x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ლეონარდო და ვინჩის ყველაზე დიდი საიდუმლო და სახლი, რომელშიც მხატვარმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა

ადამიანები ძველთაგან გრძნობდნენ, რომ გენიალური და ვინჩის მიერ შექმნილ მონა ლიზას პორტრეტში, რაღაც საიდუმლო იმალება. დღემდე არ წყდება კამათი იმასთან დაკავშირებით, თუ რეალურად ვინ არის ასახული «ჯოკონდას» სახელით ცნობილ ტილოზე? თუ მხატვრის მოდელი ლიზა გერარდინი იყო და პორტრეტი დაკვეთით იქმნებოდა, მაშინ რატომ არ გადასცა მხატვარმა ტილო დამკვეთს? სწორედ ამ გაურკვევლობამ წარმოქმნა სხვადასხვა ჰიპოთეზა სურათზე ასახული ქალის ვინაობასთან დაკავშირებით. მათ შორის, ყველაზე პოპულარული, ამერიკელი მკვლევარის ჰიპოთეზა იყო, რომლის მიხედვით, პორტრეტზე თავად ლეონარდო და ვინჩი იყო გამოსახული. ამ დასკვნამდე ის, სპეციალური კომპიუტერული პროგრამით, მხატვრის ავტოპორტრეტის და «ჯოკონდას» შედარებითი ანალიზის საფუძველზე მივიდა.


image


მაგრამ, ლეონარდოს საკუთარი პორტრეტზე, მონა ლიზაა, რომელიც ნამდვილად ასრულებდა ნატურის როლს, პორტრეტის შექმნის დროს!.. და ეს თუ ასეა, მაშინ რატომ ჰგავს ქალის პორტრეტი ასე ძალიან მხატვარს?

როგორც აღმოჩნდა, «ჯოკონდას» საიდუმლო, ლეონარდო და ვინჩის ბიოგრაფიას, უფრო სწორედ — მის დაბადებას და ბავშვობის პერიოდს უკავშირდება:
ლეონარდოს მამა, ნოტარიუსი სერ პიერო და ვინჩი იყო, რომელსაც დიდი მამული ჰქონდა ქ. ვინჩის გარეუბანში, ტოსკანის რეგიონში, ფლორენციასთან ახლოს. სწორედ იქ გაიცნო მან ლეონარდოს მომავალი დედა, გოგონა სახელად კატერინა, რომელიც ადგილობრივი გლეხის შვილი იყო.
სერ პეირო 25 წლის იყო, როდესაც ლეონარდო მოევლინა ამ ქვეყანას. «და მაშინვე, მოხუცმა ანტონიომ (პიეროს მამა), რომელიც ოჯახში მათი სტატუსისთვის შეუფერებელი რძლის შემოყვანის წინააღმდეგი იყო, სასწრაფოდ დააქორწინა შვილი ფლორენციელ გოგონაზე, რომელიც ამადორების ოჯახიდან იყო. რაც შეეხება კატერინას, ის ანტონიოს და პიერო დელ ვაკას შორის დადებული გარიგების შემდეგ, ამ უკანასკნელის ცოლი გახდა» — წერს ლეონარდო და ვინჩის ერთ-ერთი ბიოგრაფი. ასე, რომ, ლეონარდო დი სერ პიედრო და ვინჩი (და ვინჩი - მხატვრის გვარი არ არის. ის დაბადების ადგილს ნიშნავს) დაბადებისთანავე, მშობლების გარეშე დარჩა, რადგან კატერინას ქმარმა ბავშვის აღზრდაზე უარი თქვა და არც ცოლს მისცა ლეონარდოსთან ურთიერთობის უფლება (პიედრო ჭირვეული, შარიანი და ჩხუბისთავი იყო და სავარაუდოდ, ცოლი რაღაცით დააშინა).

