საზოგადოებრივი მიწისქვეშა გვირაბები, რომლებიც ერთმანეთთან კონტინენტებს აკავშირებს (ერთი აქვეა, კავკასიაშიც არის) 2023, 11 ივლისი, 13:04 ბევრი მეცნიერი იმაზე თანხმდება, რომ დედამიწის მთელი ტერიტორია, ზღვების და ოკეანეების ჩათვლით – მიწისქვეშა გვირაბებითაა დასერილი. ამასთან, ამ გვირაბებით კონტინენტებს შორის გადაადგილებაც კი შესაძლებელია. მაგრამ, ვინ და როდის გაიყვანა მიწისქვეშა გზები? ან როგორი ტექნიკა იყო საჭირო, ამ მასშტაბის მიწისქვეშა ქსელის შესაქმნელად? ტექნიკასთან დაკავშირებით, საკუთარი აზრი პოლონელმა მეცნიერმა იან პაენკმა გამოთქვა. მისი მტკიცებით, გვირაბების გაჭრისას, ლაზერული ტექნიკა იყო გამოყენებული, რაზეც მისი შიდა კედლების გამომწვარი და გლუვი ქანები მეტყველებს. მის ჰიპოთეზას ზურგს ისიც უმაგრებს, რომ გასული საუკუნის 60-იან წლებში, ეკვადორის მთებში რამდენიმე გვირაბი აღმოაჩინეს, რომლის კედლები იდეალურად გლუვი იყო, ხოლო ასაკი – დაახლოებით, 1 მილიონი წელი. თუმცა, ისევ კონტინენტთაშორის გვირაბებს დავუბრუნდეთ, რომლის სიგრძე ასობით კილომეტრია და მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით არის გაყვანილი – ზოგი მათგანი წყნარი ოკეანისკენ მიდის და ერთი ვერსიის თანახმად, მთელი ჩრდ. ამერიკის კონტინენტი, ღვეზელივითაა დაჭრილი და ამ გზებით, იქიდან ევროპაში და აღმ. აზიაში შეიძლება მოხვედრა. ხოლო, გვირაბების გადაკვეთის ადგილებზე, ბუდისტი ბერების მტკიცებით (ალბათ, მათაც ჰქონდათ ინფორმაცია გვირაბების შესახებ) – მიწისქვეშა ქალაქები მდებარეობს. მაგ., შამბალა – ლეგენდარული ქალაქი, რომელიც ტიბეტში, ან მის შემოგარენში იყო, ან იქნებ, დღემდე არის კიდეც?.. თუმცა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი გვირაბები მხოლოდ ოკეანეების მახლობლად მდებარეობს. მსგავსი მიწისქვეშა კომუნიკაციები ჩრდ. კავკასიაში და ყირიმის ნახევარკუნძულზეც არის. არხის სხვა სიახლეები:* "ევას ბეჭედი" – 60 მილიონი წლის არტეფაქტი* აკრძალული არქეოლოგია – დინოზავრის და ადამიანის ჩონჩხი კოლუმბიაში* "ხელნაწერი 512" – ამაზონის გაუჩინარებული ცივილიზაციის მტკიცებულება474 4-ს მოსწონს
|