისი თავის გამოსახვა სთხოვეს - ნახეთ შედეგი 2023, 25 ივლისი, 10:44 მომხმარებლებმა ყველაზე ჭკვიან ჩეთბოტს - GPT, სთხოვეს, გამოესახა თავისი თავი ASCII-ის (ASCII–ინფორმაციის გაცვლის ამერიკული სტანდარტული კოდი) სტილში. ალგორითმის პასუხი იყო: "რა თქმა უნდა! აი, GPT ჩეთბოტის უმარტივესი ASCII გამოსახულება". ნახატის გაშიფვრის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გამოსახულება თითქმის იდენტურია მულტიპლიკაციური ფილმის "რიკი და მორტი" ერთ-ერთი გმირის – თავის გამოსახულების, რომელიც ფილმში პლანეტის განადგურებით იმუქრებოდა. ადრე, ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების ცენტრი (აშშ) სიფრთხილისკენ მოუწოდებდა, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარება კაცობრიობას განადგურებით ემუქრება, ამიტომ საჭიროა ადამიანები გაერთიანდნენ და მოვლენების განვითარების მსგავსი სცენარის თავიდან ასაცილებლად ზომები მიიღონ. "გადაშენების რისკის შემცირება (რომელიც შეიძლება ხელოვნური ინტელექტის მიზეზით მოხდეს), გლობალური პრიორიტეტი უნდა გახდეს, ისეთ სხვა საფრთხეებთან ერთად, როგორიცაა პანდემიები და ბირთვული ომი"- ნათქვამია ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. დოკუმენტს უკვე მოაწერეს ხელი ექსპერტებმა ხელოვნური ინტელექტის დარგში, აგრეთვე ინფორმაციული ტექნოლოგიების, ეკონომიკის, მათემატიკის, ფილოსოფიის სფეროს სპეციალისტებმა, მათ შორის კომპანია Open AI გენდირექტორმა და პროგრამისტმა სემ ოლტმენმა, ბრიტანელმა მეცნიერმა ჯეფრი ჰინტონმა და სხვ.
იხილეთ შემდეგი სტატიები:ჩვენი სამყარო სიმულაციაა და არარეალურობაში ვცხოვრობთ? ფოტოები იმ ადამიანებისა, რომლებიც ცდილობდნენ წყლის ქვეშ გადაეღოთ სელფი გამელოტებული ცნობილი სახეები, რომლებიც საგულდაგულოდ მალავენ ამ ფაქტს როგორი არ უნდა იყოს საქორწილო კაბა ეს ჟირაფი თქვენს IQ-ს თვალუწვდენელ სიმაღლემდე აწევს, მაგრამ ის ჯერ უნდა იპოვოთ ზომბირებული ცხვრები წრეზე 12 დღე მოძრაობდნენ (+ვიდეო) რა კავშირია ინგლისელ პოეტ, ბაირონსა და პროგრამირებას შორის? ვიდეოზე, რომელიც მეთევზემ გადაიღო (ბრაზილია), ზღვის უცნაური არსებაა დაფიქსირებული როგორ შეიძლება შეიცვალის ადამიანის გარეგნობა ათასი წლის შემდეგ 279 5-ს მოსწონს |