x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რამდენად ძველია ძველი ეგვიპტე? – დენდერას ტაძრის ზოდიაქო გაშიფრულია

ოფიციალური მეცნიერების მტკიცებით, გიზის დიდი პირამიდის მშენებლობა ძვ. წ. აღრ. 2540 წელს დასრულდა. ე. ი. ხეოფსის პირამიდა, დაახლოებით, 4500 წლის არის. ხოლო, ძველი წყაროების მიხედვით, მაღალგანვითარებული ცივილიზაცია ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, მინიმუმ, 630 000 წლის წინ უკვე არსებობდა. გარდა ამისა, ბოლო დროს, პირამიდის სამშენებლო მასალაზე ჩატარებული ანალიზიც, ეჭვქვეშ აყენებს ოფიციალური მეცნიერების მონაცემებს. გაგრძელება >>>

ყველაზე საინტერესო მტკიცებულება იმისა, რომ ძველი ეგვიპტის ცივილიზაცია ბევრად უფრო ძველია, ვიდრე შეიძლება წარმოვიდგინოთ, ეგვიპტის ტაძრების და სამარხების კედლებზე და ჭერზე ინახება, რომლებსაც ტურისტები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, რადგან მათში დაშიფრული ინფორმაცია, უმეტესობისთვის გაუგებარია. მაგ., ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, თუ რას გვეუბნება დენდერას ზოდიაქოს წრე?!


imageდენდერას ზოდიაქოს წრე


ჯერ ერთი იმით დავიწყოთ, რომ ზოგადად, ყოველ ზოდიაქო, ძველ დროში მომხდარი ამა, თუ იმ მოვლენის ანასახია, ანუ ეს ვარსკვლავური ცის რუკაში დაშიფრული ინფორმაციაა. ვარსკვლავების რუკა კი — ერთგვარი საათია, რომელზეც დაფიქსირებულია ჩვენი პლანეტის მდებარეობა, თანავარსკვლავედებს მიმართ. მოკლედ რომ ვთქვათ, თითოეულ დღეს თავისი ასტროლოგიური დრო, ან ჰოროსკოპი აქვს და ზემოთ ნახსენებ ზოდიაქოზეც, სწორედ ერთ–ერთი დღე არის ასახული.

მაგრამ, რა საჭიროა ტაძარში ასეთი ზოდიაქოების გამოსახვა? იმიტომ ხომ არა, რომ მის შემქმნელებს, შთამომავლობისთვის მნიშვნელოვანი თარიღის შემონახვა უნდოდათ?

ქვემოთ წარმოდგენილ არტეფაქტის ფოტოზე, ცენტრში, კარგად ჩანს ზოდიაქოს 12 ნიშანი, რომელიც ჩვენთვისაც კარგადაა ცნობილი. თუმცა, მასზე თანავარსკვლავედები ისეა განლაგებული, როგორც ეს, დაახლოებით, ჩვენს ერამდე, 90 000 წლის წინ უნდა ყოფილიყო! ასე, რომ, ვინც ეს ზოდიაქოს წრე შექმნა, აშკარად განსხვავებულ ცას უყურებდა...

XIX საუკუნიდან მოყოლებული, მეცნიერებს ზოდიაქოს გაშიფვრის არაერთი მცდელობა ჰქონდათ. მაგრამ, მხოლოდ გასულ წელს იპოვეს ძველი ზოდიაქოების დეშიფრირების "გასაღები". აღმოჩნდა რომ, თითოეული ეგვიპტური ჰოროსკოპი ორ ჰოროსკოპს შეიცავს, — ძირითადს და პირადს. ძირითადი — ამა თუ იმ მოვლენის კონკრეტული თარიღი, პირადი კი — პლანეტების მდებარეობას (21 ან 22 ივნისი) და ბუნიობის (20 ან 21 მარტი) დროს, რაც თარიღის განსაზღვრის საშუალებას იძლევა.

ეგვიპტური ჰოროსკოპების გასაშიფრად, შეიქმნა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა, რაც ვარსკვლავების, პლანეტებისა და თანავარსკვლავედების პოზიციებზე დაყრდნობით, ძველი ეგვიპტელების მიერ, დაშიფრული თარიღების გამოთვლის საშუალებას იძლევა.

ქვემოთ კიდევ ერთი ზოდიაქოს ფოტოა წარმოდგენილი, რომელიც, იგივე კომპიუტერული პროგრამით, ჩვენს ერამდე, 14 000 წლის წინ უნდა იყოს შექმნილი.


imageდენდერას ზოდიაქო


ამ არტეფაქტის ზომა 25 X 42 მეტრია და მის გასაშიფრად, მეცნიერები ნაპოლეონის ჩანახატების ალბომით ხელმძღვანელობდნენ, რადგან მისი ორიგინალის ნაწილი, ზოგიერთი ნიშანი და სიმბოლო, რესტავრაციის დროს დაიკარგა! პროგრამის დახმარებით, მიღებული იყო ჰოროსკოპში დაშიფრული თარიღი — ძვ. წ. აღრ. 1168 წელის 22 აპრილი.

თუ ტრადიციული მეცნიერება, ეგვიპტეში უძველეს ცივილიზაციის არსებობას ძვ. წ. აღრ. 3 000 წლიდან ითვლიდა, ახლა ეს თარიღი საკამათო გახდა, რადგან ახალი სამეცნიერო აღმოჩენები, აქამდე არსებუ და ჩვენთვის ცნობილ სამეცნიერო კვლევის შედეგებს და დასკვნებს, ნამდვილად არ ემთხვევა...


image

არხის სხვა სიახლეები:


* უცნაური რამეები და სახალისო ფოტოები (II ნაწილი)

* სურათებით აღწერილი თანამედროვე სამყარო

* როგორ შეიცვალა მსოფლიო და ჩვენი ცხოვრება, უკანასკნელი 25 წლის მანძილზე



0
393
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
393
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0