x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
8 წლის გოგონა, რომელიც "საკუთარ სახლში" დაიკარგა, დღემდე ვერ იპოვეს
ნიკოლ მორინის იდუმალი გაუჩინარების საქმე ამ დრომდე არ არის გახსნილი, თუმცა 30 წელზე მეტი გავიდა.


ნიკოლ ლუიზ მორენი, ჟანეტ და არა მორენების ერთადერთი ქალიშვილი იყო. გოგონამ ტორონტოში საცხოვრებელი ბინა დილის 11:00 სთ-ზე დატოვა და მეგობართან შესახვედრად გავიდა, თუმცა მას შემდეგ არავის უნახავს.



image



სახლიდან გასვლამდე ნახევარი საათით ადრე ნიკოლი მეგობარ ჯენიფერს ტელეფონით შეუთანხმდა შეხვედრაზე. გოგონებმა ჯენიფერის აუზში გართობა გადაწყვიტეს. სახლიდან გასვლამდე ხუთი წუთით ადრე ნიკოლი კვლავ დაუკავშირდა ჯენიფერს და აუწყა სახლიდან გასვლის შესახებ და უნდა შეხვედროდნენ გზად და აუზზე ერთად მისულიყვნენ. 15 წუთის შემდეგ, რაც ნიკოლი სახლიდან გავიდა, ჯენიფერმა კვლავ დარეკა მათთან სახლში, რომ ნიკოლს ელოდა და ის აგვიანებდა, თუმცა ტელეფონს ნიკოლის დედამ უპასუხა და გოგონა დაამშვიდა, რომ შესაძლოა ისინი გზაში აცდნენ და აუზთან დალოდებოდა. დედამ იმ მომენტში სანერვიულო საბაბად არ ჩათვალა ფაქტი და იფიქრა, რომ გოგონები შეიძლება უბრალოდ ერთმანეთს აცდნენ.




ჟანეტ მორენმა, ნიკოლის დედამ ნერვიულობა 15:00 სთ-ზე დაიწყო, ის ჩაერთო ახლობლებთან ერთად ქალიშვილის სამძებრო სამუშაოებში, ხოლო უშედეგო ძებნის შემდეგ, უკვე 16:00 სთ-ზე შვილის გაუჩინარების მიზეზით მიმართა პოლიციას.



image


ნიკოლის მოულოდნელმა გაუჩინარებამ მთელი კანადა მოიცვა, რადგან ეზოში და სამეზობლო სკვერებში შვილებს ყველა დამოუკიდებლად უშვებდა, ვინაიდან ყველა იცნობდა და ენდობოდა ერთმანეთსდ ა შიშის მიზეზი არ ჰქონდათ.



ნიკოლ მორინის გაუჩინარება და ძიება კანადის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური იყო. სასწრაფოდ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც იმ საღამოს გაჩხრიკა საცხოვრებელ კომპლექსში არსებული ყველა ბინა და კომუნალური ოთახი, მიმდებარე ტერიტორიები და მანქანები, ასევე გამოიკითხა ყველა მცხოვრები და სხვა მოწმეები, რომლებსაც შეეძლოთ ნიკოლის ნახვა იმ დღეს.



image



ერთი წლის განმავლობაში პოლიციამ განიხილა გოგონას გაუჩინარების ყველა შესაძლო ვერსია, ამიტომ სპეციალისტებმა დაკითხეს ხუთი ათასი ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ასეული სექსუალური მოძალადე. პოლიცია ამოწმებდა ანონიმურ სატელეფონო ზარებს და წერილებს, მაშინაც კი, თუ ავტორს ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა.



პოლიციასთან ერთად ნიკოლს მამამისი არ მორინი აქტიურად ეძებდა. მან თავისი ქალიშვილის ორმოცდაათი ათასი პლაკატი გაუგზავნა პოლიციის განყოფილებებს ჩრდილოეთ ამერიკაში, ასევე კანადის ათეულობით საელჩოში მთელს მსოფლიოში. მორინმა მიმართა მთავარ გამოცემებსა და კერძო დეტექტივებს, იმოგზაურა კანადასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, რათა ეპოვა ნიკოლის კვალი. მისი ქალიშვილის ძებნა არასთვის აკვიატებად იქცა. ნიკოლის დედა, ჟანეტი, 2007 წელს გარდაიცვალა გულის შეტევით ისე, რომ არ იცოდა რა ბედი ეწია მის ქალიშვილს. მიუხედავად ამისა, სიცოცხლის ბოლომდე, მან უარი თქვა იმის დაჯერებაზე, რომ ნიკოლი მკვდარი იყო.



