x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"შენ მართლა კუსტარულო… ქუჩაში დენით უნდა კვდებოდნენ ბავშვები და არც უნდა ვილაპარაკოთ” - ვის მიმართავს ვიკა ბუკია

image


ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახაძის განცხადებას ეხმაურება და წერს:


"ირაკლი კობახიძის შემზარავი განცხადება თუ არ გინახავთ ბავშვზე, არაფერი გინახავთ. კობახიძე, შენ მართლა კუსტარულო, მართლა ლამარას მექანიზმ-მოშლილი კუკლასავით ნუ იქცევი. ისევ ბავშვის დაუდევრობას გინდა მიაწერო დანაშაული? კუსტარული რომაა ყველა სადენი – მერე შენ რას მიკეთებ? რა ამაზრზენი კაცია. თურმე დენით მოკლულ ბავშვზე თუ ვლაპარაკობთ – ადამიანის სიცოცხლით ვმანიპულირებთ. ანუ ქუჩაში დენით უნდა კვდებოდნენ ბავშვები და არც უნდა ვილაპარაკოთ."- ვკითხულობთ ვიკა ბუკიას პოსტში.


ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წყნეთში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა, სადაც 16 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა და განაცხადა რომ როდესაც კუსტარულად დენის გადაყვანა ხდება, ამის ყოველდღიური კონტროლი რთულია:


"მე რა ინფორმაციაც მაქვს, იქ დენი იყო კუსტარულად მოსახლეობის მიერ შეყვანილი. ამიტომ თქვენ გაქვთ არასწორი ინფორმაცია. გადაამოწმეთ ეს ინფორმაცია. როცა კუსტარულად ამას მოსახლეობა აკეთებს, აქ რთულია, რა თქმა უნდა, კონტროლი. ყოველდღე ხომ ვერ ჩამოივლი ყველაფერს… როცა ხდება კუსტარულად დენის გადაყვანა, ამის ყოველდღიური კონტროლი არის რთული. არ დაგასრულებინებთ ამ თემას, იმიტომ რომ ბავშვის თემით სპეკულირება დაიწყეთ. ბავშვი დაიღუპა და ამ თემაზე თქვით ტყუილი და ამაზე არ დაგამთავრებინებთ… ეს არის სირცხვილი, ეს არის ამ ტელევიზიების სახე, საზოგადოებას მივმართავ"- განაცხადა კობახიძემ.







0
306
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
306