x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მსოფლიო ლიდერთა პრეფერენციები: სტალინის, ჩინგისხანის და ნაპოლეონის ინ@იმური ცხოვრების დეტალები

image


ისტორიაში ბევრი ოდიოზური პიროვნება ყოფილა, რომელიც მსოფლიოს დაპყრობას ან ძლევამოსილი იმპერიის შექმნას ცდილობდა, მაგრამ როგორები იყვნენ ისინი ტახტისა და ხელისუფლების მიღმა? იყვნენ თუ არა პირად ცხოვრებაში ბედნიერები და რა არის ცნობილი მათი სექსუალური პრეფერენციების შესახებ? არც ისე ხშირად გვეძლევა ხოლმე ასეთი ოდიოზური პერსონაჟებისთვის პლედის ქვეშიდან შეჭვრეტის შესაძლებლობა. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით იმ ცნობილი დამპყრობლების, იმპერატორებისა და დიქტატორების სექსუალური ცხოვრების შესახებ, რომლებმაც მსოფლიო ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს.




ჩინგისხანი

image


მსოფლიოს საიდუმლო მმართველთა სიაში ჩინგისხანი პირველ ადგილს იკავებს. მის სიცოცხლეში მისი პორტრეტიც კი არ შექმნილა, რადგან მონღოლი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი საკუთარი თავის დახატვის უფლებას კრძალავდა. 50 წლამდე მოკრძალებულ მონღოლ ლიდერ თემუჩინს მხოლოდ ერთი ცოლი ბორტე ჰყავდა, ხოლო ორმოცდაათი წლის შემდეგ, როდესაც მან მოულოდნელად ნახევარი მსოფლიო დაიპყრო, მას მთელი ჰარემი გაუჩნდა, სადაც თავს ორიდან შვიდიათასამდე ხარჭა იყრიდა. ჩინგიზ-ყაენს ოფიციალურად 20-30 ცოლი ჰყავდა, თუმცა ჰარემს მისი პირველი ცოლი ბორტე მართავდა.


image


ჩინგიზხანი ქალის სილამაზის მიმართ გაუმაძღარი იყო და ყოველი მორიგი პროვინციის დაპყრობის შემდეგ ლამაზი ქალების რჩევას თავადვე იწყებდა: თემუჩინს მრგვალთეძოებიანი, მრგვალსახიანი და პატარა ცხვირიანი გოგონები მოსწონდა, სწორედ ასეთი იყო მისი სილამაზის სტანდარტები. არსებობს ლეგენდა, რომ ჩინგიზხანმა გარდაცვალებამდე მაქსიმალური რაოდენობა ქალის განაყოფირება მოახერხა, ასე რომ, ახლა ყოველი მეათე აზიელი მისი შთამომავალია. როგორც ჩანს, თემუჩინი სიბერეშიც თავს ინტიმურ კავშირზე უარს არასდროს ეუბნებოდა. ერთ- ერთი ვერსიით, სამყაროს დამპყრობელი სწორედ ხორციელი სიამოვნების დროს გარდაიცვალა.




ნაპოლეონი

image


გენერალი, პირველი კონსული და მოგვიანებით საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ I ბონაპარტი უფრო ბრძოლებში მოპოვებული გამარჯვებებით არის ცნობილი, ვიდრე პირადი ცხოვრებით. "სექსუალური ცხოვრება საზიანოა როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ცალკეული მამაკაცის ბედნიერებისთვის", - წერდა ახალგაზრდა ბონაპარტი თავის დღიურში. მან ვაჟიშვილობა 18 წლის ასაკში პარიზელ მეძავთან დაკარგა. ცოტა მოგვიანებით მან ეს როგორც "ფილოსოფიური გამოცდილება" ისე გაიხსენა. ნაპოლეონი 26 წლის ასაკში თავის საყვარელ ჟოზეფინა ბოარნეზე დაქორწინდა.


image


თანამედროვეთა მოგონებების მიხედვით, ნაპოლეონი ღიად გამოხატავდა საკუთარ გრძნობებს და არც საჯარო ინტიმურ კავშირს ერიდებოდა, რომელიმე საერო სალონში, დივანზე სტუმრების თანდასწრებით. როგორც მეუღლისადმი მიწერილი წერილებიდან ირკვევა საფრანგეთის იმპერატორი ორალური სექსის მოყვარული გახლდათ. "ვკოცნი თქვენს მკერდს და ქვევით, გაცილებით ქვევით", - წერდა ის ჟოზეფინას. ამავე დროს, მის კარზე იყო ჭორები ნაპოლეონის იმპოტენციის ხშირი შემთხვევებისა და მისი მცირე ზომის "ღირსების" შესახებ.


image


ეს უკანასკნელი ყველაზე არასასიამოვნო გზით დადასტურდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მას პენისი მოკვეთეს, ხოლო 1969 წელს ის აუქციონზე გაიყიდა, როგორც "ბონაპარტის კუნთი".




სტალინი

image


საბჭოთა დიქტატორის იოსებ სტალინის სახელს ხშირად მოიხსენიებენ ისეთი სიტყვების გვერდით, როგორიცაა "რეპრესია", "დიდი სამამულო ომი", "სსრკ" და ძალიან იშვიათად სიტყვა "სექსის" გვერდით. მეტიც, ახალგაზრდობაში სტალინმა სახელი არა მხოლოდ როგორც ყაჩაღმა, არამედ როგორც თავაშვებული ცხოვრების მოყვარულმა გაითქვა. ერთდროულად რამდენიმე საყვარლის ყოლის ტრადიცია მან თითქმის მთელი ცხოვრება შეინარჩუნა.


image


პირველად ის 24 წლის ასაკში დაქორწინდა. ახალგაზრდა ბესარიონის ძეს ცოლად 16 წლის ეკატერინა სვანიძე გაჰყვა, თუმცა ბედნიერებამ დიდხანს არ გასტანა - ერთი წლის შემდეგ გოგონა ტიფისგან გარდაიცვალა. სტალინი მეუღლის გარდაცვალებას მწვავედ განიცდიდა, დაკრძალვაზე ის საფლავშიც კი ჩახტა და ითხოვდა რომ ისიც მასთან ერთად დაეკრძალათ, თუმცა 1930-იან წლებში მან საყვარელი მეუღლის ძმასა და ძველ მეგობარს ალექსეი სვანიძეს რეპრესიები სრულიად მშვიდად მოუწყო, როგორც "ერის მამის" მეორე მეუღლის, ნადეჟდა ალილუევას სამედიცინო ჩანაწერიდან ირკვევა მას მეუღლესთან თანაცხოვრების მანძილზე სულ 10 აბორტი ჰქოდა გაკეთებული, წყვილი მუდმივად ჩხუბობდა.


image


სტალინი ფიზიკური სიახლოვისას საკმაოდ უხეში იყო. ბელადს ცხოვრების მანძილზე საკმაოდ ბევრი საყვარელი და უკანონი შვილები ჰყავდა. 1932 წელს ალილუევამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დასრულა, მან საკუთარ ოთახში თავი მოიკლა. სტალინმა ცოლის ქმედება ღალატად აღიქვა, მას შემდეგ ის აღარასდროს დაქორწინებულა. სიცოცხლის ბოლო წლებში სტალინს უფრო მეტად პოლიტიკა აინტერესებდა, ვიდრე ხორციელი სიამოვნებები.









0
292
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
292