სხვა როგორ გადაწყვიტეს აფრიკაში მოძალადეებთან ბრძოლა - ასეთს მტერსაც კი არ უსურვებთ... 2023, 12 ივლისი, 9:37 კანონები - კარგია, თუმცა ისინი ყოველთვის არ მუშაობს, და ზოგჯერ არც სასამართლო სისტემა დგას მოწოდების სიმაღლეზე, მაშ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ დანაშაული დაუსჯელი არ დარჩეს და დამნაშავემ ჩადენილი დანაშაულისთვის სამაგალითოდ აგოს პასუხი?გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ასეთ შემთხვევებში მაშველ რგოლად ადამიანური გამჭრიახობა გვევლინება, რაც დასჯის არასტანდარტულ მეთოდებს წარმოშობს. რა თქმა უნდა, ისინი შეიძლება სულაც არ იყოს ყველაზე ჰუმანური, მაგრამ შეიძლება სწორედ ამაშია სასჯელის არსიც. საქმე იმაშია რომ სამხრეთ აფრიკაში ძალზე მწვავედ დგას ქალზე ძალადობის საკითხი. არაოფიციალური მონაცემებით, აქ ყოველწლიურად ასობით ათასი ქალი და გოგონა განიცდის სექსუალურ შევიწროებას. გასაკვირი არ არის, რომ ასეთ დიდ რაოდენობას პოლიცია ვერ უმკლავდება და მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს საკუთარ უსაფრთხოებაზე და ღირსებაზე ზრუნვა თავადვე უწევთ.საუბარია ლატექსის სპეციალურ კარტრიჯზე, რომლის ჩასმასაც ქალებს საშოში სთავაზობენ. ამ ე.წ. "პატივის მცველის" შიგნიდან არის კაუჭის - კბილები, რომლებიც მოძალადის სასქესო ორგანოს ერჭობა და აუტანელ ტკივილს იწვევს.მეტიც, ასეთი ნივთის დამოუკიდებლად მოხსნა თითქმის შეუძლებელია და დიდი ალბათობით ექიმთა მთელს გუნდსაც კი საჭიროებს, და როგორც ხდება ხოლმე, სადაც ექიმები არიან, იქ არის პოლიციაც, შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი მისიაც შესრულდება: სანამ მოძალადე ადამიანური გამჭრიახობის შედეგს საკუთარ თავზე გამოცდის, მსხვერპლს გასაქცევად საკმარისი დრო ექნება. "მოწყობილობის" გამომგონებელი ირწმუნება, რომ მას არა მხოლოდ დამცავი, არამედ აღმზრდელობითი ფუნქციაც აქვს, ვინაიდან მოძალადემ საკუთარ ტყავზე უნდა იგრძნოს, როგორია იმ ქალებისთვის, ვინც მისი მსგავსი მოძალადის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. მხოლოდ ასეა შესაძლებელი სხვა მამაკაცებს მსგავსი ძალადობის ჩადენის სურვილი დაუკარგო.მაგრამ, როგორც ვიცით, მედალს ორი მხარე აქვს. დამცავმა გამოგონებამ პროფესიულ წრეებში პოზიტიურთან ერთად არაერთი უარყოფითი გამოხმაურებაც გამოიწვია. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ასეთი მეთოდი საზოგადოებაში მხოლოდ უფრო მკაცრი რეაქციის წარმოქმნას შეუწყობს ხელს და სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება.302 შეფასება არ არის |