x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
როგორ ავარჩიოთ ნატურალური პომიდორი: ვარკვევთ წამებში

image


ზაფხულის სეზონზე ყველა ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი ბოსტნეულისა და ხილის მიღებას, რათა ჩვენი ორგანიზმი მთელი წლის განმავლობაში ვიტამინებით მოვამარაგოთ. სხვადასხვა სახეობის ხილთან და ბოსტნეულთან ერთად განსაკუთრებითული მოთხოვნით პომიდორი სარგებლობს. სამწუხაროდ, ზოგიერთი მწარმოებელი ყველა არსებულ ნორმას უგულებელყოფს და გენმოდიფიცირებულ პომიდორს აწარმოებს, ანუ კოლოსალური მოსავლის აღებას მინიმალური თანხის ინვესტიციის ხარჯზე ცდილობს.

image


თავდაპირველად ასეთი პროდუქტები ღარიბ ქვეყნებში შიმშილის ზღავრზე მყოფ პირთა გადასარჩენად შეიქმნა, მაგრამ როდესაც ადამიანის ჯანმრთელობაზე გმო-ს გავლენა შეისწავლეს, მალე ეს ბოსტნეული და ხილი ყველგან აკრძალეს. ბუნებრივი ბოსტნეულის გენმოდიფიცირებულისგან გარჩევა ძალიან რთულია. წარმოგიდგენთ 2 ძირითად განმასხვავებელ ნიშანს, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ დიდი ალბათობით, თქვენ წინაშე გმ-ბოსტნეულია.



როგორ ავარჩიოთ ნატურალური პომიდორი


image


1. გმო-ს შემცველი პომიდორი გარეგნულად უფრო ლამაზია, მაგრამ მას არაბუნებრივი გემო აქვს. თუ ყველა პომიდორი ერთი და იგივე ზომისაა, იდეალურად მრგვალი ან ოვალური ფორმა და ძალიან ბზინვარე კანი აქვს მაშინ ნამდვილად გმართებთ დაფიქრება - შეიძინოთ თუ არა ეს პროდუქტი. ნატურალურობის მთავარი ნიშანი - მწერებით დაზიანებული და ოდნავ დაჭყლეტილი ნიმუშების არსებობაა. გმოს მწერები როგორც წესი, არ შეჭამენ. გასინჯეთ ხელით პომიდორი. დააჭირეთ მას თითი: თუ კანი არ გასკდა და მასზე თითის ჩაღრმავება დარჩება, დიდი ალბათობით, პროდუქტი საზიანოა.



image


2. თუ ნატურალურ პომიდორს ან სხვა ბუნებრივ ბოსტნეულსა თუ ხილს გაჭრით, მათ წვენი მყისიერად გამოეყოფათ, რაც არაბუნებრივები პროდუქტების შემთხვევაში არ ხდება. ალბათ, ბევრ თქვენგანს არაერთხელ შეუძენია ისეთი ლიმონი ან ფორთოხალი, რომელთაგან წვენის გამოწურვა პრაქტიკულად შეუძლებელი ყოფილა. პროდუქციის შეძენისას პირველ რიგში ყურადღება მაინც მათ სეზონურობას მიაქციეთ, მაშინ შეგიძლიათ უფრო დარწმუნებული იყოთ მათ ნატურალურობაში.








0
1657
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1657