image




სხვათა შორის, პოლიციამ ასევე არ განიხილა მკვლელობის ვერსია მთავარ ვერსიად და ამტკიცებდა, რომ ნიკოლ მორენის გარდაცვალების მტკიცებულება არ არსებობდა. 2007 და 2014 წლებში ტორონტოს პოლიციამ გააკეთა ვიდეოს მონტაჟი, რომლებიც გამოქვეყნდა კანადის მთავარ ონლაინ გამოცემებში და მოითხოვდა ნებისმიერი ინფორმაციის მიღებას გოგონას ბედის შესახებ. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანთით და პლაჟის პირსახოცით გამოწყობილი გოგონა დერეფანში გადის და ლიფტში შედის, ჩადის პირველ სართულზე, გადის დარბაზში და ნელ-ნელა ორთქლდება ჰაერში. თუმცა, ვიდეო საბედისწერო დღის მოვლენებს საკმაოდ სწორად არ ასახავდა: პოლიციას ჯერ კიდევ არ აქვს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ გოგონა პირველ სართულზე მდებარე ფოიეში ლიფტით ჩავიდა ან გამოვიდა ლიფტიდან.




ნიკოლის გაუჩინარების ვერსიებს შორის ყველაზე გავრცელებულია შემდეგი:



გოგონამ სახლი ნებაყოფლობით დატოვა. ამ ვერსიას ამყარებს ის ფაქტი, რომ მისი მშობლები იმ დროს განქორწინების პირას იყვნენ, მათი ურთიერთობა დაძაბული იყო და, შესაძლოა, წყვილმა სათანადო ყურადღება არ მიაქცია შვილს. გარდა ამისა, მას შემდეგ რაც ნიკოლი გაუჩინარდა, მის საძინებელში იპოვეს ჩანაწერი, რომელშიც ეწერა: „მე გავქრები“. შესაძლოა გოგონამ სახლიდან გაქცევა წინასწარ დაგეგმა. დეტექტივებმა არ დაუჯერეს ამ ვერსიას, რადგან ნიკოლი მხოლოდ 8 წლის იყო. თუ მან დაგეგმა "გაქრობა", მაშინ ეს ნამდვილად ვერ მოხდებოდა უფროსების დახმარების გარეშე.


image




გოგონა მოიტაცეს და ცოცხალია, უბრალოდ დაკარგა მეხსიერება და არ ახსოვს ვინ არის. ან შეიძლება ის თავისუფალი იყოს. ხშირად, პედოფილები ან რელიგიური ფუნდამენტალისტები იყვნენ ეჭვმიტანილები გატაცებაში, რომლებსაც სურდათ ნიკოლის ცხოვრება გაეუმჯობესებინათ მისი დაძაბული ოჯახური ცხოვრების გამო. დიდი ხნის განმავლობაში, შენობის ყველა მცხოვრები, გამონაკლისის გარეშე, ეჭვქვეშ იყო. „ეს უნდა ყოფილიყო ვინმე, ვინც შენობაში ცხოვრობდა, – ამტკიცებდა გამომძიებელი, – ამ ლიფტში გოგონასთან უცხო ადამიანის შეხვედრის შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია“.




ერთ-ერთი მოწმე ამტკიცებდა, რომ ნიკოლის გაუჩინარების დღეს, გოგონას გაუჩინარებამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე, საცხოვრებელ კომპლექსში, სადაც ყველა კარგად იცნობდა ერთმანეთს, 35 წლის საშუალო სიმაღლისა და გრძელი ქერა თმით უცნობი ქალი ნახა, რომელიც რვეულში რაღაცას გულმოდგინედ კითხულობდა და არაფრით არ აშორებდა თვალს. პოლიციამ დაამზადა ფოტორობოტი, რომელიც გაზეთებშიც კი დაიბეჭდა, მაგრამ ქალის ვინაობა ვერ გაირკვა.




ასევე არსებობს მკვლელობის ვერსიაც. 11 წლის ბილი ჯო პლეერი, რომელიც ცხოვრობდა იმ სახლის მახლობლად, სადაც ნიკოლი დაიკარგა, ამტკიცებდა, რომ მორინის გაუჩინარებიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ გაიგონა გოგონას ყვირილი. ბილი დასთან ერთად მეზობლებს დახმარებას სთხოვდა, რომლებმაც თავადაც გაიგონეს ეს საშინელი ყვირილი და გამოიძახეს პოლიცია. პოლიციამ სავარაუდო დანაშაულის ადგილის ჩხრეკის შემდეგ ვერაფერი იპოვა.



image




ნიკოლ მორენის გაუჩინარების ამბავი დღემდე დიდ საიდუმლოდ რჩება.



0
776
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
776
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0