x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
''რუსეთში ქართული კოკა-კოლა შემოაქვთ..და ეს ადამიანები ჩვენ გვეძახიან რუსეთუმეებს"-ლალი მოროშკინა
image

როგორც ცნობილია ლალი მოროშკინა ეს რამდენიმე დღეა რუსეთში იმყოფება, იგი სიტყვით გამოვიდა ტელეკომპანია "ზვეზდაში", სადაც ისაუბრა ქრისტიანობაზე, ქართულ-უკრიანულ გართულებულ ურთიერთობაზე, მიხეილ საკაშვილის რეჟიმზე, ლგბტ პროპაგანდაზე და სხვა(ვიდეო იხილეთ ბოლოში).


ლალი მოროშკინა რუსეთის დედაქალაქში შეხვდა აგრეთვე ქართული დიასპორის ხელმძღვანელს დავით ცეცხლაძეს:


"დიდი საქმე უხმაუროდ კეთდება. სამი წელია, რაც საქართველოს დიასპორას რუსეთში Давид Цецхладзе ხელღვანელობს. ზუსტად მისი დაუღალავი შრომის შედეგია, მილიონზე მეტი ქართველის ღირსეული ყოფა რუსეთში! მადლობა"-აღნიშნა სოციალურ ქსელში ლალი მოროშკინამ.




ახლახან ლალი მოროშკინამ რესტორან "Кавказская Пленница"-(კავკასიელი ტყვე ქალი)საიდან გამოაქვეყნა ფოტო და ვიდეო, სადაც აღნიშნავს, რომ აქ იყიდება ქართული კოკა-კოლა, ქართული ღვინო და კონიაკი.

image


"ესაა ნოვიკოვის რესტორანი "Кавказская Пленница", რომელიც აქ ძალიან პოპულარულია, მას თბილისშიც აქვს რესტორანი და შემოაქვს ასეთი ძვირფასი პროდუქტი, როგორიც არის ქართული "კოკა-კოლა"..ჰოდა იმის თქმა მინდოდა რა, აქ არის ქართული ღვინო, ქართული კონიაკი, ქართული "კოკა კოლა" და ის ადამიანები, რომლებსაც აქ შემოაქვთ ეს პროდუქტი, ჩვენ გვეძახიან რუსეთუმეებს"-აღნიშნავს ლალი მოროშკინა.



2
245
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
245
  
2023, 23 ივლისი, 5:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ცერბერ.-ის კომენტარზე
2023, 22 ივლისი, 17:05
იყო ამერიკის მტერი ეს სახიფათოა, იყო ამერიკის მეგობარი სასიკვდილოდ სახიფათოა.
ჰენრი კისინჯერი ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი
0 1 2