x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
35 000 წლის ოქროს წიგნები – აკრძალული არქეოლოგიის არტეფაქტები

როგორც ხშირად ხდება, ნივთებს, რომლებიც აკადემიური მეცნიერების ტრადიციულ შეხედულებებში არ ჯდება, საგულდაგულოდ მალავენ, გაყალბებულად აცხადებენ, ან საერთოდ – ანადგურებენ. ეს არტეფაქტებიც სწორედ აკრძალული არქეოლოგიის ნაწილია, რომელიც გასული საუკუნის 60–იან წლებში აღმოაჩინეს.

არგენტინელი ეთნოლოგი ხუან მორიცი, რომელმაც ეკვადორის ტერიტორიაზე გვირაბების ქსელი აღმოაჩინა, ძალიან გაკვირვებული იყო იმით, თუ როგორ იყო ბუნებრივი წარმონაქმნები, ადამიანის საცხოვრებლად ადაპტირებული: გვირაბში შესასვლელს, იატაკში ჩაჭრილი, დიდი საფეხურები ჰქონდა, რომელსაც გვერდით, უფრო ღრმად მიმავალი სანიაღვრე სისტემა და ვენტილაცია ჩაუყვებოდა. მაგრამ, ვინ და როდის გააკეთა ეს ყველაფერი?


imageოქროს წიგნები ეკვადორიდან


როგორც თავად ხუან მორიცი ამბობდა, მან 60-იან წლებში, სრულიად შემთხვევით, პეტრონიო ხარამილო გაიცნო, რომელიც ამტკიცებდა, რომ აღნიშნულ წელს, ის ეკვადორში იმყოფებოდა და ადგილობრივ ინდიელებთან ჰქონდა ურთიერთობა (ერთ-ერთი ტომის ბელადის შვილი, მისი ბავშვობის მეგობარი იყო). სწორედ მათ უამბეს ამ უკანასკნელს, იდუმალი ჭის შესახებ, რომელსაც არანაკლებ იდუმალი მიწისქვეშა ლაბირინთი უკავშირდებოდა. მორიცი ისე დაინტერესდა ამ ინფორმაციით, რომ 1965 წელს, ხარამილოსთან ერთად, ეკვადორში გაემგზავრა და მათ უამრავი სირთულის გადალახვის და ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, მიწისქვეშა სამყაროში შესასვლელს მიაგნეს, რომლიდანაც გვირაბი სიღრმისკენ მიდიოდა და მიწის ზედაპირიდან, დაახლოებით, 190 მ. სიღრმეზე ეშვებოდა. ყოველი 40 მ-ის შემდეგ, გვირაბი დიდი დარბაზით სრულდებოდა, რომელსაც იდეალურად გამოკვეთილი, 90 გრადუსიანი კუთხეები ჰქონდა. ყოველი გვირაბის ბოლოს დარბაზი იყო და მომდევნო გვირაბიც, ამ დარბაზიდან იწყებოდა.
როგორც მეცნიერმა ივარაუდა, მიწისქვეშა ლაბირინთი ასობით კილომეტრზე გრძელდებოდა და გვირაბის ჰორიზონტალური განტოტებები, რომელიც ფართო დარბაზებიდან იწყებოდა, სხვადასხვა მიმართულებით მიდიოდა. ერთ-ერთ დარბაზში არგენტინელმა მეცნიერმა ბიბლიოთეკა აღმოაჩინა, რომელშიც უამრავი ლითონის ფირფიტა იყო, ზემოდან დატანილი უცნობი სიმბოლოებით. მან მხოლოდ ფოტო გადაუღო არტეფაქტებს, მაგრამ წამოღება ვერ შეძლო, რადგან თითოეული ფირფიტა, დაახლოებით, 20 კგ-მდე იწონიდა. თან, მსგავსი არტეფაქტი, პადრე კრესპის კოლექციაში უკვე არსებობდა.


imageპადრე კრესპი და უნიკალური არტეფაქტი


სამხრეთ ამერიკელი მეცნიერები, რომლებიც მორიცის კვალს გაჰყვნენ, ამტკიცებენ, რომ მიწისქვეშა, ან როგორც მათ ეძახდნენ – გამოქვაბულების ქალაქების ასაკი, მინიმუმ, 32-35 000 წელია. ანუ, ფაქტობრივად, შეგვიძლია, ჩვენთვის უცნობი ცივილიზაციის ვისაუბროთ...

გამოდის, რომ ადამიანის განვითარების აკადემიური თეორიის საპირისპიროდ, მომავალმა ეკვადორელებმა მეტალურგიის საფუძვლები არაერთი ათეული წლის წინ იცოდნენ. სწორედ ამ დასკვნამდე მივიდნენ მღვიმეების მკვლევარები, როდესაც უზარმაზარი ოქროს წიგნები აღმოაჩინეს. მის ფურცლებზე გამოყენებული ენა, მაიას დამწერლობას წააგავდა, მაგრამ უფრო რთული იყო და გასაოცარია არტეფაქტის შინაარსიც. მასში აღწერილია ღმერთების ჩამოსვლა შორეული ვარსკვლავური სისტემიდან, ჩვენთვის ნაცნობი სამყაროს და ცივილიზაციის შესაქმნელად. გარდა ამისა მასში მოთხრობილია უძველესი რიტუალების და სამყაროებს შორის, გადაადგილების შესახებ.


imageუძველესი ცივილიზაციის საოცარი არტეფაქტები


მხოლოდ ბოლო 10 წლის მანძილზე, გეოლოგებმა 15000 კვადრატულ მეტრზე მეტი ახალი, აქამდე შეუსწავლელი, გამოქვაბულების ქსელი აღმოაჩინეს. ზოგიერთი მათგანი მკვლევარებისგან წყალშია დაფარული. ამის გამო, ბევრი ენთუზიასტი იძულებულია საშიში ექსპედიციები მიატოვოს.


P. S. რაც შეეხება კრესპის კოლექციას, ზემოთ ხსენებული ლითონის ფირფიტის გარდა, მასში ბევრი ქვის ფირფიტაც იყო, მასზე ამოტვიფრული გამოსახულებებით და უცნობ ენაზე გაკეთებული წარწერებით და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც კოლექციის მფლობელი ამბობდა, სწორედ ამ კატეგორიის არტეფაქტებს პოულობდნენ ინდიელები ჯუნგლების მიწისქვეშა გვირაბებში და კამერებში.


image


პადრე კრესპი 1982 წ. 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1980 წ. მან კოლექცია კუენკას (ეკვადორი) ცენტრალური ბანკის მუზეუმს მიჰყიდა, ხოლო მიღებული თანხა – 433 ათასი დოლარი, ახალი სკოლის მშენებლობას მოახმარა.


imageimageimage



image

* მიწისქვეშა გვირაბები, რომლებიც ერთმანეთთან კონტინენტებს აკავშირებს (ერთი აქვეა, კავკასიაშიც არის)

* "ევას ბეჭედი" – 60 მილიონი წლის არტეფაქტი

* უარს ნუ იტყვით ტკბილეულზე, ის ტვინისთვის აუცილებელია – 5 მითი ჯანსაღი კვების შესახებ



2
430
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
430
  
2023, 18 ივლისი, 22:34
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
2023, 15 ივლისი, 23:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2