x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რა იდგა ცნობილი ლედი გოდივას საჯარო სიში@შვლის უკან? - იცოდით?!
ლეგენდის რეალობაში, რომლის არსებობა ინგლისში მე-11 საუკუნის დასაწყისით თარიღდება, ქვეყნის ყველა მცხოვრები დარწმუნებულია. სინამდვილეში, ლედი გოდივამ ნამდვილად გაიხადა მთელი ტანსაცმელი საყოველთაო კეთილდღეობისთვის, მაგრამ რა იდგა ამ მიზეზის უკან, მოდით, გავარკვიოთ.



image



ლეგენდის თანახმად ლედი გოდივა იყო გრაფ ლეოფრიკის (968-1057) მშვენიერი ცოლი. გრაფი, ქალაქ კოვენტრის მაცხოვრებლებს არ ზოგავდა დიდი გადასახადებით და ამით თავს მეტ სიამოვნებას ანიჭებდა.


ხალხის მიმართ თანაგრძნობის გამო, ლედი გოდივამ რამდენჯერმე სთხოვა გრაფს გადასახადების შემცირება. მისი თხოვნებითა და მოთხოვნებით დაღლილმა ლეოფრიკმა თქვა: თუ მისი ცოლი თანახმაა ცხენით იაროს ქალაქის ქუჩებში სრულიად შიშველმა, მაშინ ის გააუქმებს გადასახადებს.




image



ლედი გოდივამ გადაწყვიტა ქმრის ნათქვამი სისრულეში მოეყვანა, მართლაც გავიდა ქალაქში ცხენზე ამხედრებული სრულიად შიშველი და ცდილობდა სხეული გაშლილი თმის მიღმა დაემლა. ამ დროს კი მთელმა მოსახლეობამ, დარაბები დახურა და სახლებში შევიდნენ. მხოლოდ მკერავი ტომი ცდილობდა გასაღების ჭუჭრუტანიდან თვალთვალს, რის გამოც დაისაჯა და დაბრმავდა. გრაფი კი იძულებული იყო თავისი პირობა შეესრულებინა და მოსახლეობისთვის გადასახადები გაეუქმებინა.




image


პირველად ბერი როჯერ ვენდროვერი ახსენებს ამ მოვლენას თავის მატიანეში 1188 წელს, ლედი გოდივას გარდაცვალებიდან 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ. ის მოვლენის ზუსტ თარიღსაც კი უთითებს - 1040 წლის 10 ივლისი. ყოველ მომდევნო საუკუნეში, ლეგენდა გადატვირთული ხდებოდა ლედი გოდივას გმირობის ახალი „დეტალებით“.



ლედი გოდივას ლეგენდა იმდენად პოპულარული იყო, რომ მე-13 საუკუნეში ინგლისის მეფე ედუარდ I-მა გადაწყვიტა გაეგო მთელი სიმართლე ასეთი არაჩვეულებრივი მოვლენის შესახებ.



image



ავტორიტეტული ქრონიკების მიხედვით, 1057 წელს (ბერი როჯერის მიერ გამოცხადებული თარიღიდან 17 წლის შემდეგ) გადასახადები მართლაც გაუქმდა კოვენტრიში, მაგრამ არცერთ ოფიციალურ ქრონიკაში არ არის ნახსენები შიშველი ქალბატონი.


ლედი გოდივასა და ლეოფრიკის რეალური ცხოვრებისეული ისტორიების მიხედვით, 1043 წელს გრაფმა ააგო ბენედიქტელთა მონასტერი კოვენტრიში, რომელიც მან 24 სოფლის მფლობელობაში დაარეგისტრირა.



image



ლედი გოდივა ძალიან ღვთისმოსავი ადამიანი იყო, ეკლესია-მონასტრისთვის უხვად გაიღო ცხოვრების მანძილზე მოწყალება. გარდაცვალების შემდეგ გრაფი და მისი ცოლი იმავე მონასტერში დაკრძალეს.



image



1678 წლიდან დღემდე კოვენტრის მოსახლეობა ლედი გოდივას პატივსაცემად ატარებს კოსტიუმების ფესტივალს.




0
602
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
602
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0