საბუნებისმეტყველო უძველესი რუკები, რომლებიც მეცნიერებს საგონებელში აგდებს 2023, 20 ივლისი, 8:34 ძველად შექმნილი რუკებიდან, ჩვენამდე თითქმის არაფერს მოუღწევია. ბიბლიოთეკები, რომლებშიც დაცული იყო რუკები, ომების და ხანძრების დროს ნადგურდებოდა. მაგ., ყველაზე ცნობილი, ალექსანდრიის ბიბლიოთეკა, რომელშიც თავმოყრილი იყო, იმ დროს არსებული, ყველა მნიშვნელოვანი ნაშრომი და რუკა, ერთი ვერსიით, რომაელების ეგვიპტეში ლაშქრობის დროს დაიწვა. გადარჩენილი ხელნაწერები, იულიუს ცეზარის ბრძანებით, გემზე გადაიტანეს და რომში გაგზავნეს. გემი შტორმის დროს ჩაიძირა და რაც ხანძარს გადაურჩა, წყალმა შთანთქა... თუმცა, არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის მიხედვით, ალექსანდრიის ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი, ჯერ გემზე გადაიტანეს, ხოლო შემდეგ, ბიბლიოთეკა განზრახ დაწვეს. გემმა კი, იმპერიის დედაქალაქში მშვიდობიანად ჩააღწია და ამჟამად, ეგვიპტიდან წამოღებული პაპირუსები ვატიკანის ბიბლიოთეკის საცავებში ინახება. ფირი რეისის რუკის ფრაგმენტი (1513 წ.) არსებობს ასევე ინფორმაცია, რომ ვიდრე კოლუმბი თავის ცნობილ მოგზაურობაში წავიდოდა, ის პოტენციურ სპონსორებს, რომლებსაც მისი მოგზაურობა უნდა დაეფინანსებინათ, რაღაც რუკებს აჩვენებდა. ამის შესახებ, კოლუმბის შვილი, თავის მოგონებებში წერდა. თუმცა, განსაკუთრებული რუკის, ან დოკუმენტების არსებობის შესახებ, ინფორმაცია არ არსებობს. ერთ-ერთი პირველი კარტოგრაფი, ვისმა სახელმა და რუკამ ჩვენამდე მოაღწია, ანაქსიმანდრე (ძვ. წ. აღრ. 610-547) იყო. მან პირველმა ასახა ქაღალდზე, იმ პერიოდში, ბერძნებისთვის ცნობილი ტერიტორიები. ანაქსიმანდრეს რუკა, მოგვიანებით, ძველმა ბერძენმა ისტორიკოსმა და გეოგრაფმა, ჰეკატეოს მილეტელიმა (ძვ. წ. აღრ. 550-490) ჩაასწორა. მაგრამ, არსებობს რუკები, რომლის ახსნა, პრაქტიკულად შეუძლებელია! მაგ. ფირი რეისის (1470-1553 წწ.) ცნობილ რუკაზე, რომელიც 1528 წლით არის დათარიღებული, დატანილია: გრენლანდია, ლაბრადორი, ფლორიდა, ნიუფაუნდლენდის ნახევარ კუნძულები და ანტარქტიდის სანაპირო. თავად რეისი ძალიან პატიოსანი ადამიანი იყო და ამის გამო, თუ იმიტომ, რომ შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში, თავი დაეზღვია, რუკის კიდეებზე გაკეთებული მინაწერებით გვატყობინებს, რომ მისი რუკის საფუძველს, ადრეული პერიოდის ისტორიული წყაროები და უფრო ძველი რუკები წარმოადგენდა. ეს რუკა ჩინელმა კოლექციონერმა ლიუ განმა 2001 წელს, შანხაის ერთ–ერთ ანტიკვარულ მაღაზიაში, 500 დოლარად შეიძინა. რუკა 1763 წლით არის დათარიღებული, მაგრამ მასზე შემდეგი სახის ტექსტია დატანილი: «რუკა სიუმ გადმოიხატა მო იო ტონგის 1418 წლის, ორიგინალური რუკიდან, რომელიც 1763 წელს, ცინის დინასტიის ქვეშევრდომი იყო». რაც კოლუმბის «ახალ სამყაროში» ჩასვლამდე, 74 წლით ადრე იყო. თუმცა, ჩინურ რუკაზე უკვე ორივე ამერიკის კონტინენტია დატანილი, ამასთან ორივე სანაპირო, როგორც აღმოსავლეთი, ისე დასავლეთი და არა მხოლოდ ერთი სანაპირო, როგორც ეს ცნობილი მეზღვაურის, გეოგრაფის და კარტოგრაფის ფირი რეისი რუკაზეა. ბონის ბიბლიოთეკაში კი, 1510 წელს შედგენილი რუკა აღმოაჩინეს, რომელზეც ამერიკის სანაპირო ზოლი, კანადიდან – ცეცხლოვან მიწამდე, ზუსტად არის ნაჩვენები. არსებობს ბევრი სხვა რუკა, რომელზეც ისეთი ობიექტებია აღნიშნული, რაც რუკის შედგენის პერიოდისთვის, ცნობილი არ უნდა ყოფილიყო. მაგ. გასული საუკუნის 60-იან წლებში, აღმოაჩინეს და გამოაქვეყნეს კანადის სანაპიროს რუკა – «ვინლენდი» (ესპ. Vínland – ჩრდ. ამერიკა), რომელიც ჩატარებული კვლევის თანახმად, 1440 წ. ბერნში იყო შედგენილი. უცნობი ავტორი ქ. კოლუმბის მოგზაურობამდე 52 წლით ადრე აღწერდა კანადის და ჩრდ. ამერიკის სანაპირო ხაზს. ამას გარდა, არსებობს უამრავი რუკა და ნახატი, რომლის მიხედვით, ჩვენს წინაპრებს ბევრად უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდათ დედამიწის შესახებ, ვიდრე ამას დღეს ოფიციალური მეცნიერება აღიარებს. მაგ., ქვემოთ წარმოდგენილია ბრტყელი დედამიწის რუკა, რომელიც VII ს–შია შედგენილი. მაგრამ მასზე, ევროპა, აფრიკა და ამერიკის ორივე კონტინენტია ასახული. არხის სხვა სიახლეები:* ძველი ეგვიპტელი ქურუმის მიერ მოყოლილი საკუთარი ქვეყნის ალტერნატიული ისტორია* ყველაზე პოპულარული 10 სიმღერა პოპ–მუსიკის ისტორიაში* ეს როგორ უნდა მომხდარიყო? – უცნაური და ძნელად ასახსნელი ფოტოები748 2-ს მოსწონს
|