x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
გოგოს საკუთარი კამერა უღებდა და ჩინურ მწარმოებელს აწვდიდა მის პიკანტურ სურათებს, რომელიც პორნო საიტებზე იდებოდა

image
ადამიანები ხშირად ისეთ ტექნიკას ვყიდულობთ რომელზეც წარმოდგენა არა გვაქვს.
ასე მოუვიდა რუს გოგოს, რომელმაც ინტერნეტის დახმარებით ოთახის დეკორატიული ძაღლის სათვალთვალოდ შეიძინა სათვალთვალო კამერა "AliExpress"-ში.
კამერის დამმონტაჟებელს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა თუ რამხელა საფრთხის მქონე კამერას უმონტაჟებდა დამკვეთს.

ერთ დღეს გოგონას შეეხმიანა დაქალი, რომელმაც უთხრა რომ მისი შიშველი სურათები ბლომად იყო განთავსებული ერთერთ ჩინურ პორნოგრაფიულ საიტზე.
გოგომ, რომელიც მოსკოვის გარეუბნის მცხოვრებია არ დაიჯერა დაქალის ნათქვამი მანამ, სანამ გამოგზავნილ მისამართზე მართლა არ ნახა საკუთარი სურათები ხან საცვლებში და ხან სრულიად შიშველ მდგომარეობაში, ვინაიდან კამერა საძილე ოთახში იყო დამონტაჟებული.

გოგონამ დახმარებისათვის პოლიცია გამოიძახა, პოლიციის სპეციალურმა სამსახურმა კამერა ექსპერტიზაზე გაგზავნა სპეციალურ ლაბორატორიაში, სადაც დადგინდა, რომ კამერა თვითნებურად უღებდა გოგოს სურათებს, მხოლოდ მაშინ როცა ის საცვლებში იყო ან სრულიად შიშველი იყო ოთახში.

როგორც სპეციალისტებმა დაადინეს კამერა ჩინეთიდან იმართებოდა და მას შეეძლო ორ სექტორზე ემუშAვა ერთდროულად, მიეწოდებინა გოგოსათვის მისი ძაღლის მოქმედების სურათები და ამავდროულად გადაეღო თავად გოგო.

გოგომ ინფორმაცია გაასაჯაროვა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე, სადაც გაიგო რომ ბევრი სხვაც აღმოჩენილა ანალოგიურ მდგომარეობაში.
ახლა მოსკოვის სპეცსამსახურები იძიებენ თუ რამდენი ადამიანი გახდა "ციფრული თვალთვალის" მსხვერპლი, სავარაუდოდ ამ მოქმედებას სკანდალი მოჰყვება, რაც აუცილებლად შეულახავს იმიჯს "AliExpress" და იმ ჩინურ მწარმოებელს, რომლის კამერაც ჩართული იყო პორნო ინდუსტრიაში.

როგორც აღმოჩნდა "ციფრული თვალთვალი" უამრავი სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკითაა შEსაძლებელი, საუბარია ჩინური წარმოების ტექნიკაზე, რომელშიც არ ვიცით სად რაა ჩამონტაჟებული და რა ინფორმაციას აგროვებს ან ვის აწოდებს ამ ინფორმაციას.

მე არ ვემხრობი შეთქმულების თეორიას, მაგრამ როცა აშშ-ს სადაზვერვო სამსახური და ბრიტანული დაზვერვა აცხადებს, რომ ჩინური მსოფლიო მასშტაბით ტოტალურ თვალთვალს ეწევა, ვფიქრობ აქ აღწერილი ინფორმაცია ყურადსაღებია.
image

0
503
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
503