ნამცხვრები შოკოლადის კექსი 2012, 10 ოქტომბერი, 12:45 შოკოლადის კექსები შეგიძლიათ მოამზადოთ რომანტიკული ვახშმისთვის.
![]() შემადგენლობა 6 ულუფის მოსამზადებლად: შოკოლადის ფილა (12 კვადრატისგან)-100გ. კვერცხი-სამი ცალი; კარაქი-50 გ. ხორბლის ფქვილი- 1ს/კ შაქრის პუდრა- 80 გ ბროწეულის ან მოცხარის მარცვლები. მომზადება: გააცხელეთ აირღუმელი 240 გრადუსამდე. შოკოლადი და კარაქი გაადნეთ მიკროტალღურ ღუმელში ან წყლის აბაზანაზე, კარგად აურიეთ. ათქვიფეთ კვერცხი შაქრის პუდრასთან ერთად და შეურიეთ გამდნარ შოკოლადს. დაამატეთ ფქვილი და კიდევ აურიეთ-ცომი არაჟნის სისქის უნდა გამოვიდეს. კექსის ფორმებს წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი. ამოავსეთ ფორმა ცომით 1/3-ზე და ზემოდან დააწყვეთ შოკოლადის ორი ნატეხი. დარჩენილი ცომი გაანაწილეთ ფორმებში და დაუმატეთ შოკოლადი. დარჩენილი ცომი გაანაწილეთ თანაბრად ფორმებში შოკოლადის ზემოდან. კექსი გამოაცხვეთ 10 წთ-ის განმავლობაში. დააცადეთ გაგრილება და შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან და მორთეთ წითელი მოცხარის ან ბროწეულის მარცვლებით. 570 3-ს მოსწონს
|