ანეკდოტები ანეკდოტები პუტინზე, თავად რუსების მიერ შეთხზული 2023, 10 ივლისი, 20:29
***ირანში ვიზიტის ფარული მნიშვნელობა: პუტინი ეწვია რუსეთის მომავალს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა პირადად ნახა რა გველოდება.
***ამერიკელებმა უკვე დაიწყეს კითხვების დასმა: „რაღად უნდა აშშ-ს პრეზიდენტი, თუ ბენზინისა და ძეხვის ფასებს პუტინი ადგენს?" ***- მთელი პრობლემა იმაშია, რომ პუტინი არ სვამს. აი ელცინი კი სვამდა - და რუსეთი დემოკრატიული იყო. მედვედევი აქა იქ სვამდა - და იყო დათბობა. უი მართლა, მიშუსტინი სვამს? - როგორც ჩანს, არა. - მორჩა, დაიღუპა ქვეყანა. ***პუტინმა განაცხადა, რომ განახლდება მთვარის პროგრამა... -ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ... მთვარემ რაღა დაგიშავათ?" ***შემახსენეთ, კიდევ რომელ ქვეყანაში აპატიმრებენ ტრანსპარანტისთვის "მშვიდობა მსოფლიოს. არა ომს!"? ***პუტინი მიდის მკითხავთან და ეკითხება: - როდის მოვკვდები? - უკრაინის ეროვნული დღესასწაულის დღეს მოკვდები! - პასუხობს მკითხავი - როდის იქნება ეს დღე? -როცა მოკვდები, მაშინ დადგება ეს დღე! ***პუტინმა მიიღო ნობელის პრემია დროის მანქანის შექმნისთვის - მან მოახერხა რუსეთის მეცხრამეტე საუკუნეში გადატანა. ***პუტინი ამბობს, რომ ეს ომი კი არა, ოპერაციაა. ეს, ალბათ, ისტორიაში პირველი ოპერაციაა, როდესაც პაციენტი ადგა და აქეთ ქირურგი გაკვეთა. ***პუტინი სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში გააგზავნეს. მაგრამ რადგან კარგად იქცეოდა ნება დართეს დროებით მოსკოვში ჩასულიყო. დაეშვა მოსკოვში, გაისეირნა, ბარში შევიდა, ერთი ჭიქა არაყი შეუკვეთა და ბარმენს ჰკითხა: ყირიმი ჩვენია? - დიახ, ყირიმი ჩვენია, - უპასუხა ბარმენმა. - და დონბასი? – დიახ, დონბასიც ჩვენია. - კარგი, კიევიც ჩვენია? - რა თქმა უნდა, ჩვენია. პუტინმა სიამოვნებით გააჰკრა ჭიქა და შემდეგ კითხულობს: - რამდენი უნდა გადავიხადო? - 100 გრივნა. ***გერმანელს ჰყავს ცოლი და საყვარელი. უყვარს ცოლი. ფრანგს ჰყავს ცოლი და საყვარელი . უყვარს საყვარელი. ებრაელს ჰყავს ცოლი და საყვარელი . უყვარს დედა. რუსს ჰყავს ცოლი და საყვარელი . უყვარს პუტინი... ***ყველაზე კმაყოფილები გერმანელები არიან.რადგან ჰიტლერს მალე დაივიწყეებენ. ***ჩუქჩა მიიყვანეს კონსერვების ქარხანაში: - ტელევიზორს ვრთავ - პუტინია. რადიოს ვრთავ - პუტინია. გადავშლი გაზეთს და იქაც პუტინია. კონსერვის გახსნის მეშინია. P.S ამინ! 648 2-ს მოსწონს
|