x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134561
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
"სიყვარული ბრმაა"

შეყვარებულ ადამიანებს უჭირთ ამოიცნონ სიყვარულის გრძნობის არსებობა სხვა ადამიანებში. ამგვარ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი და კანადელი ფსიქოლოგები.

image

მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, მათ სთხოვეს ერთი მხრივ, მოყვარულ მეუღლეებს და მეორე მხრივ, მარტოხელებს დაკვირვებოდნენ ადამიანებს წვეულებებზე, კინოფილმის ეპიზოდებში და მათ შორის ამოეცნოთ შეყვარებული წყვილები.

რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, პირველი კატეგორია ორჯერ უფრო ხშირად ცდებოდა არჩევანის გაკეთებისას.


ექსპერიმენტის შედეგებს ასეთი კომენტარი გაუკეთეს:

შეყვარებულებმა მიმართეს სხვა წყვილებზე თავიანთი სასიყვარულო ურთიერთობის კოდი, და ვერ შეძლეს სხვების საქციელის ამოცნობა. ძველ პარტნიორებს მიიჩნევდნენ შემთხვევით საყვარლებად, ხოლო ერთმანეთის მიმართ სინაზის გამოვლენას კი ფლირტად მიიჩნევდნენ.

მარტოხელები კი უფრო გამჭრიახები აღმოჩნდნენ, რადგან ისინი ჯერ კიდევ სიყვარულის ძიებაში არიან, და შესაბამისად უფრო ყურადღებით აკვირდებიან გარშემომყოფებს, მათ ქცევას. ხოლო შეყვარებული წყვილები კი ერთად ყოფნით ტკბებიან და სხვების საქციელი მათთვის დამაინტრიგებელი აღარ არის.

0
506
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
506
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0