5 წლის იყო მომავალი მხატვარი და მეცნიერი, როდესაც შენიშნა, რომ მას გამუდმებით ვიღაც ქალი უთვალთვალებდა. კატერინამ შვილის დავიწყება ვერ შეძლო და მას მფარველ ანგელოზად მოევლინა. როდესაც ბავშვი ეზოში თამაშობდა ან სეირნობდა, ის ყოველთვის შორი-ახლოს იდგა და სევდანარევი ღიმილით უყურებდა.
ლეონარდოს ჩანაწერებში ვკითხულობთ: «კატერინა 1493 წლის 16 ივლისს მოვიდა» (სავარაუდოდ, ქმრის გარდაცვალების შემდეგ. იმ დროს ლეონარდო უკვე 41 წლის იყო). მიუხედავად იმისა, რომ ლეონარდო მას კატერინად მოიხსენიებს, მას მთელი გულით უყვარდა დედა, რომელიც მთელი ბავშვობის მანძილზე, ჩრდილივით დაჰყვებოდა.
ლეონარდო ძალიან ჰგავდა დედას და როგორც მისი ბიოგრაფები ფიქრობდნენ, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ მას ავტოპორტრეტების ხატვა არ უყვარდა. როდესაც ის საკუთარი სახის ხატვას იწყებდა, საბოლოო ჯამში, ტილოზე დედის სახე ისახებოდა, მაგრამ გროტესკული ფორმით.

მხატვარს კარგად ახსოვდა დედის ნაკვთები და უნდოდა კიდეც მისი დახატვა, მაგრამ კატერინა ტილოზე ცოცხალივით რომ ყოფილიყო, მოდელი სჭირდებოდა. როგორც ჩანს, მონა ლიზა გერარდინი, ფრანჩესკო დელ ჯოკონდას მეუღლე, კატერინას რაღაცით ჰგავდა, ან მხატვარს მას ახსენებდა. ზუსტად მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ლეონარდოს დაკვეთით არ შეუქმნია მონა ლიზას პორტრეტი. მხატვარი განზრახ დაუახლოვდა ფრანჩესკოს ოჯახს და მისი ცოლის პორტრეტის დახატვის იდეაც სწორედ მას ეკუთვნოდა.


image


ლეონარდო და ვინჩი, მონა ლიზას პორტრეტის სახით, საკუთარ დედას ხატავდა, რომელიც იმ პერიოდისთვის, უკვე გარდაცვლილი იყო. პორტრეტის შექმნას მან 4 წელი მოანდომა და ერთი ვერსიით, ის პარალელურად ორ ტილოზე მუშაობდა: ერთი მონა ლიზას პორტრეტი იყო, რომელიც პატრონს ჩააბარა, ხოლო ჩვენთვის ცნობილი «ჯოკონდა» — მხატვრის სიცოცხლის ბოლომდე, მასთან დარჩა.
მეორე ვერსიით, — პორტრეტის დასრულების შემდეგ, მხატვარმა ფლორენცია დატოვა და ტილოც თან წაიღო, რადგან ის მეტისმეტად ძვირფასი იყო მისთვის. მას შემდეგ, ის და კატერინა «განუყრელები იყვნენ». მხატვარს პორტრეტი, მოგზაურობის დროსაც კი, სულ თან დაჰქონდა და არავის აჩვენებდა.
ის რომ პორტრეტზე მართლა კატერინაა და არა მონა ლიზა, ის ფაქტიც მეტყველებს, რომ პორტრეტის უკანა ფონზე ბუნების პეიზაჟია. ზუსტად ისეთი, როგორიც მის მშობლიურ მხარეში, ტოსკანაში იყო. სადაც კატერინა ცხოვრობდა და თავად ლეონარდო დაიბადა.

1516 წელს მხატვარმა საფრანგეთის მეფის მიწვევა მიიღო და საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა. ის ქ. ამბუაზის მახლობლად მდებარე, კლო-ლუსეშის მამულში დასახლდა... და არავინ იცის როგორ, 1617 წელს, მისი «ჯოკონდა» საფრანგეთის მეფის ფრანსუა I სურათების კოლექციაში აღმოჩნდა. სწორედ ეს პორტრეტია ახლა ლუვრში გამოფენილი.

კლო-ლუსეს სასახლეში, რომელშიც მხატვარმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები (1516 - 1519) გაატარა, დღეს მისი სახელობის სახლ-მუზეუმია გახსნილი.


image


მიუხედავად იმისა, რომ სასახლე არც თუ ისე დიდი არის, ძალიან საინტერესო ისტორია აქვს და დ’ამბუაზის ოჯახის წყალობით, დღეს ის ისევე გამოიყურება, როგორც XVI საუკუნის დასაწყისში, როდესაც მასში დიდი მხატვარი ცხოვრობდა:


imageimageimageimageimageimageimageimageimageimage


image

არხის სხვა სიახლეები:


* პეპლები – წარმოუდგენელი ფაქტები ყველაზე ლამაზი მწერების შესახებ

* უცნაური რამეები და სახალისო ფოტოები (V ნაწილი)

* ქალთა სასტიკი და სისხლიანი დუელები



0
452
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
452
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0