პოეზია ჩემი დაწერილი ლექსი... 2012, 10 აპრილი, 18:23 მეც ხომ ვიყავი ერთ დროს პატარა, სანამ დამფენდა თმაზე ჭაღარა, სანამ ვიყავი შეყვარებული, ერთ გოგოს ვიყავ შენატრებული... ყოველ დღე მისი სახლის წინ ვიდექ, ველოდებოდი იებით ხელში, მაგრამ ერთ დღესაც მან მე დამტოვა, გაუჩინარდა სულივით ბნელში... ვიარებოდი მრავალ წელს კენტად, კვლავ ვეძიებდი წარსულის ლანდებს და გულში ჩუმად მივიმრეროდი, მისთვის დაწერილ იისფერ ჰანგებს... მე ის მიყვარდა, უზომოდ, ძლიერ, ვერ ვიშორებდი თვალიდან ცრემლებს, რადგან დამტოვა, წარსულს მიეცა, და ჩემი გული დატოვა ხნიერ... ისევ ვეძებდი მრავალ წელს გზებზე, თოვლში, ქარბუქში ვიარებოდი, არ ვთაკილობდი ათასგვარ საქმეს და ვოცნებობდი ჩვენ პირველ ღამეს... 52 3-ს მოსწონს
|