x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
მეორე მსოფლიო ომის უნიკალური ფოტოები, რომლებიც ყველამ უნდა ნახოთ
მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე საშინელი პერიოდი იყო, რომელსაც შეეწირა მილიონობით ადამიანის სიცოცლხე, ათობით ათასის ცხოვრება და მომავალი კი უბრალოდ დამახინჯდა. მეომარი ყოველი მხარე იდენდა ათას სისასტიკეს, რომელთაც შემდეგ ომით ამართლებდა, თუმცა არცერთ ომს არ აქვს გამართლება.




image




განსაკუთრებით ნაცისტები გამოირჩეოდნენ ომის დროს ჩადენილი სისასტიკით, რაზეც ბევრი დოკუმენტური მასალა თუ ფილმია გადაღბული, საიდანაც ნათლად ჩანს გერმანელი ჯარისკაცების უგულო და ყველაზე გაუმართლებელი მოპყრობა ტყვეების მიმართ.



ერთ-ერთი მაღალი რანგის გერმანელი ოფიცერი იხსენებს, თუ რა ბრძანებები გაიცემოდა ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი ქალების მოსაპყრობად. ძირითადად კი ბრძანება იყო ერთ სიტყვიანი- "დახვრიტეთ"! მსხვერპლი ქალების გვამებში კი ყველაზე მეტად აღმოჩენილი იქნა "წითელი არმიელი" ქალბატონები, მედდები, სხვადასხვა სამხედრო წოდების მანდილოსნები, რომელთა სხეულებზე უსასტიკესი მეთოდით წამების კვალს ადვილად დაინახავდით.





მსოფლიო ისტორიის ერთ–ერთი ყველაზე დიდი საკონცენტრაციო ბანაკი მაუთჰაუზენია, რომელიც ზემო ავსტრიაში, ქალაქ ლინცში მდებარეობდა. ევროპის ტერიტორიაზე ის ერთადერთი ყველაზე დიდი ბანაკია, რომელსაც დამპყრობელი გერმანელები ხელმძღვანელობდნენ და მოიცავდა მრავალ შენობას, რომლებიც განლაგებული იყო მთელი ავსტრიის ტერიტორიაზე სამხრეთ გერმანიამდე. მაუთჰაუზენის ბანაკი გამოირჩეოდა ყველაზე დაუნდობელი პირობებით და ტყვეები კლასიფიცირდებოდნენ III კლასით. ძირითადად კი ტყვედ იგზავნებოდნენ რეიხის ყველაზე დიდი, პოლიტიკური მტრები იძულებითი შრომით გასანადგურებლად. მაუთჰაუზენის ზედმეტი სახელი კი ძვლის მსხვრეველია.





საბჭოთა ფოტოგრაფმა ვალერი ფამინსკიმ მთელი მეორე მსოფლიო ომი გაიარა ობიექტივით ხელში. მან ყველაფერი გადაიღო სევასტოპოლის განთავისუფლებიდან ფაშიზმზე გამარჯვებამდე. 2011 წელს ვალერი გარდაიცვალა და მისმა მემკვიდრეებმა გადაწყვიტეს გამოექვეყნებინათ უნიკალური კადრები, რომლებიც ყურადღებით ინახებოდა მთელი ამ წლების განმავლობაში.



მათით კიდევ ერთი ფოტოგრაფი არტურ ბონდარი დაინტერესდა. ის გაოცებული იყო, თუ რამდენად დიდი ისტორიული ღირებულება გააჩნიათ ამ სურათებს.



ბოლოს და ბოლოს, სამხედრო ფოტოების უმეტესობა, რომელსაც დღეს ვხედავთ, დადგმულია, ეს კადრები კი უნიკალურია იმით, რომ ასახავენ ნამდვილ ომს...



ფოტოებზე ასახულია გერმანია, კერძოდ კი ბერლინის ქუჩები, 1945 წლის აპრილ-მაისი.




მეორე მსოფლიო ომის უნიკალური ფოტოები, რომლებიც ყველამ უნდა ნახოთ




imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



0
376
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
376
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0